| From : | Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: გეგმა 2019 |
| Cc : | Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge> |
| Received On : | 25.03.2019 05:21 |
თამუნა, მოგესალმები,
„8.6“ პუნქტი მოიცავს ტრანსპლანტაციის სფეროში ტექნიკური დახმარების პროექტის მომზადებას (ამ კვირაში პირველადი საპროექტო წინადადება უნდა უკვე გაიგზავნოს) და ამ მიმართულებით შემდგომ აქტივობებს, რათა წლის ბოლომდე ტექნიკური დახმარება მივიღოთ ევროკავშირისაგან.
პატივისცემით,
ნათია
ნათია,
დიდი მადლობა გეგმის დროულად გაზიარებისთვის. გეგმის დოკუმენტი შესაძლოა განახლებადი იყოს და რუტინული საქმიანობის ბლოკში ეტაპობრივად დაამატოთ ის აქტივობები რაზეც იმუშავებთ, ბუნებრივია ეს ყველაფერი, მ.შ. აქტის ცვლილების მომზადება დიდ დროს მოითხოვს.
მინდოდა დამეზუსტებინა პუნქტი 8.6 რომელ ტექნიკურ დახმარებას შეეხება?
საუკეთესო სურვილებით,
თამუნა
თამუნა, მოგესალმები,
გიგზავნი რეგულირების სამმართველოს 2019 წლის სამუშაო გეგმის პირველად ვერსიას.
ვეცადე, გაგმაში ამესახა მხოლოდ მნიშვნელოვანი საკითხები; რაც შეეხება რუტინულ საქმიანობას (მ.შ. სხვადასხვა აქტებში ცვლილებების შეტანა, საბჭოების/სამუშაო ჯგუფების მუშაობის კოორდინაცია, რეესტრების წარმოება), აღნიშნული გეგმაში არ შემიტანია (თუმცა, ზოგჯერ აქტის
ცვლილება საკმაოდ ვრცელი და შინაარსობრივადაც მრავლისმომცველია, აქედან გამომდინარე, საკმაოდ დიდ დროს და რესურსს მოითხოვს).
პატივისცემით,
ნათია