From : Tea Bakradze <tbakradze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Irina Gobejishvili <IGobejishvili@ssa.gov.ge>; Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>
Subject : RE: ქრონიკული მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით
Cc : tmodebadze@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge
Received On : 16.04.2019 05:45

მადლობა ინფორმაციისთვის. აუცილებლად დავესწრები შეხვედრას.

 

 

პატივისცემით

 

From: Tamar Gabunia
Sent: 15 April, 2019 21:13
To: Irina Gobejishvili; Besik Datukishvili; Mariam Darakhvelidze; Ekaterine Adamia; Tea Bakradze; Nino Mamaladze
Cc: tmodebadze@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge
Subject: Re:
ქრონიკული მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით

 

ირინა 

დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის!

კოლეგებო

შევიკრიბოთ ამ კვირაში 17-ში ან 18-ში და გავიაროთ ახლანდელი სტატუსი და მომდევნო ეტაპის საჭიროებები. შეხვედრის დროს დამატებით დავაზუსტებ

პატივისცემით

თამარ (თამუნა) გაბუნია 


From: Irina Gobejishvili <IGobejishvili@ssa.gov.ge>
Sent: Monday, April 15, 2019 6:39 PM
To: Besik Datukishvili; Tamar Gabunia; Mariam Darakhvelidze; Ekaterine Adamia
Cc: tmodebadze@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge
Subject: Re:
ქრონიკული მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით

 

მოგესალმებით,

 

 

გაცნობებთ, რომ რიგ მედიკამენტებზე შექმნილი დეფიციტის გამო ავერსის და გეფას ქსელური აფთიაქები,რომლებიც პროგრამის ბენეფიციარებს უნდა მოემსახურონ ხვალიდან ვერ მომარაგდნენ რიგი მედიკამენტებით (ნაწილი ფაქტიურად ამოწურულია მთელი საქართველოს მასშტაბით, ნაწილი კი ამოწურულია ცნეტრალურ ბაზაში) :

 

1.ენალაპრილი 10მგ;

2. ლოსარტანი 100მგ;

3. ლოსარტან/ჰიდროქლორთიაზიდი (შეჩერებულია მედიკამენტის გაცემა წამლის სააგენტოს მიერ);

4. მეტოპროლოლი 100მგ;

5. თიამაზოლი;

6. ბუდესონიდი;

7. სალმეტეროლ/ფლუტიკაზონი 50/250მკგ

8. მეთილპრედნიზოლონი;

9. აკლიდინიუმის ბრომიდი

 

 

პატივისცემით,

ირინა გობეჯიშვილი

სსიპსოციალური მომსახურების სააგენტოს
მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით
უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი

მობ: 599 22 59 82

 

-----Original Message-----
From: "Besik Datukishvili" <bdatukishvili@ssa.gov.ge>
To: "'Tamar Gabunia'" <tgabunia@moh.gov.ge>, "'Mariam Darakhvelidze'" <mdarakhvelidze@moh.gov.ge>, "'Ekaterine Adamia'" <eadamia@moh.gov.ge>
Cc: <tmodebadze@ssa.gov.ge>, <lmamulashvili@ssa.gov.ge>, <kchkhartishvili@ssa.gov.ge>, <igobejishvili@ssa.gov.ge>
Date: Mon, 15 Apr 2019 18:05:28 +0400
Subject:
ქრონიკული მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით
 

მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო!

 

მოგეხსენებათ, „კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს N446 დადგენილების თანახმად, ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვას ახორციელებს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომში - „SPA“), კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების გზით.

 

„SPA“-ს გამოცხადებული ჰქონდა 9 კონსოლიდირებული ტენდერი, „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ 2019 წლის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვის მიზნით. ინფორმაცია შესასყიდი საქონლის რაოდენობის (მოცულობის) შესახებ, ა. წ. მარტის დასაწყისში, „SPA“-ს მიეწოდა ჩვენს მიერ, არსებული მარაგებისა და ხარჯვის მაჩვენებლების გათვალისწინებით.

 

ზემოაღნიშნული 9 ტენდერი მოიცავდა 16 სახის მედიკამენტის შესყიდვას. 2019 წლის 15 აპრილის მდგომარეობით, სახეზეა შემდგომი სურათი:

 

ა) 4 ტენდერი არ შედგა: CON190000192 – Metoprolole; Isosorbide Mononitrate; Thiamazole; Salbutamol Sulphate; Methylprednisolone; Digoxine; CON190000195 – Metformin; CON190000197 – Gliclazide; Levothyroxine Sodium; Budesonide; CON190000198 – Salmeterol.

 

ბ) 3 ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით: CON190000190 - Enalapril maleate; CON190000191 – Losartan; CON190000196 – Glimepiride.

