| From : | Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge> |
| To : | Nia Giuashvili <ngiuashvili@gmail.com> |
| Subject : | Re: SEA |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Marine Baidauri <mbaidauri@moh.gov.ge>; Amiran Gamkrelidze <gamkrelidzea@gmail.com>; Amiran Gamkrelidze <a.gamkrelidze@ncdc.ge>; Irma Khonelidze <i.khonelidze@gmail.com>; Lali Ebanoidze <L.Ebanoidze@ncdc.ge>; Tamuna Kashibadze <tkashibadze@gmail.com>; nato kopaliani <nato.kopaliani29@gmail.com> |
| Received On : | 09.04.2019 21:31 |
მოგესალმები, ნია,
მოგეხსენება, რომ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსმა განსაზღვრა სამოქმედო ჩარჩო სტრატეგიულ გარემოსდაცით შეფასებაში ჩართული თითოეული მხარისთვის, მ.შ. ჯანდაცვის სამინისტროსთვის. ამავდროულად, კოდექსი დეტალურად განმარტავს სტრატეგიული შეფასების თითოეულ საფეხურს
და მათ ფარგლებში განსახორციელებელ ქმედებებს და მათ თანმიმდევრობას. თუმცა, რა გზას აირჩევს სამინისტრო კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებების აღსრულებისათვის და რა მექანიზმებითა და რესურსებით უზრუნველყოფს პროცესის ადმინისტრირებას, უნდა დარეგულირდეს იმ დოკუმენტით,
რომლის გამოცემის ვალდებულებაც გვაქვს ამ ეტაპზე.
შესაბამისად, დოკუმენტი, რომლის მომზადებაც გვევალებოდა კოდექსით ჯერ კიდევ 2019 წლის 1 იანვრამდე, პრაქტიკულად, უკავშირდება მხოლოდ ადმინისტრირების შიდა პროცედურის გაწერას (რადგან შეფასების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები და ვადები დადგენილია კოდექსით) და
ვალდებულებების გადანაწილებას სამინისტროს სტრუქტურებს შორის.
როგორც ადრევე შევთანხმდით, ჩვენი მიზანი იყო, დაგვედგინა წესი/პროცედურა სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრულ ეტაპებთან მიმართებით, ხოლო რაც შეეხებოდა ვალდებულებების გადანაწილებას სამინისტროს შიგნით, ამ საკითხზე ვიმსჯელებდით პროცედურის
ჩამოყალიბება/შეთანხმების შემდგომ.
აქედან გამომდინარე, ვინაიდან გაქვს გამოცდილება ამ სფეროში, გთხოვეთ დახმარება დოკუმენტის მომზადების მიმართულებით.
დკსჯეც-ის რესურსით დოკუმენტების მომზადება გარემოს ჯანმრთელობის სფეროში, როგორც მოგეხსენება, დამკვიდრებული პრაქტიკაა და ამას აქვს ობიექტური მიზეზები:
დკსჯეც-ში არის სათანადო სამმართველო, ასევე, სამუშაო ჯგუფი, რომლებიც დაკავებულნი არიან გარემოს ჯანმრთელობით. ამასთან, მნიშვნელოვანია ის ძალისხმევაც, რასაც თავად დკსჯეც, ასევე, დონორები (მ.შ. ჯანმო, ევროკავშირი) იჩენენ გარემოს ჯანმრთელობის კუთხით ცენტრის ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერებისათვის. საყურადღებოა, ასევე, რომ დკსჯეც თანამშრმოლები წარმოადგნენ საქართველოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გარემოს ჯანმრთელობის სფეროში. მაშინ, როცა სამინისტროს რესურსი გარემოს ჯანმრთელობის მიმართულებით (როგორც რაოდენობრივად, ასევე, მომზადების თვალსაზრისით) საკმაოდ შეზღუდულია და, ძირითადად, შემოვიფარგლებით (ან უნდა შემოვიფარგლებოდეთ) მხოლოდ თქვენს მიერ გადმოგზავნილი დოკუმენტების ექსპერტიზით.
შესაბამისად, ჩვენი თხოვნა იყო, მოგემზადებინათ წესი/პროცედურა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, განგვეხორციელებინა სტრატეგიული შეფასებით განსაზღვრული ღონისძიებები..... ამის შემდეგ კი ჩვენ უზრუნველვყოფდით დოკუმენტის ექსპერტიზას/გარკვეული ადმინისტრაციული ბერკეტების დამატებას....
რაც შეეხება გაიდლაინის/სახელმძღვანელოს მომზადებას სტარტეგიული პროექტის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასების თაობაზე, ვფიქრობ, აღნიშნული აქტუალური გახდება მას შემდგომ, როდესაც დამტკიცდება ძირითადი დოკუმენტი. მის მომზადებას, თქვენთან ერთად, უზრუნველყოფს ის უწყება, რომელსაც დაეკისრება ძირითადი როლი გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში.
პატივისცემით,
ნათია ნოღაიდელი
ნია, მოგესალმები,
უპირველეს ყოვლისა, დიდ მადლობას გიხდი დოკუმენტების გაზიარებისათვის.
ამავდროულად, გიგზავნი ჩემს მოსაზრებებს სტარტეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების წესთან დაკავშირებით.
ჩემი აზრით, პროექტი საჭიროებს ძირეულ გადამუშავებას, რადგან ძირითადად მოიცავს იმ დებულებებს, რაც დარეგულირებულია კოდექსის შესაბამისი მუხლებით. ვფიქრობ, ჩვენი მიზანია, დოკუმენტით განისაზღვროს ის დამატებითი (და არა სკრინინგთან, სკოპინგთან, სტრატეგიული დოკუმენტის მიღება/დამტკიცებასთან და ა.შ. დაკავშირებული) პროცედურები, რაც საჭიროა სამინისტროს მიერ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების აღსრულებისათვის.
დეტალური შენიშვნები მითითებულია დოკუმენტში.
პატივისცემით,
ნათია ნოღაიდელი
From: Nia Giuashvili [mailto:ngiuashvili@gmail.com]
Sent: Monday, April 01, 2019 2:25 AM
To: Mariam Darakhvelidze; Natia Nogaideli; Marine Baidauri; Amiran Gamkrelidze; Amiran Gamkrelidze; Irma Khonelidze; Lali Ebanoidze; Tamuna Kashibadze; nato kopaliani
Subject: SEA
მოგესალმებით,
შეთანხმებისამებრ, წარმოგიდგენთ განსახილველად საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის სამინისტროს მიერ სტარტეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ.
პროექტი სრულად ასახვს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს სამინისტროსადმი, ასევე, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასპექტების, ანუ ჯანმრთელობის ზემოქმედების შეფასების (ჯზშ) საერთაშორისო სახელმძღვანელო დოკუმენტებით განსაზღვრულ მიდგომებს (კერძოდ, ჯზშ ფორმატი; კონტენტი (სკრინინგი, სკოპინგი, შეფასება, რეკომენდაციების მომზადება, ანგარიშის მომზადება, მონიტორინგი), საექსპერტო მხარდაჭერა).
პროექტი ითვალისწინებს სახელმძღვანელო დოკუმენტის/გაიდლაინის.შემუშავებას - სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისათვის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასების წესის შესახებ.
გზავნილს ასევე ვურთავ ჯანმრთელობის ზემოქმედების შეფასების სხვადასხვა ეტაპისათვის განკუთვნილ, საერთაშორისო გაიდლაინებით რეკომენდებულ რამდენიმე მატრიცას, მათ შორის ნარჩენების მართვის კოდექსის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების UNECE პროექტის ფარგლებში (ვმონაწილეობდი ეროვნული კონსულტანტის სტატუსით) მოწოდებულს საერთაშორისო ექპერტების მიერ, რომელიც ქმნის წარმოდგენას ჯზშ-ის განხორციელების შინაარსზე.
პროექტს მხოლოდ ეხლა ვაზიარებ სამინისტროში გამართული შეხვედრის წევრებთან და ხელმძღვანელობასთან, შესაბამისად, ქალბატონ ლალი ებანოიძეს არ ჰქონდა შესაძლებლობა დაემატებინა დაპირებული იურიდიული და ფინანსური ასპექტები.
მზად ვარ შემდგომი თანამშრომლობისა და განმარტებებისათვის პროექტის თითოეულ დებულებასთან დაკავშირებით.
პატივისცემით, ნია
Nia Giuashvili MD, MPH
Adviser
National Center for Disease Control and Public Health
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
______________________________________________
9 M. Asatiani st., 0160, Tbilisi Georgia
ngiuashvili@gmail.com
ngiuashvili@yahoo.com