From : Vladimer Getia <khgetia@gmail.com>
To : m.shavshishvili@ssa.gov.ge; Eka Adamia <Eadamia@moh.gov.ge>; Tengo Abazadze <tengoabazadze@gmail.com>; Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com>; Maia maglakelidze-khomeriki <mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge>; Marina Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
Subject : საყოველთაო ჯანდაცვის ბაზების გამოთხოვის მიზნით
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Amiran Gamkrelidze <a.gamkrelidze@ncdc.ge>; tmodebadze@ssa.gov.ge
Received On : 16.05.2019 14:47

ქალბატონო მაია, ძვირფასო კოლეგებო

ცენტრსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, იმუნიზაციისა და C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამების მიზნებისათვის, გთხოვთ, მოგვაწოდოთ საყოველთაო ჯანდაცვის გეგმიური ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლებთან რეგისტრირებული ბენეფიციარების სია. კერძოდ:

1. 18 წლამდე ასაკის ბენეფიციართა სიის მიღება დაგვეხმარება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმწოდებლების მიერ იმუნიზაციის კუთხით არსებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგში (რეალური მოცვების დაანგარიშებაში) და შემდგომი ინტერვენციების დაგეგმვაში, რაც თავად საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამითაა მოთხოვნილი, ხოლო ცენტრი როგორც ქვეყანაში იმუნიზაციაზე პასუხისმგებელი მოთავე ორგანიზაცია პასუხისმგებელია აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებაზე (მაგალითის სახით, შემიძლია მოგახსენოთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის გეგმიური ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლებს იმუნიზაციის მოდულში, თავიანთ ბენეფიციარად არ ჰყავთ დარეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვების დიდი ნაწილი, რაც პირდაპირ მიუთითებს იამზე, რომ საყოველთაო ჯანდაცვით კაპიტაციურად თანხას ღებულობენ, მაგრამ ამ ბავშვებს სათანადო სერვისს არ აწვდიან):

დანართი №1.1 სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის (სათაური 15.07.2013 N 178)

1. ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის პროგრამა ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას:

ა) ამბულატორიული მომსახურება (გეგმური ამბულატორიული მომ­სა­ხუ­რების მიღება შესაძლებელია მხოლოდ პირველადად ოჯახის ან სოფლის ან უბ­ნის ექიმთან მიმართვის საფუძველზე):

ა.ა) ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მიერ მიწოდებული ამბულა­ტო­რი­ული მომსახურება, მათ შორის:

ა.ა.ა) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწი­ნე­ბული ვაქცინაციით უზრუნველყოფა (მხოლოდ აცრა-ვიზიტი) და სამიზნე მოსახლეობის ადექვატური მოცვა;

.

დანართი №1.3 სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის (სათაური 15.07.2013 N 178)

 

1. ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის პროგრამა ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას: (8.04.2014 N 277 ამოქმედდეს 2014 წლის 1 აპრილიდან)

ა) სასწრაფო სამედიცინო მომსახურება და სამედიცინო ტრანსპორტირება:

ა.ა) სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გაწეული მომსახურება და საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო ჩვენებით პაციენტის ჰოსპიტალიზაციის უზრუნველყოფა შესაბამისი პროფილის უახლოეს კლინიკაში (აღნიშნული მომსახურება განხორციელდება ჯანდაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში);

ა.ბ) კრიტიკული და გადაუდებელი მდგომარეობების რეფერალური შემთხვევების მართვა, ადგილზე რეფერალური ბრიგადის მიერ გაწეული კონსულტაცია, მდგომარეობის სტაბილიზაცია, გართულებული შემთხვევების სამედიცინო ტრანსპორტირება (სპეციალური აპარატურით აღჭურვილი რეანიმობილით) (აღნიშნული მომსახურება განხორციელდება ჯანდაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში);

ბ) ამბულატორიული მომსახურება (გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ პირველადად ოჯახის ან სოფლის, ან უბნის ექიმთან მიმართვის საფუძველზე), (სოფლის ექიმის/ექთნის მომსახურება განხორციელდება ჯანდაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში):

ბ.ა) ოჯახის ან სოფლის, ან უბნის ექიმის და ექთნის მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება, მათ შორის, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციით უზრუნველყოფა (მხოლოდ აცრა-ვიზიტი), ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკ-ფაქტორების შეფასება, პრევენციული ღონისძიებები, დაავადებათა დიაგნოსტიკა და მართვა, პალიატიური მზრუნველობა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურება ბინაზე (კომპეტენციის ფარგლებში);