 

გ) 2 ტენდერი შედგა: CON190000193 - Aclidinium bromide; CON190000194 – Clopidogrel. ამასთან, ხელშეკრულება გაფორმებულია მხოლოდ აკლიდინიუმის ბრომიდის შესყიდვაზე, ვინაიდან კლოპიდორგილის მოქმედების (ვარგისიანობის) ვადასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს დამატებითი მოლაპარაკება ტენდერში გამარჯვებულ ოგრანიზაციასთან (სს „გეფა“).

 

დ) „SPA“-ს გამოცხადებული აქვს ხელახალი ტენდერები შემდეგი ფარმაცევტული პროდუქტის შესაძენად:

დ.ა.) CON190000265 – Metformin;

დ.ბ) CON190000264 - Gliclazide და Levothyroxine sodium;

დ.გ) CON190000263 – Budesonide;

დ.დ) CON190000257 – Glimepiride;

დ.ე) CON190000256 - Enalapril maleate;

დ.ვ) CON190000255 – Losartan.

 

სატენდერო წინადადებები იხსნება ა. წ. 17 და 19 აპრილს.

 

გარდა ამისა, რიგ მედიკამენტებზე, „SPA“-ს მიერ მიმდინარეობს ფასის/მოწოდების ვადების შეჯერება პოტენციურ მიმწოდებლებთან. ამასთან, აღნიშნული შესათანხმებლად გადმოიგზავნა სააგენტოში. კერძოდ:

 

1. „Salmeterol/Xinafoate/Fluticasone/Propionate“-ის (50 mkg/250 mkg) შესყიდვასთან დაკავშირებული მოცემულობა თან ერთვის წინამდებარე წერილს.

 

2. „Metoprolole“-ს შესყიდვასთან დაკავშირებით, შექმნილია შემდეგი მდგომარეობა:

შპს „პსპ ფარმამ“ „SPA“-ს მედიკამენტის მიწოდება შესთავაზა შემდეგ ვადაში - 3 000 ცალი (ტაბლეტი) - არა უგვიანეს მიმდინარე წლის 31 მაისისა; ხოლო დარჩენილი 674 880 ცალი (ტაბლეტი) - მიმდინარე წლის 20 ნოემბრის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა-არანაკლებ 12 თვე. ასევე, „SPA“-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად: „აღნიშნული მედიკამენტზე შემოთავაზება გაკეთებულია პსპ ფარმას მიერ და დააფიქსირა 0.09 თეთრი. ავერსი-ფარმას თქმით, ეს პრეპარატი არაა მისი პოზიცია და გვთავაზობს 0.17 თეთრად. ხოლო გეფა არ არის დაინტერესებული, მაგრამ ფასი მოგვწერა 0.21 თეთრი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ან უნდა დავთანხმდეთ პსპ-ს შემოთავაზებას ან უნდა გავზარდოთ ფასი (კონსოლდიირებული ტენდერის გამოცხადებას ვგეგმავთ გასული წლის ფასის მიხედვით).“

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, თქვენს მოსაზრებებს/მითითებებს წინამდებარე წერილის პირველ და მეორე პუნქტებთან დაკავშირებით.

 

წინასწარ გიხდით მადლობას.

 

 

საუკეთესო სურვილებით,

ბესიკ დათუკიშვილი

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს

შესყიდვების სამმართველოს უფროსი

ტელ.: 577 730 742

 

From: Nino Gamrekeli [mailto:NGamrekeli@spa.ge]
Sent: Thursday, April 11, 2019 17:20
To: Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge>
Subject: RE: ****SPAM**** RE:
მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით

 

ბესო საღამომშვიდობის,

 

comb. Drug (Salmeterol, Fluticasone)-ზე პსპ ფარმას ფასზე დაბალ ფასს გვთავაზობს სხვა კომპანია, შესაბამისად გიგზავნი ორივე კომპანიის შემოთავაზებას მოწოდების პირობებისა და ვარგისიანობის ვადის გათვალისწინებით.

 

ზემოაღნიშნულ მედიკამენტზე პსპ ფარმას შემოთავაზება არის შემდეგი: თუ ტენდერი ჩატარდება 18 აპრილამდე, მაშინ პირველი 6 580 ცალის მოწოდება მოხდება 10 მაისამდე, ხოლო თუ 18 აპრილის შემდეგ ჩატარდება ტენდერი მიწოდება მოხდება 20 დღეში. დარჩენილი რაოდენობის მიწოდება მოხდება 10 აგვისტომდე.

6 580 ცალის ვარგისიანობა იქნება 31/07/20-მდე (დაახლოებით 15 თვე), ხოლო დარჩენილი 13 420 ცალის ვარგისიანობა იქნება: 31/01/21-მდე

 

ხოლო გეფას შემოთავაზებაა:  900 ცალი ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, 19 100 მოწოდება 10 ივლისი. ვარგისიანობის ვადა მედიკამნეტების სრულ რაოდენობაზე იქნება არანაკლებ 18 თვე.

 

აქვე მოგახსენებთ, რომ გეფას შემოთავზება პსპ-ს შემოთავაზებაზე 70 000 ლარით ნაკლებია.

