პატივცემულო საბჭოს წევრებო, მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 21 თებერვალს, პარასკევს, 16 საათზე, მე-8 სართულზე, დიდ სათათბირო ოთახში გაიმართება „კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების, შეფასების და დანერგვის ეროვნული საბჭოს“ სხდომა, პირველი 2020 წელს.
სხდომაზე განხილული იქნება წინა კვირას გამოგზავნილი გაიდლაინები და პროტოკოლები, დღის წესრიგს გამოგიგზავნით შუა კვირაში.
გთხოვთ, დაესწროთ აღნიშნულ სხდომას.
გთხოვთ, დასწრება დამიდასტუროთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
უღრმეს მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის.
პატივისცემით,
საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი
ნანა კალმახელიძე
577 944 934