From : Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : Re: ევროდირექტივების თაობაზე
Received On : 21.11.2019 17:48

​მოგესალმებით,


ტრანსპლანტაციის თაობაზე კომენტარები გაკეთებულია ჩემს მიერ.


მე ნიკასთანაც (ყოჩიშვილი) მქონდა საუბარი ამის თაობაზე. ვინაიდან მიმდინარეობს პროექტი, რომლის ფარგლებშიც განიხილება არა მხოლოდ კანონმდებლობის (მ.შ., კანონქვემდებარე აქტები) მომზადება, არამედ იმპლემენტაციის კომპონენტიც, მათი მხრიდან, ვფიქრობ, პრობლემები არ იქნება. კანონები პრაქტიკულად მზად არის (გარდა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებისა). საბოლოო ინფლისურენოვან ვერსიებს ველოდები (ჯერ არ გამოუგზავნათ).


იგივე მათი პოზიცია სისხლთან მიმართებით.


სისხლის პროექტის მიმღებია დკსჯეც (ეთერ ყიფიანი).



პატივისცემით,


ნათია ნოღაიდელი


From: Tamar Gabunia
Sent: Thursday, November 21, 2019 7:45 PM
To: Ekaterine Adamia; Natia Nogaideli; Zaza Bokhua
Cc: Natia Khmaladze; Irma Kitiashvili; Maia Nikoleishvili; Nato Kvernadze
Subject: FW: ევროდირექტივების თაობაზე
 

კოლეგებო, გთხოვთ თქვენს პოზიციას ამ საკითხის თაობაზე. გთხოვთ გავიაროთ სამუშაო რეჟიმში.

 

From: Maia Nikoleishvili
Sent: 21 November, 2019 18:29
To: Tamar Gabunia
Subject: ევროდირექტივების თაობაზე

 

ქალბატონო თამარ, საღამო მშვიდობისა,

 

გიგზავნით ასოცირების შესახებ შეთანხმების XXXI თავში (საზოგადოებრივი ჯანდაცვა) ასახულ ცვლილებებს. ცვლილებების ინიცირება მოხდა ევროკავშირის მიერ. კომენტარები/ჩასწორებები მოწოდებულია დირექტივებით აღებული ვალდებულებების განმახორციელებელი უწყების/პირის მიერ.

 

აღნიშნული დოკუმენტის განხილვა დაგეგმილია 10 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩანიშნულ ვიდეო-კონფერენციაზე.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ინიციატივით ხდება აღნიშნული დანართის განახლება, ვფიქრობთ, დავაყენოთ საკითხი სისხლისა და ტრანსპლანტაციის დირექტივების გადავადებაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ევროკავშირი ამ დირექტივებს ნაწილობრივ შესრულებულად გვითვლის, ვინაიდან სამინისტროსა და დკსჯ ცენტრს უკვე დაწყებული აქვს აღნიშნული დირექტივების ტრანსპოზიციასთან დაკავშირებული აქტივობები.

 

თუ ევროკავშირი უარს იტყვის დირექტივების დანართში სისხლისა და ტრანსპლანტაციის დირექტივების გადავადებაზე, ვფიქრობთ, ვთხოვოთ,

ოფიციალური დასტური აღნიშნული დირექტივების ნაწილობრივ შესრულებასთან დაკავშირებით.

 

გთხოვთ, გვაცნობოთ თქვენი პოზიცია აღნიშნულთან და თანდართულ დოკუმენტში ასახულ შენიშვნებთან დაკავშირებით.

 

 

პატივისცემით,

 

მაიკო