| From : | Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: transplantation |
| Cc : | Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge> |
| Received On : | 31.03.2019 19:17 |
თამუნა, მოგესალმები,
ეთერის ფორმატი არის TWINNING-ის ჩარჩოს მიხედვით გაკეთებული განაცხადი, ეს ფორმატი სავსებით განსხვავებულია (მათ გადმომიგზავნეს ეს ვერსია და მითხრეს, რომ ყვითლად მონიშნული საკიტხების მიხედვით უნდა გაგვეწერა). ლოგიკური ჩარჩოს მოთხოვნა ამ ვერსიაში არ ყოფილა (რომ ყოფილიყო, ბუნებრივია, გავაკეთებდი).
ამავდროულად, TWINNING
გაცილებით მასშტაბური და ხანგრძლივი პროექტია (ხანგრძლივობაა 2 წელი).
გადავხედავ და ხვალ შევხვდეთ. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდები და ვკითხავ, რა ფორმატით გადავუგზავნო (ეს ფორმატი მათ მომაწოდეს, თან გარკვეული პუნქტები მათი გასაწერია).
დიდი მადლობა.
პატივისცემით,
ნათია
ნათია
დიდი მადლობა წინასწარი ვერსიის გაზიარებისთვის. მოცულობა მკაფიოა, თუმცა ვიფიქრე უკეთესი იქნება დავაზუსტოთ აქტივობები და მაქსიმალურად ვეცადოთ გამეორებები და არააუცილებელი გამოსავლები (მაგ, ანგარიში საჭირო გაიდლაინების ნუსხით) არ გვქონდეს ცალკე გამოტანილი. შეძლებისდაგვარად შევიტანე
გარკვეული დამატებები და ცვლილებები, მშ. რედაქციული. ყველა ცვლილება მონიშნულია. თუ არ მოგეწონება რომელიმე ცვლილება-უკან დავაბრუნოთ პირვალდელი ვერსია ან ვიმსჯელოთ.
უბრალოდ მინდა დავაზუსტო-სისხლის განაცხადის ფორმატი რამდენადმე განსხვავებულია, დანართში აქვს ლოგიკური ჩარჩო-ამ შემთხვევაში არ იყო ეს მოთხოვნა? გიგზავნი ეთერის გამოგზავნი დრაფტს, რომ ფორმატს შეხედო.
გაგზავნამდე ყვითელ ტექსტს მოაშორებ ხო? ხვალ დილითვე გავიაროთ რაც შეკითხვები გექნება.
საუკეთესო სურვილებით,
თამუნა
თამუნა, მოგესალმები,
გიგზავნი ევროკავშირის ტექნიკური დამარების მოსაპოვებლად მომზადებულ საპროექტო წინადადებას.
გადმოგზავნილ დოკუმენტში უნდა ჩაგვეწერა ყვითლად მონიშნული ველების შესაბამისი ინფორმაცია. თუმცა, ინფორმაციის გარკვეული ნაწილი უნდა შეიტანოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სათანადო სამსახურმა (რამდენჯერმე გავიარე კონსულტაცია მათთან); აღნიშნული, ასევე, მონიშნულია
საპროექტო წინადადებაშიც.
პატივისცემით,
ნათია