| From : | Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge> |
| To : | ecomedltd@yahoo.com |
| Subject : | RE: ბაზრის კვლევა |
| Cc : | tmodebadze@ssa.gov.ge; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; lmamulashvili@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; Magda Naskidashvili <MNaskidashvili@ssa.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge> |
| Received On : | 11.06.2019 10:56 |
| Attachments : |
მოგესალმებით, ბატონო კახა!
უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.
ამასთანავე, გთხოვთ, დააზუსტოთ რამდენიმე საკითხი:
1. თქვენი შემოთავაზების თანახმად, „ობიექტეზე მომსახურების ღირებულება იქნება თითო ობიექტზე 25 ლარი 2 კვირაში ერთხელ მომსახურებით“. დასაზუსტებელია, თუ რა პერიოდის განმავლობაში გასაწევ მომსახურებაზეა გათვლილი თქვენს მიერ დაფიქსირებული თანხა (2 კვირა, თვე, კვარტალი და ა. შ.)
2. სააგეტოს, ბაზრის კვლევის შესახებ განცხადებით, განსაზღვრული ჰქონდა ფასის შემოთავაზების 2 ვარიანტი:
ა) მიმწოდებლის კონტეინერებით;
ბ) იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამის კონტეინერებს შეისყიდის და სოფლის ექიმს/მომსახურების გამწევ ორგანიზაციას გადასცემს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
ამასთან, თქვენს შემოთავაზებაში დაფიქსირებულია მხოლოდ ერთი ფასი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ და გამოგვიგზავნოთ დიფერენცირებული ფასი.
3. მიმაგრებული ფაილის სახით იხილეთ, თქვენს მიერ გადმოგზავნილი მოთხოვნები, რამდენიმე შეკითხვით/კომენტარით.
გთხოვთ, პასუხი მოგვაწოდოთ შესაძლო უმოკლეს ვადაში.
წინასწარ გიხდით მადლობას.
საუკეთესო სურვილებით,
ბესიკ დათუკიშვილი
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
შესყიდვების სამმართველოს უფროსი
ტელ.: 577 730 742
From: Besik Datukishvili [mailto:bdatukishvili@ssa.gov.ge]
Sent: Wednesday, June 5, 2019 11:32
To: 'ecomedltd@yahoo.com'
Cc: 'tmodebadze@ssa.gov.ge'
Subject: ბაზრის კვლევა
დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ
გაცნობებთ, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო აცხადებს ბაზრის კვლევას, „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო ნარჩენების მართვის (შეგროვება, გატანა/ტრანსპორტირება, დამუშავება და ა. შ.) მომსახურების შესყიდვის მიზნით.
მომსახურება უნდა განხორციელდეს წინამდებარე განცხადების დანართებით განსაზღვრულ ლოკაციებზე, „ტექნიკური რეგლამენტის – „სამედიცინო ნარჩენების მართვა“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 16 ივნისის N294 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
მომსახურება უნდა განხორციელდეს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მქონე პირის მიერ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2019 წლის 10 ივნისის 18.00 საათამდე წარმოგვიდგინოთ ინფორმაცია მომსახურების ღირებულების შესახებ. ამასთანავე, ფასები წარმოდგენილი უნდა იქნეს:
Ø წინამდებარე განცხადების N1 დანართით განსაზღვრული I და II ვარიანტებისთვის ცალ-ცალკე;
Ø წინამდებარე განცხადების N1 დანართით განსაზღვრული I და II ვარიანტებისთვის ცალ-ცალკე, აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამის კონტეინერებს შეისყიდის და სოფლის ექიმს/მომსახურების გამწევ ორგანიზაციას გადასცემს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: goniani@ssa.gov.ge ან წერილობით წარმოადგინოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, წერეთლის გამზ. N144).
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.
საუკეთესო სურვილებით,
ბესიკ დათუკიშვილი
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
შესყიდვების სამმართველოს უფროსი
ტელ.: 577 730 742