| From : | Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge> |
| To : | ecomedltd@yahoo.com; medsuptech@gmail.com; expressdiagnostic@gmail.com; medicalt2010@gmail.com; info.ecogr@gmail.com; info@waste.gov.ge; tbilservicegroup@yahoo.com; ekologi08@mail.ru |
| Subject : | ბაზრის კვლევა |
| Cc : | tmodebadze@ssa.gov.ge; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; lmamulashvili@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; Magda Naskidashvili <MNaskidashvili@ssa.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| Received On : | 05.06.2019 07:44 |
| Attachments : |
დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ
გაცნობებთ, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო აცხადებს ბაზრის კვლევას, „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო ნარჩენების მართვის (შეგროვება, გატანა/ტრანსპორტირება, დამუშავება და ა. შ.) მომსახურების შესყიდვის მიზნით.
მომსახურება უნდა განხორციელდეს წინამდებარე განცხადების დანართებით განსაზღვრულ ლოკაციებზე, „ტექნიკური რეგლამენტის – „სამედიცინო ნარჩენების მართვა“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 16 ივნისის N294 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
მომსახურება უნდა განხორციელდეს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მქონე პირის მიერ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2019 წლის 10 ივნისის 18.00 საათამდე წარმოგვიდგინოთ ინფორმაცია მომსახურების ღირებულების შესახებ. ამასთანავე, ფასები წარმოდგენილი უნდა იქნეს:
Ø წინამდებარე განცხადების N1 დანართით განსაზღვრული I და II ვარიანტებისთვის ცალ-ცალკე;
Ø წინამდებარე განცხადების N1 დანართით განსაზღვრული I და II ვარიანტებისთვის ცალ-ცალკე, აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამის კონტეინერებს შეისყიდის და სოფლის ექიმს/მომსახურების გამწევ ორგანიზაციას გადასცემს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: goniani@ssa.gov.ge ან წერილობით წარმოადგინოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, წერეთლის გამზ. N144).
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.
საუკეთესო სურვილებით,
ბესიკ დათუკიშვილი
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
შესყიდვების სამმართველოს უფროსი
ტელ.: 577 730 742