From : Nino Gamrekeli <NGamrekeli@spa.ge>
To : Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge>
Subject : RE: ****SPAM**** „Salmeterol/Xinafoate/Fluticasone/Propionate“-ის და „Metoprolole“-ს შესყიდვა
Cc : tmodebadze@ssa.gov.ge; tgabunia@moh.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; igobejishvili@ssa.gov.ge
Received On : 25.04.2019 06:28
Attachments :

მოგესალმებით,

 

თქვენი წერილის პასუხად მოგახსენებთ:

 

  1. „Salmeterol/Xinafoate/Fluticasone/Propionate“-ის (50 mkg/250 mkg) შესყიდვასთან დაკავშირებით, მარაგების ამოწურვის გამო, ამ ეტაპზე შეგიძლიათ შეისყიდოთ არაუმეტეს 5 148 ცალი. აქვე მოგმართავთ რეკომენდაციით, რომ გადაუდებელი ვითარების აღმოსაფხვრელად საჭირო ოდენობიდან (5 148 ერთეული) 990 ცალის შესყიდვა განახორციელოთ სს „გეფასგან“, რომელიც აღნიშნულ პრეპარატს მოგაწვდით არაუმეტს 28 (ოცდარვა) ლარად, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ დარჩენილი რაოდენობის ნაშთი სს „გეფას“ ამ ეტაპზე არ გააჩნია, დარჩენილი ოდენობა - 4 158 ცალი შეგიძლიათ შეისყიდოთ შპს „პსპ ფარმასგან“ არაუმეტეს 31.50 ლარად.

გთხოვთ შესყიდვა განახორციელოთ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, SMP მოდულის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვების სააგნეტოსგან თანხმობის მიღების შემდეგ.

დამატებით მოგახსენებთ, რომ 2019 წლისთვის საჭირო მედიკამენტის დარჩენილი რაოდენობის (14 852 ცალი) შესასყიდად სააგენტო გამოაცხადებს კონსოლიდირებულ ტენდერს, სადაც მოწოდების ვადად განისაზღვრება შემდეგი: არაუგვიანეს 2019 წლის 10 ივლისი.

 

  1. „Metoprolole“-ს შესყიდვასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ თქვენი თანხმობის შესაბამისად, სატენდერო პირობად განისაზღვრება შემდეგი: 3 500 კოლოფის  (210 000 აბი) მოწოდება შესაძლებელია მოხდეს არაუგვიანეს 2019 წლის 10 ივნისამდე, ხოლო დანარჩენის - 7 798 კოლოფის (467 880 აბი) მოწოდება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2019 წლის 20 ოქტომბრისა. ვარგისიანობის ვადა: არანაკლებ 18 თვე.

 

 

ამასთანავე, ცხრილის სახით მოგახსენებთ ინფორმაციას ტენდერების შესახებ:

ა)

CON190000192

აღნიშნული ტენდერის ლოტში შედის შემდეგი მედიკამენტი: Metoprolole - შესაბამისად, სააგენტო თქვენი პაუხის გარეშე, ამ დრომდე ვერ გამოაცხადებდა ტენდერს.

CON190000197

აღნიშნულ ტენდერში არსებულ მედიკამენტებზე სააგენტომ განმეორებით გამოაცხადა ტენდერები: CON190000264 და CON190000263. ტენდერებში ერთეულის ღირებულებად განსაზღვრული იყო გასული წლის ფასი, რის გამოც ტენდერი არ შედგა. იგეგმება კიდევ განმეორებით ტენდერების გამოცხადება.

CON190000190

აღნიშნულ ტენდერში არსებულ მედიკამენტზე გამოცხადებულია ტენდერი  CON190000256 და მიმდინარეობს შერჩევა-შეფასება. სავარაუდოდ პრეტენდენტი გამოვლინდება გამარჯვებულად არაუგვანეს მიმდინარე წლის 3 მაისამდე.