 

გთხოვთ მომწერო თქვენი პოზიცია,

მისაღებია გეფას შემოთავაზება თუ ამ შემთხვევაში პრიორიტეტულია დროული მოწოდება და ვხელმძღვანელოთ პსპ-ს შემოთავაზებით?

 

პატივისცემით,

 

 

From: Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge>
Sent: Thursday, April 11, 2019 3:17 PM
To: pharm2019 spa gov ge <
pharm2019@spa.gov.ge>; Nino Gamrekeli <NGamrekeli@spa.ge>
Cc:
tmodebadze@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; igobejishvili@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge
Subject: ****SPAM**** RE: მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით

 

კიდევ ერთხელ მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო!

 

გიგზავნით პასუხს ოთხ მედიკამენტთან დაკავშირებით. რაც შეეხება „Metoprolole“-ს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას მოგაწვდით დამატებით, არა უგვიანეს 15 აპრილისა.  

 

საუკეთესო სურვილებით,

ბესიკ დათუკიშვილი

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს

შესყიდვების სამმართველოს უფროსი

ტელ.: 577 730 742

 

From: Besik Datukishvili [mailto:bdatukishvili@ssa.gov.ge]
Sent: Thursday, April 11, 2019 12:35
To: 'pharm2019 spa gov ge' <
pharm2019@spa.gov.ge>; 'Nino Gamrekeli' <NGamrekeli@spa.ge>
Cc: 'tmodebadze@ssa.gov.ge' <
tmodebadze@ssa.gov.ge>; 'lmamulashvili@ssa.gov.ge' <lmamulashvili@ssa.gov.ge>; 'igobejishvili@ssa.gov.ge' <igobejishvili@ssa.gov.ge>; 'kchkhartishvili@ssa.gov.ge' <kchkhartishvili@ssa.gov.ge>
Subject: RE:
მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით

 

მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო!

 

გიგზავნით პასუხს და კომენტარებს.

 

საუკეთესო სურვილებით,

ბესიკ დათუკიშვილი

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს

შესყიდვების სამმართველოს უფროსი

ტელ.: 577 730 742

 

From: pharm2019 spa gov ge [mailto:pharm2019@spa.gov.ge]
Sent: Thursday, April 11, 2019 11:18
To: Besik Datukishvili <
bdatukishvili@ssa.gov.ge>
Subject:
მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით

 

მოგესალმებით,

 

როგორც მოგეხსენებათ, მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ზოგიერთი კონსოლიდირებული ტენდერი არ შედგა. აღნიშნულიდან გამომდინარე,  განმეორებით ჩატარდა ბაზრის კვლევაბაზრის კვლევისას გამოიკვეთა, რომ თქვენს მიერ მოთხოვნილი ვარგისიანობის ვადის მქონე პრეპარატები ყველა მომწოდებელს არ გააჩნია. შესაბამისადგიგზავნით ბაზრის კვლევის შედეგად მიღებულ ინფორმაციას

 

გთხოვთ, იხილოთ ჩამონათვალი იმ მედიკამენტებზე, რაზეც კომპანიებმა მოგვწერეს განსხვავებული ვარგისიანობის ვადა და მიწოდების პიროებები და არაუგვიანეს 11 აპრილის 18:00 საათისა გვაცნობოთ თქვენი პოზოცია.

 

 

1. Metoprolole-ვარგისიანობის ვადა-არანაკლებ 12 თვე; მიწოდების ვადა-3000 ცალის მოწოდება მოხდება არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 მაისისა, ხოლო დარჩენილი 674 880 ცალის მოწოდება შესაძლებელია მიმდინარე წლის 20 ნოემბრის შემდეგ;

2. Isosorbide Mononitrate-ვარგისიანობის ვადა-არანაკლებ 12 თვე;  მიწოდების ვადა-მოწოდება მოხდება არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 მაისისა;

3. Salbutamol Sulphate-ვარგისიანობის ვადა-არანაკლებ 12 თვე;  მიწოდების ვადა-2000 ცალის მოწოდება მოხდება არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 მაისისა, ხოლო დარჩენილი რაოდენობა - 4051 არაუგვიანეს მიმდინარე წლის ივლისისა.;

4. comb. Drug (Salmeterol, Fluticasone)-ვარგისიანობის ვადა-207 270 ცალი-არანაკლებ 15 თვე; 422 730 ცალი-არანაკლებ 18 თვე;  მიწოდების ვადა-900 ცალი მოწოდება მოხდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო დარჩენილი რაოდენობა-19100 ცალი არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 აგვისტოსა;

5.Metformin-მიწოდების ვადა-130 200 ცალის მოწოდება მოხდება არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 მაისისა, ხოლო დარჩენილი რაოდენობა - 1 993 200 არაუგვიანეს მიმდინარე წლის სექტემბერისა.

 

 

პატივისცემით,