| From : | Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge> |
| To : | con spa gov ge <con@spa.gov.ge> |
| Subject : | ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა |
| Cc : | tmodebadze@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; igobejishvili@ssa.gov.ge; Nino Gamrekeli <NGamrekeli@spa.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; tgabunia@moh.gov.ge |
| Received On : | 30.04.2019 10:35 |
მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო!
მოგეხსენებათ, 2018 წლის 29 აგვისტოს მიღებული იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილება N446 მოსაზრებებს „კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ (შემდგომ ტექსტში - „დადგენილება“). ამასთანავე, ამ ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებმა და მათ კონტროლს დაქვემდებარებულმა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა 2019 წლისთვის საჭირო ის საქონელი და მომსახურება, რომელიც ექცევა ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ ჩამონათვალში, შეისყიდონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით.
საკითხთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომ ტექსტში - „სააგენტო“) ,,2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N693 დადგენილების თანახმად, დავალებული აქვს შემდეგი ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა:
ა) „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში:
ა.ა) თვალის ერითრომიცინის მალამო - ახალშობილთა თვალის გონოკოკური ინფექციის პროფილაქტიკისთვის;
ა.ბ) ვიტამინი K1 - ახალშობილთა ჰემორაგიული დაავადებების პროფილაქტიკისთვის.
ბ) „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამის, „იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის“ ფარგლებში - მედიკამენტი „პირფერიდონი“, ფილტვების იდიოპათიური ფიბროზიის სამკურნალოდ.
ამასთან, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონსოლიდირებული ტენდერებით, ზემოთ ნახსენები ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა გათვალისწინებული არ არის.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო პროგრამის უწყვეტობის დაცვისა და სათანადო კატეგორიის პაციენტთა უზრუნველყოფისთვის, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რკინის პრეპარატების შესყიდვა განხორციელდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. „დადგენილების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ, შეითანხმოთ მედიკამენტის შესყიდვის საკითხი.
წინასწარ გიხდით მადლობას.
საუკეთესო სურვილებით,
ბესიკ დათუკიშვილი
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
შესყიდვების სამმართველოს უფროსი
ტელ.: 577 730 742