| From : | Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge> |
| To : | pharm2019@spa.gov.ge; Nino Gamrekeli <NGamrekeli@spa.ge> |
| Subject : | „Salmeterol/Xinafoate/Fluticasone/Propionate“-ის და „Metoprolole“-ს შესყიდვა |
| Cc : | tmodebadze@ssa.gov.ge; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; lmamulashvili@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; igobejishvili@ssa.gov.ge |
| Received On : | 24.04.2019 05:05 |
მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო!
გიგზავნით ინფორმაციას „Salmeterol/Xinafoate/Fluticasone/Propionate“-ისა და „Metoprolole“-ს შესყიდვასთან დაკავშირებით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პოზიცია, მითითებულ ფარმაცევტული პროდუქტის შეძენასთან დაკავშირებით, შეთანხმებული იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ბატონ ბატონ დავით სერგეენკოსთან.
1. „Salmeterol/Xinafoate/Fluticasone/Propionate“-ის (50 mkg/250 mkg) შესყიდვა.
აღნიშნულ მედიკამენტთან დაკავშირებით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომში - „SPA“) ჰქონდა ორი კომპანიის შემოთავაზება:
ა) შპს „პსპ ფარმა“ - თუ ტენდერი ჩატარდებოდა 18 აპრილამდე, მაშინ პირველი 6 580 ცალის მოწოდება მოხდებოდა 10 მაისამდე, ხოლო 18 აპრილის შემდეგ ჩატარდების შემთხვევაში - 20 დღეში. დარჩენილი რაოდენობის მიწოდება მოხდება 10 აგვისტომდე. 6 580 ცალის ვარგისიანობა - 31.07.20წ. (დაახლოებით 15 თვე), დარჩენილი 13 420 ცალის ვარგისიანობა - 31.01.21წ.;
ამასთანავე, პოტენციურ მიმწოდებელთან (შპს „პსპ ფარმა“) დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, სახეზეა შემდეგი სიტუაცია - შპს „პსპ ფარმას“ 1000 კოლოფი „ეარფლუსალი“ აქვს საბაჟოზე და შეუძლია მოგვაწოდოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 დღეში, ხოლო 4 148 კოლოფი - არა უგვიანეს 2019 წლის 10 მაისისა;
ბ) ს/ს „გეფა“: 900 ცალის მოწოდება შეუძლია ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, 19 100 ცალის მოწოდება - 2019 წლის 10 ივლისს. ვარგისიანობის ვადა მედიკამენტების სრულ რაოდენობაზე იქნება არანაკლებ 18 თვე.
ამასთანავე, სს „გეფას“ შემოთავზება შპს „პსპ ფარმას“ შემოთავაზებაზე 70 000 ლარით ნაკლებია.
გამომდინარე იქიდან, რომ 2019 წლის 23 აპრილის მდგომარეობით, „Salmeterol/Xinafoate/Fluticasone/Propionate“-ის (50 mkg/250 mkg) მარაგი სრულადაა ამოწურული, სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციართა მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით, ვფიქრობთ, 5 148 კოლოფის შეძენა განხორციელდეს შპს „პსპ ფარმასგან“, გამარტივებული შესყიდვის გზით (გადაუდებელი აუცილებლობა), ხოლო დარჩენილ რაოდენობაზე „SPA“-მ გამოაცხადოს კონსოლიდირებული ტენდერი, ს/ს „გეფას“ მიერ შეთავაზებული ფასის/მიწოდების ვადის გათვალისწინებით.
2. „Metoprolole“-ს შესყიდვა.
შპს „პსპ ფარმამ“ „SPA“-ს მედიკამენტის მიწოდება შესთავაზა შემდეგ ვადაში - 3 000 ცალი (ტაბლეტი) - არა უგვიანეს მიმდინარე წლის 31 მაისისა; ხოლო დარჩენილი 674 880 ცალი (ტაბლეტი) - მიმდინარე წლის 20 ნოემბრის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა - არანაკლებ 12 თვე. ასევე, „SPA“-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად: „აღნიშნულ მედიკამენტზე შემოთავაზება გაკეთებულია პსპ ფარმას მიერ და დააფიქსირა 0.09 თეთრი. ავერსი-ფარმას თქმით, ეს პრეპარატი არაა მისი პოზიცია და გვთავაზობს 0.17 თეთრად. ხოლო გეფა არ არის დაინტერესებული, მაგრამ ფასი მოგვწერა 0.21 თეთრი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ან უნდა დავთანხმდეთ პსპ-ს შემოთავაზებას ან უნდა გავზარდოთ ფასი (კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებას ვგეგმავთ გასული წლის ფასის მიხედვით).“
ამასთანავე, პოტენციურ მიმწოდებელთან (შპს „პსპ ფარმა“) დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, სახეზეა შემდეგი სიტუაცია - თუ ტენდერი ჩატარდება 2019 წლის 15 მაისამდე, 3 500 კოლოფის (და არა ცალის) მოწოდება შესაძლებელი იქნება 2019 წლის 10 ივნისამდე, ხოლო დანარჩენის - 20 ოქტომბრამდე.
გამომდინარე იქიდან, რომ 2019 წლის 23 აპრილის მდგომარეობით, „Metoprolole“-ს მარაგი სრულადაა ამოწურული, ხოლო შპს „პსპ ფარმაზე“ უკეთესი წინადადება, მიმდინარე ეტაპზე, არ არსებობს, ვფიქრობთ, „SPA“-მ ტენდერი უნდა გამოაცხადოს აღნიშნული შემოთავაზების გათვალისწინებით.
ქალბატონო ნინო,
ზემოაღნიშნულის პარალელურად, გთხოვთ, აღმოგვიჩინოთ დახმარება შემდეგი ინფორმაციის მოწოდების საკითხში:
ა) როდის იგეგმება „SPA“-ს მიერ ხელახალი კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადება იმ ფარმაცევტულ პროდუქტზე, რომელთა შესყიდვის პროცედურა დასრულდა უშედეგოდ (მაგ: CON190000192; CON190000197; CON190000190; CON190000191; CON190000265 და ა. შ.)
ბ) გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ ელექტრრონული კატალოგის მიმდინარე (საბოლოო) ვერსია.
წინასწარ გიხდით მადლობას.
საუკეთესო სურვილებით,
ბესიკ დათუკიშვილი
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
შესყიდვების სამმართველოს უფროსი
ტელ.: 577 730 742