| From : | Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge> |
| To : | Gia Tomadze (giatomadze@gmail.com) <giatomadze@gmail.com>; irma.tchokhonelidze@dntunion.org.ge; levangogich@gmail.com; Nino Karanadze <nino.karanadze@hotmail.com>; gochasha@yahoo.com; gocha.ingorokva@gmail.com; ninohema@gmail.com; Natalia Khonelidze <khonelidze.nato@gmail.com>; ninokochorasvili@gmail.com; Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>; Zaza Abramidze <zabramidze@moh.gov.ge>; Nana Kalmakhelidze <nkalmakhelidze@moh.gov.ge> |
| Subject : | transplantation |
| Cc : | Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge> |
| Received On : | 09.05.2019 19:45 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
მინდა შეგახსენოთ, რომ ორგანოთა და უჯრედების გადანერგვის სფეროში ევროკავშირის ექსპერტის მისია გაიმართება მიმდინარე წლის 13-17 მაისს, სამინისტროში (სესიები გადანაწილდება მე-8 და მე-7 სართულებზე არსებულ შეხვედრების ოთახებში).
როგორც თქვენთვის ცნობილია, დღის წესრიგის თანახმად, ორშაბათს, 13 მაისს 09.30-დან 12.00-მდე შედგება ერთიანი შეხვედრა სამინსტროს ხელმძღვანელობისა და ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის მონაწილეობით. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად, დაესწროთ აღნიშნულ შეხვედრას.
რაც შეეხება შემდგომ თემატურ განხილვებს, 13 მაისს 11.00 საათის შემდეგ, ასევე, 14 მაისს (09.30-დან 12.30-მდე) ვიმუშავებთ ორგანოთა გადანერგის მარეგულირებელ კანონმდებლობაზე, რომელზეც დარგობრივი ექსპერტების დასწრება ფრიად აქტუალური და მნიშვნელოვანია (ამასთან,
კონკრეტული სესიების მოდერატორები მითითებულია დღის წესრიგში).
14 მაისს, 13.30დან, ასევე 15 მაისს ყველა სესია დაეთმობა უჯრედებისა და ქსოვილების გადანერგის კანონპროექტს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ სესიებს დაესწროს ყველა შესაბამისი ექსპერტი (მ.შ. ღეროვანი უჯრედების გადანერგის მიმართულებით).
16 და 17 მაისი მიეძღვნება რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს. ამავდროულად, 17 მაისს ექსპერტი ეწვევა შესაბამისი სერვისის მიმწოდებელ კლინიკას. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნულ სესიებში მონაწილეობას მიიღებს დაინტერებული მხარე, რადგან ამ მიმართულებით ქართული კანონპროექტის
მომზადების ძირითადი ჩარჩო ამ სესიების საფუძველზე ჩამოყალიბდება.
აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითეულ ექსპერტს, რომელმაც ჩვენთან ერთად იმუშავა ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვის კანონპროექტების მომზადებაზე. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ამით არაფერი მთავრდება. მთავარი სამუშაო წინ გველოდება.
დიდი მადლობა ტრანსპლანტაციის საბჭოს თავმჯდომარეს და ჩემს პედაგოგს, ბატონ გია თომაძეს. აქვე დავძენ, რომ მისი მისიის მუშაობაში ჩართულობა საკმაოდ აქტუალურია.
კიდევ ერთხელ გიგზავნით დღის წესრიგს და გელოდებით 13 მაისს სამინისტროში (რეგისტრაცია 09.00-09.30), მე-8 სართულზე (აქვე გიგზავნით ორგანოთა გადანერგვის კანონპროეტს, ქსოვილებისა და უჯრედების გადანერგვის შესახებ კანონპროექტს მოგვიანებით
გადმოგიგზავნით).
პატივისცემით,
ნათია ნოღაიდელი