From : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : Solidarity კვლევაში ჩასართავი კლინიკების დამატება
Cc : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Alisa Tsuladze <atsuladze@moh.gov.ge>; akaki abutidze <akakiabutidze@yahoo.com>
Received On : 18.06.2020 19:47

ქალბატონო თამარ,  

 

როგორც მოგეხსენებათ ჯანმო-ს “Solidarity” კვლევაში მონაწილეობისათვის საქართველოდან ჯანმო-ში გადაგზავნილ იყო საჭირო დოკუმენტაცია ქვეყნის შვიდი COVID კლინიკიდან:  

 

1.      ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი (თბილისი)

2.      თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა (თბილისი)

3.      ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა (თბილისი)

4.      ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა (თბილისი)

5.      საჩხერის სამედიცინო ცენტრი

6.      გორის სამხედრო ჰოსპიტალი

7.      ბათუმის „მედალფა ბონის კლინიკა“

 

ამის შემდეგ ზოგიერთი მოცემულობა შეიცვალა, კერძოდ:

 

·         გორის სამხედრო ჰოსპიტალმა დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ უარი განაცხადა აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობაზე

 

·         თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ამ ეტაპზე COVID-19-ით ავადმყოფებს აღარ იღებს

 

·         ბათუმის „მედალფა ბონის კლინიკაც“ COVID-19-ით ავადმყოფებს ა.წ. 1 ივლისიდან აღარ მიიღებს და მას ჩაანაცვლებს ახლად გახსნილი შპს ,,ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო"

 

გარდა ამისა, არსებული შეზღუდვების გამო COVID-19-ის საწინააღმდეგო სპეციფიკური ანტივირუსული მედიკამენტების გამოყენება ამ ეტაპზე შესაძლებელია  მხოლოდ კლინიკური კვლევების ფარგლებში, რის გამოც ქვეყანაში მოქმედი ხუთი COVID კლინიკა, რომლებიც არ მონაწილეობენ ჯანმო-ს „Solidarity“ კვლევაში, მოკლებული იქნება აღნიშნული მედიკამენტების გამოყენების შესაძლებლობას.

 

შესაბამისად მიზანშეწონილია, რომ “Solidarity” კვლევაში მონაწილეობდეს ქვეყნის ყველა ის კლინიკა, რომელიც COVID-19-ით ავადმყოფებს მკურნალობს.

 

გიდგენთ იმ კლინიკების ჩამონათვალს, რომლებიც იღებენ COVID-19-ით ავდმყოფებს და რომელთა დოკუმენტაცია (თითოეული კლინიკიდან კვლევის კოორდინატორი, კლინიკის ადგილობრივი ეთიკური კომიტეტის დადებითი დასკვნა კვლევის ჩატარების თაობაზე,  და სხვ. ) არ არის გაგზავნილი ჯანმო-ში:

 

1.      თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო

2.      რუხის მრავალპროფილური საავადმყოფო

3.      შპს ,,ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო"

4.      „ლჯ და კომპანია“ – დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი. ქ ქუთაისი

5.      წმ. მეფე მირიან და დედოფალ ნანას სახ. მცხეთის სამედიცინო ცენტრი

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ზემოთაღნიშნული საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობა და მისცეთ დავალება შესაბამის სტრუქტურებს, რათა უმოკლეს დროში მომზადდეს და გაიზგავნოს ზემოთაღნიშნული ხუთი კლინიკის დოკუმენტაცია ჯანმოში.

 

წინასწარ გიხდით მადლობას.

 

პატივისცემით,  

 

თენგიზ ცერცვაძე