| From : | Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G> |
| To : | giorgi chavchavadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=ba2efc036682427fb2eafb0877b76add-giorgi>; tmeliqidze@yahoo.com; Beqa Jakeli </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=7d860ad07940429b94d46213d2a55a1c-Beqa Ja>; Ekaterine Adamia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=89b4d31758d34f2cbdcfe688199f6941-Ekateri> |
| Subject : | ქირურგიული ჩარევის ჩვენებები-პროტოკოლები |
| Received On : | 07.01.2020 12:55 |
| Attachments : |
ძვირფასო კოლეგებო
როგორც ვისაუბრეთ ყველაზე ხშირი/ძვირი 20 ნოზოლოგიიდან ნაწილის შემთხვევაში აუცილებელია ჩარევის კრიტერიუმების დადგენა. იხილეთ ქვემო ის ნოზოლოგიები, რაც ვფიქრობ ხშირად დაუსაბუთებლად ხშირად გამოიყენება. ამ ჩარევების ოპტიმალური გამოყენებისთვის მოსამზადებელია პროტოკოლები, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ჩარევის ჩვენებები.
1. CJSE20 ფაკოემულსიფიკაცია და ხელოვნური ბროლის იმპლანტირება უკანა
2. CJSE25 ფაკოემულსიფიკაცია და ხელოვნური ბროლის იმპლანტირება წინა
3. JDSF97 სხვა bariatric ოპერაციები კუჭზე ლაპარასკოპიული მეთოდით Other laparoscopic bariatric operation on stomach
4. BASA60 სრული თიროიდექტომია Total thyroidectomy
5. EMSB20 ადენოტონზილექტომია Adenotonsillectomy
6. EMSB10 ტონზილექტომია Tonsillectomy
7. DHSA31 ნიჟარის ქსოვილის დესტრუქცია Destruction of turbinate tissue
პროტოკოლების მოსამზადებლად მოვძებნით დამოუკიდებელ შემსრულებელს- შესაძლოა უცხოენოვანი უნივერსიტეტის სტუდენტი (სტუდენტები), მოკლევადიანი ხელშეკრულების ფარგლებში შეგვიძლია დავავალოთ კარგი ხარისხის გაიდლაინების ( NICE ან სხვა მსგავსი გამოცდილების ინსტიტუციის) საფუძველზე პროტოკოლების მომზადება სამინისტროს ფორმატში და შემდეგ სწრაფად გავიაროთ საკონსულტანციო/გაიდლაინების საბჭოს მიერ აღიარების პროცესი.
ასევე ვფიქრობ მივმართოთ (1) ოფთალმოლოგების (2) ონკოლოგების (ფარისებრი ჯირკვის გამო) (3) ყელ-ყურ-ცხვირის ასოციაციებს და მოვთხოვოთ წარმოადგინონ რა გაიდლაინებით/პროტოკოლებით ხელმძღვანელობენ ამ ჩარევების შესრულებისას. არაა აუცილებელი ქართული იყოს- საინტერესოა რა საერთაშორისო წყაროებს იყენებენ და რას გამოაგზავნიან.
სამუშაო კოორდინაცია უნდა უზრუნველყოს ჯანდაცის პოლიტიკის სამმართველომ. იანვრის ბოლომდე მზად უნდა იყოს ყველა დრაფტი და თებერვლის დასაწყისში დავასრულოთ ფორმალიზაცია.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister