From : Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge>
To : con spa gov ge <con@spa.gov.ge>
Subject : RE: ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა
Cc : tmodebadze@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; igobejishvili@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; tgabunia@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Nino Gamrekeli <NGamrekeli@spa.ge>
Received On : 08.05.2019 08:01
Attachments :
Rohce.pdf

მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო!

 

გიგზავნით ფარმაცევტულ პროდუქტ „პირფერიდონთან“ დაკავშირებით ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგებს.

 

აღსანიშნავია, რომ ბაზრის კვლევაში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პოტენციურმა მიმწოდებელმა - „F.Hoffmann-La Roche Ltd“-მ, რომელიც ზემოხსენებული მედიკამენტის მწარმოებელია.

 

ელექტრონული ტენდერის ფარგლებში შესასყიდი „პირფერიდონის“ რაოდენობა - 200 ფლაკონი (53, 400მგ). ერთეულის ფასი 1 550 აშშ დოლარი, საერთო ფასი - 310 000 აშშ დოლარი.

 

„კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს N446 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ, შეითანხმოთ მედიკამენტის შესყიდვის საკითხი

 

საუკეთესო სურვილებით,

ბესიკ დათუკიშვილი

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს

შესყიდვების სამმართველოს უფროსი

ტელ.: 577 730 742

 

From: Besik Datukishvili [mailto:bdatukishvili@ssa.gov.ge]
Sent: Wednesday, May 1, 2019 09:05
To: 'con spa gov ge' spa.gov.ge>
Subject: RE: ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა

 

მოგესალმებით!

 

გაცნობებთ, რომ „პირფერიდონთან“ დაკავშირებით, ამჟამად მიმდინარეობს ბაზრის კვლევა, რომელიც სრულდება ა. წ. 3 მაისს. შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის მოცულობისა და სავარაუდო ღირებულების თაობაზე, ინფორმაციას მოგაწვდით არა უგვიანეს 6 მაისისა.

 

რაც შეეხება თვალის ერითრომიცინის მალამოსა და ვიტამინ K1-ს, აღნიშნულ ფარმაცევტულ პროდუქტთან მიმართებით, მიმდინარეობს ტექნიკური სპეციფიკაციების შეთანხმების პროცედურები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. ამდენად, შედეგების შესახებ გაცნობებთ დამატებით.

 

საუკეთესო სურვილებით,

ბესიკ დათუკიშვილი

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს

შესყიდვების სამმართველოს უფროსი

ტელ.: 577 730 742

 

From: con spa gov ge [mailto:con@spa.gov.ge]
Sent: Tuesday, April 30, 2019 15:27
To: Besik Datukishvili
<bdatukishvili@ssa.gov.ge>
Subject: RE: ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა

 

გთხოვთ მოგვწეროთ შესყიდვის ობიექტების რაოდენობები და ღირებულებები

 

From: Besik Datukishvili [mailto:bdatukishvili@ssa.gov.ge]
Sent:
სამშაბათი, 30 აპრილი, 2019 წელი 14:27
To: con spa gov ge <
con@spa.gov.ge>
Cc:
tmodebadze@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; igobejishvili@ssa.gov.ge; Nino Gamrekeli <NGamrekeli@spa.ge>; 'Mariam Darakhvelidze' <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; 'Ekaterine Adamia' <eadamia@moh.gov.ge>; tgabunia@moh.gov.ge
Subject:
ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა

 

მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო!

 

მოგეხსენებათ, 2018 წლის 29 აგვისტოს მიღებული იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილება N446 მოსაზრებებს „კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ (შემდგომ ტექსტში - „დადგენილება“). ამასთანავე, ამ ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებმა და მათ კონტროლს დაქვემდებარებულმა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა 2019 წლისთვის საჭირო ის საქონელი და მომსახურება, რომელიც ექცევა ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ ჩამონათვალში, შეისყიდონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით.

 

საკითხთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომ ტექსტში - „სააგენტო“) ,,2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N693 დადგენილების თანახმად, დავალებული აქვს შემდეგი ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა:

 

ა) „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში:

ა.ა) თვალის ერითრომიცინის მალამო - ახალშობილთა თვალის გონოკოკური ინფექციის პროფილაქტიკისთვის;

ა.ბ) ვიტამინი K1 - ახალშობილთა ჰემორაგიული დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

 

ბ) „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამის, „იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის“ ფარგლებში - მედიკამენტი „პირფერიდონი“, ფილტვების იდიოპათიური ფიბროზიის სამკურნალოდ.

 

ამასთან, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონსოლიდირებული ტენდერებით, ზემოთ ნახსენები ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა გათვალისწინებული არ არის.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო პროგრამის უწყვეტობის დაცვისა და სათანადო კატეგორიის პაციენტთა უზრუნველყოფისთვის, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რკინის პრეპარატების შესყიდვა განხორციელდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.  „დადგენილების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ, შეითანხმოთ მედიკამენტის შესყიდვის საკითხი.

 

წინასწარ გიხდით მადლობას.

 

საუკეთესო სურვილებით,

ბესიკ დათუკიშვილი

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს

შესყიდვების სამმართველოს უფროსი

ტელ.: 577 730 742