From : Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge>
To : tmodebadze@ssa.gov.ge; tabazadze@ssa.gov.ge
Subject : სამედიცინო დანიშნულების საგნების შესყიდვა (სოფლის ექიმი)
Cc : tgabunia@moh.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; GOniani@ssa.gov.ge; Magda Naskidashvili <MNaskidashvili@ssa.gov.ge>
Received On : 07.05.2019 13:06
Attachments :

მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო!

 

გაცნობებთ, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომ ტექსტში - „სააგენტო“) გამოცხადებული ჰქონდა ელექტრონული ტენდერი (NAT190008096) „სოფლის ექიმის“ 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი სამედიცინო დანიშნულების საგნების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, რომელშიც არც ერთმა ორგანიზაციამ არ მიიღო მონაწილეობა და, შესაბამისად, მას მიენიჭა სტატუსი - „არ შედგა“. ამდენად, მიმდინარე ეტაპზე, უნდა გამოცხადდეს ხელახალი ტენდერი.

 

აღნიშნულისთვის, ჩატარდა ბაზრის ხელახალი. სახელდობრ, სათანადო ინფორმაცია აიტვირთა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (www.spa.ge), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (www.moh.gov.ge) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (www.ssa.gov.ge) ვებ-გვერდებზე, ასევე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შესაბამისი წერილები დაეგზავნა საქართველოში ოპერირებად სათანადო პროფილის კომპანიებს. ამასთანავე, პოტენციურ მიმწოდებლებს ეთხოვათ ეცნობებინათ, რა მიზეზ(ებ)ის გამო არ მიიღეს მონაწილეობა NAT190008096 ელექტრონულ ტენდერში.

 

ბაზრის კვლევის შედეგად, მიღებული იქნა NAT190008096 ელექტრონული ტენდერის პრაქტიკულად ანალოგიური ფასები. რაც შეეხება ტენდერში მონაწილეობზე უარის თქმის მიზეზებს, კომპანიები ასახელებენ მოწოდების ვადას (ზოგიერთი მათგანი, საქონლის მოწოდებას გვთავაზობს 90 კალენდარული დღის განმავლობაში, რაც, მიმდინარე ეტაპზე, მისაღები არ არის) და შარდში ცილის განმსაზღვრელ ტესტჩხირებთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, ზოგიერთ კომპანიას არ შეუძლია აღნიშნული ტესტჩხირების მოწოდება, ხოლო ზოგიერთი ითხოვს შესასყიდი საქონლის ტექნიკური სპეციფიკაციის დეტალიზებას: მაგ.: ერთკომპონენტიანი,  ორკომპონეტიანი და ა. შ. შესაბამისად, განსხვავებული ფასებით.  ვინაიდან აღნიშნული ტესტჩხირი ფერად რეაქციაზეა დამყარებული, მნიშვნელოვანია  გათვალისწინებული იყოს ე. წ. ფერების შკალის ქონა ექიმისთვის. როგორც შეთავაზებულ ფაილში ჩანს (თან ერთვის), შეფუთვა არსებობს მინიმუმ 50 ცალიანი (შკალა დატანილია შეფუთვაზე).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეოწნილად მიგვაჩნია:

ა) არა უგვიანეს ა. წ. 8 მაისისა გამოცხადდეს ელექტრონული ტენდერი სამედიცინო დანიშნულების საგნების შესასყიდად, რომელშიც გათვალისწინებული არ იქნება შარდში ცილის განმსაზღვრელი ტესტჩხირების შეძენა.

ბ) შარდში ცილის განმსაზღვრელი ტესტჩხირების შესყიდვის (მათ შორის, ტექნიკური სპეციფიკაციის დეტალიზების) საკითხი გადაწყდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში,  შესაბამისი დარგის ექსპერტები ჩართულობით.

 

საუკეთესო სურვილებით,

ბესიკ დათუკიშვილი

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს

შესყიდვების სამმართველოს უფროსი

ტელ.: 577 730 742