| From : | Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G> |
| To : | Tamar Gabunia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=e6ca04f38ec94d0cadab9cbdf90fcdde-Tamar G>; Gvantsa Gasviani </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=98db037093be484aa6c74655f95df515-Gvantsa> |
| Subject : | Decree |
| Received On : | 26.02.2020 11:22 |
მთავარი ცვლილება შეეხება ირანიდან პირდაპირი რეისების დროებით შეწყვეტას 23 თებერვლიდან. აქამდე შეზღუდული იყო მხოლოდ პირდაპირი რეისები ჩინეთიდან. შეზღუდვა არ ვრცელდება ისეთ ფრენებზე, როდესაც საჰაერო ხომალდი აღნიშნული ქვეყნებიდან ჩამოფრინდება მგზავრების გარეშე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, საჭიროების შემთხვევაში, დააწესოს დროებითი სავიზო რეჟიმი მაღალი რისკის ქვეყნებთან.
ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქციებს დაემატა კარანტინის უზრუნველყოფის ვალდებულება ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. კორონავირუსის პასუხში მონაწილე ყველა სახელმწიფო უწყებას დაევალა განახლებული სამოქმედო გეგმები წარმოადგინონ მიმდინარე წლის 1 მარტამდე.