From : Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge>
To : zviadidoc@yahoo.com; Georgia@medintorg.ru; geomach@medinserv.ge; sales@psp.ge; info@psp.ge; beso.impex@gmail.com; pikria@aversi.ge; levan.gachechiladze@aversi.ge; ositashvilin@gmail.com; Tatiana.Megrelidze@sanofi.com; maia.khetsuriani@servier.com; tamta83@rambler.ru; info@anshen.ge; giorgi@gvinepadze.com; r.lukava@yahoo.com; info@jani.ge; Teimuraz.Margvelashvili@sanofi.com; maka.asatiani@roche.com; NGhonghadze@berlin-chemie.com; taburjanidze@gea.ge; Mbaratashvili@gea.ge; mlc@mlcglobal.com; levansherozia@yahoo.com; info@bioland-geo.com; pharmacy@medpharma.ge; info@medpharma.ge; info@biopharm.ge; posta@neopharmi.ge; ltdsaba1@gmail.com; eka.oragvelidze@alpenpharma.com; soso@neomed.ge; MKhelashvili@berlin-chemie.com; NGhonghadze@berlin-chemie.com; TArchvadze@berlin-chemie.com; maka.asatiani@roche.com; soso@neomed.ge; kakha.khachidze@gepha.com; t.kiladze@medpharma.ge
Subject : ფასთა გამოკითხვა
Cc : tmodebadze@ssa.gov.ge; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; lmamulashvili@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; igobejishvili@ssa.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Received On : 06.06.2019 10:45
Attachments :

ფარმაცევტულ კომპანიათა საყურადღებოდ

 

„ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 22 აგვისტოს N01-73/ო ბრძანების შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ატარებს ფასთა გამოკითხვას, „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გასატარებელ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით.

 

გამოკითხვის მიზანია წინამდებარე განცხადების დანართში N1 მოცემული ფარმაცევტული პროდუქტის საბაზრო ღირებულების დადგენა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ფარმაცევტული პროდუქტის საბაზრო ღირებულებად მიიჩნევა 2018 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს ბაზარზე დაფიქსირებული საცალო ფასი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2019 წლის 10 ივნისის 12.00 საათამდე მოგვაწოდოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ფასად ხდებოდა N1 დანართში ჩამოთვლილი სავაჭრო (ე. წ. „ბრენდული“) დასახელების მედიკამენტის რეალიზება თქვენი კომპანიის საცალო ქსელში 2018 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით.

 

ამასთანავე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:

ა) წარმოადგინოთ უშუალოდ 2018 წლის 1 აგვისტოს საცალო ქსელში არსებული (დაფიქსირებული) და არა ე. წ. „შეწონილი“ ფასი;

ბ) არ მოგვწეროთ სხვა სავაჭრო დასახელების ფარმაცევტული პროდუქტის ღირებულება.

        

შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: bdatukishvili@ssa.gov.ge; tgogoli@ssa.gov.ge ან წერილობით წარმოადგინოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, წერეთლის გამზ. N144).

 

წინასწარ გიხდით მადლობას ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობისთვის.

 

საუკეთესო სურვილებით,

ბესიკ დათუკიშვილი

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს

შესყიდვების სამმართველოს უფროსი

ტელ.: 577 730 742