From : Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : RE: transplantation
Cc : Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
Received On : 01.04.2019 14:21
Attachments :

თამუნა,

 

გიგზავნი ევროკავშირის ტექნიკური დამარების პროექტის ჩასწორებულ ვერსიას.

 

გადავხედე მოწოდებულ კომენტარებს, მაქვს მოსაზრებები გარკვეულ საკითხებზე (მითითებულია ტექსტშივე).

 

სხვა ყველაფერი ჩავასწორე და მოვაშორე track-change, ასევე, გარკვეულ პუნქტები ჩავასწორე საგარეოსთან შეთანხმებით (მაგალითად,  Contracting authority არის ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, დავამატე ხანმოკლე ექსპერტების საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვ.).

 

გავიარე კონსულტაციები საგარეოსთან და შევუთანხმდი, რომ გადავუგზავნი როგორც სუფთა ვერსიას, ასევე, დამატებით, ყვითლად მონიშნულ ველებიან ვერსიებს (მათი მოთხოვნა იყო, რომ ყვითლად მონიშნული ველების მიხედვით უნდა შეგვევსო დოკუმენტი).

 

პატივისცემით,

 

ნათია

 

From: Tamar Gabunia
Sent: Sunday, March 31, 2019 5:47 PM
To: Natia Nogaideli
Cc: Mariam Darakhvelidze
Subject: Re: transplantation

 

ნათია

დიდი მადლობა წინასწარი ვერსიის გაზიარებისთვის. მოცულობა მკაფიოა, თუმცა ვიფიქრე უკეთესი იქნება დავაზუსტოთ აქტივობები და მაქსიმალურად ვეცადოთ გამეორებები და არააუცილებელი გამოსავლები (მაგ, ანგარიში საჭირო გაიდლაინების ნუსხითარ გვქონდეს ცალკე გამოტანილი.  შეძლებისდაგვარად შევიტანე გარკვეული დამატებები და ცვლილებები, მშ. რედაქციული. ყველა ცვლილება მონიშნულია. თუ არ მოგეწონება რომელიმე ცვლილება-უკან დავაბრუნოთ პირვალდელი ვერსია ან ვიმსჯელოთ

უბრალოდ მინდა დავაზუსტო-სისხლის განაცხადის ფორმატი რამდენადმე განსხვავებულია, დანართში აქვს ლოგიკური ჩარჩო-ამ შემთხვევაში არ იყო ეს მოთხოვნა? გიგზავნი ეთერის გამოგზავნი დრაფტს, რომ ფორმატს შეხედო

გაგზავნამდე ყვითელ ტექსტს მოაშორებ ხო? ხვალ დილითვე გავიაროთ რაც შეკითხვები გექნება

საუკეთესო სურვილებით

თამუნა 


From: Natia Nogaideli
Sent: Sunday, March 31, 2019 12:54 AM
To: Tamar Gabunia
Cc: Mariam Darakhvelidze
Subject: transplantation

 

თამუნა, მოგესალმები,

 

გიგზავნი ევროკავშირის ტექნიკური დამარების მოსაპოვებლად მომზადებულ საპროექტო წინადადებას.

 

გადმოგზავნილ დოკუმენტში უნდა ჩაგვეწერა ყვითლად მონიშნული ველების შესაბამისი ინფორმაცია. თუმცა, ინფორმაციის გარკვეული ნაწილი უნდა შეიტანოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სათანადო სამსახურმა (რამდენჯერმე გავიარე კონსულტაცია მათთან); აღნიშნული, ასევე, მონიშნულია საპროექტო წინადადებაშიც.

 

პატივისცემით,

 

ნათია