From : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : Re: Amendment -ChronicDiseaseDrugs
Cc : tmodebadze@ssa.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>
Received On : 07.06.2019 18:37
Attachments :

კი კი მიეცით მსვლელობა

Sent from my iPhone

On Jun 7, 2019, at 21:03, Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> wrote:

ბატონო დავით,

 

ამ კვირის დასაწყისში ჩატარებული სამუშაო შეხვედრისა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში დანახარჯებისა და მოსარგებლის ჩართვის ტენდენციების გათვალისწინებით (იხილეთ დანართი) ჯანდაცვის დეპარტამენტმა მოამზადა ცვლილება მთავრობის დადგენილებაში ყველა მოსარგებლისთვის მ.შ. პენსიონერი, შშმპ და ეპილეფსიით და პარკინსონით დაავადებული პირები მედიკამენტის ღირებულების დაფარვის თაობაზე იგივე წესით, რაც მოქმედებს სოციალურად დაუცველი ჯგუფისთვის.  პროგრამის არსებული ბიუჯეტი თავისუფლად გაუძლებს ახლანდელი ხარჯვის გაოთხმაგებას, რაც საკმარისი უნდა იყოს 200000-ზე მეტი ბენეფიციარის მოცვისთვის. ოპტიმისტური პროგნოზით თვეში შესაძლოა მივაღწიოთ პროგრამაში 10000-მდე ბენეფიციარის ჩართვას (ამჟამად საშუალოდ 4000 ბენეფიციარი ერთვება, თუმცა ტენდენცია მუდმივად მზარდია), რაც წლის ბოლომდე ჯამურად დაახლოებით 130,000-ს შეადგენს. ამდენად, ბიუჯეტის დეფიციტის აღმოცენების რისკი ამგვარი გაფართოვების პირობებში მინიმალურია.

თქვენი თანხმობით მივცემთ მსვლელობას ცვლილების პროექტს.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

Deputy Minister

 

 

<ქრონიკული-2019.pptx>