| From : | Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | postgraduate educ. program |
| Received On : | 12.11.2019 12:13 |
გიგზავნით ინფორმაციას მიმდინარე წელს საექიმო სპეციალობის მაძიებელთა დაფინანსების შესახებ:
2019 წლის 1 იანვრიდან დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში ფინანსდება:
ა) საექიმო სპეციალობების - „პათოლოგიური ანატომია (კლინიკური პათოლოგია)“, „ფსიქიატრია“, „ფთიზიატრია-პულმონოლოგია“, „ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია“ სარეზიდენტო პროგრამებში 2019 წელს ჩარიცხული მაძიებლების მზადება - ამ ეტაპზე პროგრამაში ირიცხება 20 მაძიებელი („პათოლოგიური ანატომია (კლინიკური პათოლოგია)“ – 5 მაძიებელი, „ფთიზიატრია-პულმონოლოგია“ – 8 მაძიებელი, „ფსიქიატრია“ – 7 მაძიებელი);
ბ) იმ საექიმო სპეციალობის მაძიებლების მზადება, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 100 000-ზე ნაკლები - ამ ეტაპზე პროგრამაში ირიცხება 3 საექიმო სპეციალობის მაძიებელი.
ამავდროულად, მიმდინარე წელს დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება დაუფინანსდათ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ საექიმო სპეციალობების მაძიებლებს (3 მაძიებელი), რომლებიც გადიან დიპლომისშემდგომ მზადებას („საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული საექიმო სპეციალობების მაძიებლების, რომლებიც ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამებში, 2019 წლის მზადების საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება).
პატივისცემით,
ნათია