From : Archil Chkhotua <achkhotua@gmail.com>
To : to: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : სხდომა მეცნიერებათა აკადემიაში
Received On : 14.02.2020 10:38
Attachments :

გამარჯობა ქ-ნო თამარ,

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართება აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული "ქართული მედიცინის აქტუალური საკითხების შემსწავლელი კომისიის" მორიგი სხდომა, რომლის თავმჯდომარეც გახლავართ. იგი ეძღვნება ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხს, როგორიცაა საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. ბმულით გიგზავნით მოსაწვევსა და დღის წესრიგს. სხდომის თარიღია 27 თებერვალი, 16:00.

საკითხის მასშტაბიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, გვსურს მოვიწვიოთ სამინისტროსა და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლები. ძალიან გაგვეხარდება თუ დაგვესწრებით.

პატივისცემით,

არჩილ ჩხოტუა
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული "ქართული მედიცინის აქტუალური საკითხების შემსწავლელი კომისიის" თავმჯდომარე  
საქართველოს უროლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი
უროლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორის დირექტორი სამეცნიერო დარგში