CON190000191

აღნიშნულ ტენდერში არსებულ მედიკამენტზე გამოცხადებულ ტენდერში  CON190000255 გამარჯვებული გამოვლენილია.

CON190000265

ტენდერში ერთეულის ღირებულებად განსაზღვრული იყო გასული წლის ფასი, რის გამოც ტენდერი არ შედგა. იგეგმება კიდევ განმეორებით ტენდერების გამოცხადება.

 

ბ) გიგზავნით კონსოლიდირებული ტენდერების კატალოგს.

 

აქვე მოგახსენებთ, რომ როგორც ქალბატონმა ირინა გობეჯიშვილმა განმარტა, სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მისაღებია მედიკამენტების მხოლოდ ერთ მისამართზე მოწოდება: ქ. თბილისი. გთხოვთ დამიზუსტოთ აღნიშნული.

 

პატივისცემით,

 

cid:image001.png@01D40E33.A6234FC0

ნინო გამრეკელი

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

მისამართი: რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. N8

0113, თბილისი, საქართველო

ტელ.: +995 598 380 780

+322 224 22 48  (39) 

Web: www.procurement.gov.ge

Nino Gamrekeli

 

State Procurement Agency

Address: Richard Holbrooke Str. N8 

0113, TBILISI, GEORGIA

Tel: +995 598 380 780

+322 224 22 48 (39) 

Web: www.procurement.gov.ge

 

From: Besik Datukishvili
Sent: Wednesday, April 24, 2019 8:55 AM
To: pharm2019 spa gov ge ; Nino Gamrekeli
Cc: tmodebadze@ssa.gov.ge; 'Tamar Gabunia' ; lmamulashvili@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; igobejishvili@ssa.gov.ge
Subject: ****SPAM**** „Salmeterol/Xinafoate/Fluticasone/Propionate“-ის და „Metoprolole“- შესყიდვა

 

მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო!

 

გიგზავნით ინფორმაციას „Salmeterol/Xinafoate/Fluticasone/Propionate“-ისა და „Metoprolole“-ს შესყიდვასთან დაკავშირებით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პოზიცია, მითითებულ ფარმაცევტული პროდუქტის შეძენასთან დაკავშირებით, შეთანხმებული იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ბატონ ბატონ დავით სერგეენკოსთან.

 

1. „Salmeterol/Xinafoate/Fluticasone/Propionate“-ის (50 mkg/250 mkg) შესყიდვა.

აღნიშნულ მედიკამენტთან დაკავშირებით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომში - „SPA“) ჰქონდა ორი კომპანიის შემოთავაზება:

ა) შპს „პსპ ფარმა“ - თუ ტენდერი ჩატარდებოდა 18 აპრილამდე, მაშინ პირველი 6 580 ცალის მოწოდება მოხდებოდა 10 მაისამდე, ხოლო  18 აპრილის შემდეგ ჩატარდების შემთხვევაში - 20 დღეში. დარჩენილი რაოდენობის მიწოდება მოხდება 10 აგვისტომდე. 6 580 ცალის ვარგისიანობა - 31.07.20წ. (დაახლოებით 15 თვე), დარჩენილი 13 420 ცალის ვარგისიანობა - 31.01.21წ.;

ამასთანავე, პოტენციურ მიმწოდებელთან (შპს „პსპ ფარმა“) დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, სახეზეა შემდეგი სიტუაცია - შპს „პსპ ფარმას“ 1000 კოლოფი „ეარფლუსალი“ აქვს საბაჟოზე და შეუძლია მოგვაწოდოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 დღეში, ხოლო 4 148 კოლოფი - არა უგვიანეს 2019 წლის 10 მაისისა;

ბ) ს/ს „გეფა“: 900 ცალის მოწოდება შეუძლია ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, 19 100 ცალის მოწოდება - 2019 წლის 10 ივლისს. ვარგისიანობის ვადა მედიკამენტების სრულ რაოდენობაზე იქნება არანაკლებ 18 თვე.

