From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : Vera Baziari </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=d1f3a8e05c2349f8a65c920ae25f4e79-Vera Ba>; Gela Beroshvili <g.beroshvili@gaguaclinic.ge>; Gagua Clinic <info@gaguaclinic.ge>; Zaza Sinauridze <westzaza@gmail.com>; Ketevan Nemsadze <ketinemsadze@gmail.com>; Ia Davitaia <iadavita@yahoo.com>; Maia Kherkheulidze <mkherkheulidze@hotmail.com>; gra@georanet.org.ge; nfmtc@nilc.org.ge; Nick Kintraia <kintraia@hotmail.com>; Tamar Antelava (MFC) <tantelava@evex.ge>; khatuna lomouri <khatuna_lomouri@hotmail.com>; kote bochrishvili <koteaka@mail.ru>; Mamuka Nemsadze <mnemsadze@gmail.com>; maikouchaneishvili@yahoo.com; m_petriashvili@yahoo.com; Zaal Kapanadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=1a1cb702f2d1413e9706648529678369-Zaal Ka>; Kakhaber Shalikadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=190c5b3225fa4c00801a57cdab523cc4-Kakhabe>; Irma Burduladze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=2709089098c24fb1b10936b704fa4f1b-Irma Bu>; David Gagua <d.gagua@gaguaclinic.ge>; nodarzal@yahoo.com
Subject : AmendementsinPerinatalCareProgram
Received On : 24.12.2019 09:03
Attachments :

ძვირფასო კოლეგებო

დიდი მადლობა საკითხის განხილვაში აქტიური ჩართულობისა და გამოხმაურებებისთვის. მიღებული კომენტარების საფუძველზე ცვლილებების შემოთავაზებული ვერსია იხილეთ თანდართულ ფაილში. ძირითადი საკითხები შემდეგია:

1.       ამ ეტაპზე დონეების გათანაბრების საკითხი ბრძანებაში არ აისახება- მიღებული არაერთგვაროვანი კომენტარები მიუთითებს, რომ სამეანო და ნეონატალური დონეების გათანაბრების საკითხს სჭირდება დამატებითი დამუშავება გარდამავლი პერიოდის შემდეგ პერინატალური რეგიონალიზაციის პროგრამის მახასიათებლების მკაფიოდ განსაზღვრის კუთხით. ამისთვის სამინისტრო მუშაობას გააგრძელებს 2020 წლის 1 კვარტალში ჯანმოს ექსპერტების ჩართულობით. ვიმსჯელოთ და გადავწყვიტოთ რა იქნება ოპტიმალური ვარიანტი. ასევე, როგორც აღინიშნა, დაუყოვნებელი რეაგირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია შიდა და გარე რეფერალის პრაქტიკის შესწავლა და ამ საკითხზეც მზად ვართ გავააქტიუროთ მუშაობა.

2.       უპგ კრედიტ ქულებში საერთაშორისო კონფერენციების ჩართვა ამ ეტაპზე ადმინისტრირების სირთულის გამო ვერ მოხერხდება- სამომავლოდ ვიმუშაოთ საქართველოში საერთაშორისო კონფერენციებში მიღებული კრედიტ ქულების აღიარების მექანიზმზე და დავუბრუნდეთ ამ საკითს.

3.        მე-2 დონის მიმწოდებლებისთვის მეანებზე მოთხოვნის გამკაცრება ყოველთვის გამართლებული ვერ იქნება მშორბიარობების დაბალი მაჩვენებლია და დამატებითი ფინანსური რესურსის აუცილებლობის გამო- ეს საკითხი ჯერ-ჯერობით დავტოვოთ არსებული მოწყობით.  

თუ დამატებით შენიშვნები გექნება გთხოვთ დღის ბოლომდე მოგვაწოდოთ, რათა დროულად მივცეთ მსვლელობა ცვლილებებს.

მინდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და ყველას წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი ახალი 2020 წელი - წარმატება და ბედნიერება გისურვოთ!

დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

Deputy Minister

cid:image001.jpg@01D4EA01.F8292560

 

 

 

From: David Gagua
Sent: Tuesday, December 24, 2019 10:10 AM
To: nodarzal@yahoo.com
Cc: Vera Baziari
; Gela Beroshvili ; Gagua Clinic ; Zaza Sinauridze ; Ketevan Nemsadze ; Ia Davitaia ; Maia Kherkheulidze ; gra@georanet.org.ge; nfmtc@nilc.org.ge; Nick Kintraia ; Tamar Antelava (MFC) ; khatuna lomouri ; kote bochrishvili ; Mamuka Nemsadze ; maikouchaneishvili@yahoo.com; m_petriashvili@yahoo.com; Tamar Gabunia ; Zaal Kapanadze ; Kakhaber Shalikadze ; Irma Burduladze
Subject: Re:

 

მოგესალმებით,

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს II/III დონის დამტკიცების  შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დარგის საერთაშორისო და ადგილობრივ სპეციალისტებთან  ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად და არსებული  პერინატალური საბჭოს წევრების სრული მხარდაჭერით და მის წარმატებას სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ანგარიში ცხადყოფს: ქვეყნის მაშტაბით შემცირდა დედათა და ნეონატალური სიკვდილობა, რაშიც დიდი წვლილი მე II/III დონის დაწესებულებებსაც აქვს შეტანილი. (თბილისში მშობიარეთა 50%-ზე მეტი)

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, rომ როდესაც ქვეყნის სტრატეგია არის სამედიცინო სერვისების გამსხვილება, გვთავაზობთპროექტს, რომლითაც გვავალდებულებთ გავაუქმოთ გამართული, მძლავრი რეანიმაციის სერვისი, რომლის შედეგები თვალსაჩინო და გამჭვირვალეა. დონის გაზრდის რეკომენდაციაც არარაციონალურია, რადგან როგორც აღნიშნეთ III დონის საკმარისი დაწესებულება ფუნქციონირებს ქვეყანაში.

თუ სამინისტროს მიაჩნია, რომ  II/III დონის კლინიკების გაუქმებით შემცირდება რეანიმაციაში მოხვედრილი ახალშობილის პროცენტული წილი და სახელმწიფოს დანახარჯი, გთხოვთ წარმოგვიდგონოთ რა მტკიცებულებს ეყრდნობა აღნიშნული მოსაზრება და გადაწყვეტილება.

II დონის კლინიკებიდან რეფერალი 7%, ხოლო იმ დაწესებულებებში სადაც იგეგმება სერვისის გაუქმება რეფერალის საშუალო პროცენტია 9%. მე III/III დონეზე 20% მაღალი რისკის ორსულების და ნაადრევი მშობიარობის გათვალისწინებით. (თვალსაჩინოებისთვის გიგზავნით გრაფიკს, სადაც გთხოვთ მიგვითითოთ სად ჩანს ,,გაყვლეფა’’)

შემუშავებული ხარისხის ინდიაკტორების მონიტორინგის უფრო ეფექტურად განხორციელების ნაცვლად, დედისა და ახალშობილისათვის დამაზიანებელი სტრატეგიის არჩევის შემთხვევაში, ნება მიბოძეთ, გკითხოთ:

·         რატომ გვავალდებულებთგავაუქმოთ კარგად გამართული, მაღალი ხარისხის სერვისი სტატისტიკურად დადასტურებული უკეთესი გამოსავლის პირობებში და განვახორციელოთ რეფერალი?

·         რამდენად დროულად მოხდება ტრანსპორტირება და რამდენად გამართულია ტრანსპორტირების სისტემა?

·         სად უნდა მოვახდინოთ ტრანსპორტირება? ერთი და იგივე მფლობელობაში მყოფი მეორე და მესამე დონის კლინიკებში ეს შიდა მიღებული პრაქტქტიკაა.

·         რატომ ვარღვევთ მთავარ პრინციპს:  არ დავაცილოთ დედა და ახალშობილი ყველა შესაძლო შემთხვევაში ?

·         რატომ არ წარმოადგენს ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანის მაჩვენებელი სელექტიური კონტრაქტირების საფუძველს?

საკეისრო კვეთიs ინდიკატორის ჩადებამ სელექტიურ კონტრაქტირებაში შეამცირა საკეისრო კვეთის პროცენტული წილი. თუ რეფერალი ნეონატალურ განყოფილებაში ზოგიერთ დაწესებულებში მაღალია, მაშინ პრობლემის მოგვარება შესაძლებელი იქნება, თუ აღნიშნული ინდიკატორი სელექტიური კონტრაქტირების პირობებში ჩაიდებაშესაბამისად დაჯარიმდება კლინიკა რომელიც მიუღებელ ზღვარს გადაკვეთავს.

ამ პირობებში, ისმის ლეგიტიმური კითხვა, როდესაც არსებობს ალტერნატიული გზები შესაძლო პრობლემის აღმოსაფხვრელად, რა არის ასეთი რადიკალური ინიციატივის საფუძველი, როგორია მისი პროგნოზული ღირებულება დაგათვლებები. სწორედ აღნიშნული ბუნდოვანი პოლიტიკა აჩენს კითხვებას. ხომ არ არის ეს ინიციატივა ზეწოლა კონკრეტულ დაწესებულებებზე?!

 

პატივისცემით