დანართი №1.4 სამედიცინო  მომსახურების  პირობები ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის (15.07.2013 N 178)

1. ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის პროგრამა ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას:

ა) ამბულატორიული მომსახურება (გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ პირველადად ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმთან მიმართვის საფუძველზე), (სოფლის ექიმის/ექთნის მომსახურება განხორციელდება ჯანდაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში): (31.12.2013 N 396)

ა.ა) ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება, მათ შორის:

ა.ა.ა) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციით უზრუნველყოფა (მხოლოდ აცრა-ვიზიტი) და სამიზნე მოსახლეობის ადეკვატური მოცვა;


2. C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული პროგრამის მიზნების მისაღწევად 2020 წლის ბოლომდე უნდა დავაიდენტიფიციროთ ინფიცირებულ პირთა მინიმუმ 90%, რაც საჭიროებს სკრინინგით მოცვის მიზნობრივად განხორციელებას, სკრინინგით დადებითი პირების მიკვლევას კონფირმაციულ კვლევაში ჩასართავად, ხოლო კონფირმაციით დადასტურებული ინფიცირებული პირების მკურნალობაში ჩართვას. ეს საკითხი განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს N1704 განკარგულებით. პირველადი ჯანდაცვის სექტორის მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების მიზნობრივად გამოყენება ვერ მოხდება, თუ მათ არ ეცოდინებათ მათთან რეგისტრირებული მოზრდილი ბენეფიციარებიდან ვინ არაა დასკრინული, სკრინინგით დადებითებიდან ვინ არაა დაკონფირმირებული, კონფირმაციით დადასტურებული ბენეფიციარებიდან ვინ არაა მკურნალობაში ჩართული. რადგანაც ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტით ნაყიდი ტესტების უკვე დასკრინულ ბენეფიციარებზე ხელმეორედ გამოყენება მოხდება (რიგ შემთხვევებში ეს დაშვებულია, მაგრამ არა მასიურად), მათ არ ეცოდინებათ თუ ვისთან უნდა აწარმოონ მუშაობა შემდგომ დიაგნოსტიკურ კვლევებსა და მკურნალობაში ჩართვის მიმართულებით. და ბოლოს, რაც მთავარია ბენეფიციართა დაბალი გამოვლენის პირობებში მკურნალობაში ჩართულთა რიცხვის გაზრდის მიზანი, რომელიც ბოლო წლის განმავლობაში ყოველთვიურად მცირდება ვერ იქნება მიღწეული, რაც დამატებით მედიკამენტების, ტესტების და სხვა საქონლის გაუვარგისების გამო შესაძლოა ბიუჯეტისათვის დამატებითი ზარალის მიზეზი გახდეს.

შესაბამისად, გთხოვთ, ჩვენი ცენტრს, სააგენტოსა და სამინისტროს შორის გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმისა და ჩვენი წერილობითი თხოვნის (N06/1492 19,04,2019წ.)  საფუძველზე, იმუნიზაციისა და C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული ვალდებულებებისა და ამოცანების შესასრულებლად მოგვაწოდოთ შესაბამისი ბაზები.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეს ბაზები მომზადებულია სააგენტოს მიერ და იურიდიული დეპარტამენტის დასკვნას ელოდება, რომ გამოიგზავნოს. აქვე ავღნიშნავ, რომ აღნიშნული ბაზები 2018 წელს ერთხელ უკვე იქნა მოწოდებული ცენტრისთვის და გარკვეული მონაცემების დამუშავება ცენტრში დღესაც მიმდინარეობს, მაგრამ ძირითადი აქტივობების განხორციელებას ვერ ვიწყებთ სანამ არ მოხდება ბაზების განახლება, რადგანაც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბევრი ცვლილება განხორციელდა დაზღვეულთა ბაზებში და ძველ ბაზებზე დაყრდნობით კონკრეტული დავალებების მიცემა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის იქნება არასწორი.

მადლობა წინასწარ. იმედი გვაქვს ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ჩვენს წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი ამოცანების დროულად და ეფექტურად შესრულებას.


პატივისცემით,

ვლადიმერ გეთია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტის უფროსი

მობ: +995 (5) 91 41 59 55

ელ. ფოსტის მისამართი: khgetia@gmail.com; kh.getia@ncdc.ge;

 

Best Regards,

Vladimer Getia

National Centre for Disease Control and Public Health of Georgia

Head of State Programm  Department

Cell: +995 (5) 91 41 59 55

Website: www.ncdc.ge

Email: khgetia@gmail.com; kh.getia@ncdc.ge;