ამასთანავე, სს „გეფას“  შემოთავზება შპს „პსპ ფარმას“ შემოთავაზებაზე 70 000 ლარით ნაკლებია.

გამომდინარე იქიდან, რომ 2019 წლის 23 აპრილის მდგომარეობით, „Salmeterol/Xinafoate/Fluticasone/Propionate“-ის (50 mkg/250 mkg) მარაგი სრულადაა ამოწურული, სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციართა მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით, ვფიქრობთ, 5 148 კოლოფის შეძენა განხორციელდეს შპს „პსპ ფარმასგან“, გამარტივებული შესყიდვის გზით (გადაუდებელი აუცილებლობა), ხოლო დარჩენილ რაოდენობაზე „SPA“-მ გამოაცხადოს კონსოლიდირებული ტენდერი, ს/ს „გეფას“ მიერ შეთავაზებული ფასის/მიწოდების ვადის გათვალისწინებით.

 

2. „Metoprolole“-ს შესყიდვა.

შპს „პსპ ფარმამ“ „SPA“-ს მედიკამენტის მიწოდება შესთავაზა შემდეგ ვადაში - 3 000 ცალი (ტაბლეტი) - არა უგვიანეს მიმდინარე წლის 31 მაისისა; ხოლო დარჩენილი 674 880 ცალი (ტაბლეტი) - მიმდინარე წლის 20 ნოემბრის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა - არანაკლებ 12 თვე. ასევე, „SPA“-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად: „აღნიშნულ მედიკამენტზე შემოთავაზება გაკეთებულია პსპ ფარმას მიერ და დააფიქსირა 0.09 თეთრი. ავერსი-ფარმას თქმით, ეს პრეპარატი არაა მისი პოზიცია და გვთავაზობს 0.17 თეთრად. ხოლო გეფა არ არის დაინტერესებული, მაგრამ ფასი მოგვწერა 0.21 თეთრი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ან უნდა დავთანხმდეთ პსპ-ს შემოთავაზებას ან უნდა გავზარდოთ ფასი (კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებას ვგეგმავთ გასული წლის ფასის მიხედვით).“

ამასთანავე, პოტენციურ მიმწოდებელთან (შპს „პსპ ფარმა“) დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, სახეზეა შემდეგი სიტუაცია - თუ ტენდერი ჩატარდება 2019 წლის 15 მაისამდე, 3 500 კოლოფის (და არა ცალის) მოწოდება შესაძლებელი იქნება 2019 წლის 10 ივნისამდე, ხოლო დანარჩენის - 20 ოქტომბრამდე.

გამომდინარე იქიდან, რომ 2019 წლის 23 აპრილის მდგომარეობით, „Metoprolole“-ს მარაგი სრულადაა ამოწურული, ხოლო შპს „პსპ ფარმაზე“ უკეთესი წინადადება, მიმდინარე ეტაპზე, არ არსებობს, ვფიქრობთ, „SPA“-მ ტენდერი უნდა გამოაცხადოს აღნიშნული შემოთავაზების გათვალისწინებით.

 

ქალბატონო ნინო,

ზემოაღნიშნულის პარალელურად, გთხოვთ, აღმოგვიჩინოთ დახმარება შემდეგი ინფორმაციის მოწოდების საკითხში:

ა) როდის იგეგმება „SPA“-ს მიერ ხელახალი კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადება იმ ფარმაცევტულ პროდუქტზე, რომელთა შესყიდვის პროცედურა დასრულდა უშედეგოდ (მაგ: CON190000192; CON190000197; CON190000190; CON190000191; CON190000265 და ა. შ.)

ბ) გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ ელექტრრონული კატალოგის მიმდინარე (საბოლოო) ვერსია.

 

წინასწარ გიხდით მადლობას.

 

 

საუკეთესო სურვილებით,

ბესიკ დათუკიშვილი

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს

შესყიდვების სამმართველოს უფროსი

ტელ.: 577 730 742