| From : | Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge> |
| To : | Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: სამედიცინო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| Received On : | 25.06.2019 17:59 |
| Attachments : |
საღამო მშვიდობისა,
გიგზავნით სამედიცინო ტურიზმის დეფინიციას (ზოგადად, ვფიქრობთ, უმჯობესია აღნიშნული ტერმინის დამკვიდრება), რომელიც მოვამზადეთ მარინამ და მე ჯანმოსა და OECD-ის შესაბამის წყაროებზე დაყრდნობით.
ამასთან, OECD-ის დოკუმენტის (Medical Tourism: Treatments, Markets and Health System Implications: A scoping
review) მიხედვით, სამედიცინო ტურიზმის ყველაზე გავრცელებული მიმართულებებია:
1. პლასტიკური ქირურგია (მკერდი, სახე, ლიპოსაქცია და სხვ.);
2. სტომატოლოგია (ესთეტიური და რეკონსტრუქციული);
3. კარდიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია;
4. ორთოპედიული ქირურგია (ბარძაყის ენდოპროტეზირება, მუხლის ენდოპროტეზირება, სახსრების ქირურგია);
5. ბარიატრიული ქირურგია;
6. რეპროდუქციული ტექნოლოგიები;
7. ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების გადანერგვა;
8. ოფთალმოლოგია;
9. დიაგნოსტიკა.
სავარაუდოდ, გარდა ტრანსპლანტაციის სერვისისა, ეს მიმართულებები საქართველოსთვისაც რელევანტურია (მით უფრო, რომ არსებობს სათანადო გამოცდილება).
რაც შეეხება კონკრეტული მოთხოვნებს სამედიცინო ტურიზმში ჩართული კლინიკების მიმართ, შესაძლებელია, დამატებით განვიხილოთ სამუშაო ფორმატში OECD-ის დოკუმენტის მიხედვით (არსებული რეალობის გათვალისწინებით).
პატივისცემით,
ნათია ნოღაიდელი
From: Sopo Belkania
Sent: Thursday, June 20, 2019 12:26 PM
To: Natia Nogaideli; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze
Cc: Zaza Bokhua; Tamar Gabunia
Subject: RE: სამედიცინო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
გუშინ ისევ მომწერეს ტურიზმის ადმინისტრაციიდან (თანდართული ფაილით გიგზავნით მათ მეილს).
გთხოვთ გაეცნოთ მათ წერილს და მომაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია ამ კვირის ბოლომდე.
მადლობა,
საუკეთესო სურვილებით,
სოფო ბელქანია
ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232
From: Sopo Belkania
Sent: Wednesday, June 5, 2019 5:32 PM
To: Natia Nogaideli (nnogaideli@moh.gov.ge)
Cc: Zaza Bokhua
Subject: FW: სამედიცინო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
გამარჯობა მარინა, ნათია,
გიგზავნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან შემოსულ წერილს. გთხოვთ გაეცნოთ და უმოკლეს ვადაში მოწეროთ შეჯერებული პასუხი.
საუკეთესო სურვილებით,
სოფო ბელქანია
ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232
From: Nini Fanjakidze [mailto:n.fanjakidze@gnta.ge]
Sent: Friday, April 19, 2019 5:57 PM
To: Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>
Cc: 'Mariam Kvrivishvili' <m.kvrivishvili@gnta.ge>; 'Medea Janiashvili' <m.janiashvili@gnta.ge>; t.maisuradze@gnta.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>
Subject: სამედიცინო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
ბატონო ზაზა,
როგორც გუშინდელი შეხვედრისას ვისაუბრეთ, ადმინისტრაციისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო ტურიზმის, როგორც ტურისტული პროდუქტის განვითარება,
ამისათვის, გეგმავს სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიებების განხორციელებას თუმცა, სანამ კონკრეტულ წამახალისებელ ღონისძიებებს დავგეგმავთ მნიშვენელოვანია კანონმდებლობაში სწორად განიმარტოს თუ რას გულისხმობს სამედიციო ტურიზმი.
ამ დროსათვის ტურიზმისა და კურორტების შესახებ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი გვაძლევს მხოლოდ სამკურნალო ტურიზმის დეფინიციას და იგი განიმარტება როგორც კურორტების გამოყენება მკურნალობის, სამედიცინო გამოკვლევისა და სხვა სამედიცინო მომსახურების მისაღებად (იხ.მიმაგრებული დოკუმენტი). როგორც გუშინ ვისაუბრეთ აღნიშნული განმარტება გარდა იმისა, რომ მოძველებულია ასევე არის ძალიან ვიწრო და არ იძლევა ლავირების საშუალებას.
აქედან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადებისას ძალიან მნიშვენელოვანია თქვენი მოსაზრება თუ რას შეიძლება იგულისხმებოდეს ტერმინში „სამედიცინო (სამკურნალო) ტურიზმი“ და როგორ შეიძლება განიმარტოს იგი სწორად.
გარდა ზემოაღნიშნულისა მოგახსენებთ, რომ ადმინისტრაცია მუშაობს სამედიცინო ტურიზმის კატალოგზე, აღნიშნულ კატალოგში განსაზღვრულია სამედიცინო მიმართულებების შემდეგი ჩამონათვალი: კარდიოლოგია/კარდიოქირურგია; ორთოპედია; ოფთალმოლოგია; პლასტიკური ქირურგია; თმის გადანერგვა; სტომატოლოგია; ბაქტერიოფაგები - Special offer
საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე კლინიკა; Joint Commission International (JCI) Accredited Hospital საერთაშორისო აკრედიტაციის მომლოდინე კლინიკა. - მივიჩნიეთ, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ეს სამედიცინო მიმართულებებია მზად საერთაშორისო სტუმრების მისაღებად.
ყველა მიმართულებაში გამოტანილია პროვაიდერები მათ მიერ მოწოდებული შემოთავაზებებით, გარდა სტომატოლოგიისა. სტომატოლოგიაში მხოლოდ მიმართულებების ზოგადი მიმოხილვა მოცემული.
ხომ არ ფიქრობთ, რომ რომელიმე სამედიცინო მიმართულება გამოტოვებულია ან არასრულყოფილად არის ჩამოყალიბებული?
გთხოვთ, მოგვწერეთ თქვენი რეკომენდაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
მადლობა თანამშრომლობისათვის,
პატივისცემით,
ნინო