პატივცემულო საბჭოს წევრებო მოგესალმებით,
შესათანხმებლად გიგზავნით სამინისტროში შემოსულ:
1. საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრისა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრის მიერ ერთობლივად შემუშავებულ პროტოკოლს - ტუბერკულოზის და ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (Covid-19) კლინიკური მართვა (თან ერთვის საქართველოს თერაპევტთა ასოციაციის რეკომენდაცია);
2. საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მიერ შემუშავებულ პროტოკოლს - ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოსტიკა და მართვა პედიატრიულ პაციენტებში (თან ერთვის ექსპერტ ნანა ცხაკაციას რეცენზია).
გთხოვთ, განიხილოთ და შესაძლო მოკლე ვადაში მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრება წარმოდგენილ 2 პროტოკოლის დამტკიცებასთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი
ნანა კალმახელიძე
577 944 934