| From : | Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Ketevan Nikolishvili <knikolishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: პრეგაბალინთან დაკავშირებით |
| Cc : | Marina Latsabidze <mlatsabidze@moh.gov.ge> |
| Received On : | 30.07.2019 12:51 |
| Attachments : |
საღამო მშვიდობისა,
გაცნობებთ, რომ შეხვედრა ჩაინიშნა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, მე-8 სართულზე, დიდ დარბაზში.
შეხვედრას დაესწრებიან ექიმი ნევროლოგები: მარინა ჯანელიძე, მაია ბერიძე, თენგიზ წულაძე, ასევე, რეგულირების სააგენტოს, წამლის სააგენტოს და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის წარმომადგენლები.
პატივისცემით,
ნათია ნოღაიდელი
From: Tamar Gabunia
Sent: Monday, July 29, 2019 5:27 PM
To: Mariam Darakhvelidze
Cc: Marina Latsabidze; Natia Nogaideli
Subject: FW: პრეგაბალინთან დაკავშირებით
ძვირფასო მარინა,
მნიშვნელოვანია შევიკრიბოთ უახლეს დღეებში და ვიმსჯელოთ პრეგაბალინის მაღალი ხარჯვის შესაძლო მიზეზებისა და მომავალში მისი მოხმარების შეზღუდვის შესაძლებლობების თაობაზე. მინდა დავაზუსტო, თუ მოხერხდა აქამდე კლინიკური მოხმარების ანალიზის ჩატარება და თუ გვაქვს მოკვლევის შედეგები რეცეპტების გაცემის დასაბუთებულობის თაობაზე (რამდენადაც მახსოვს რეგულირების სააგენტო გეგმავდა ამ საკითხზე მუშაობას).
ქ-ნო ქეთინო, გთხოვთ ქ-ნ მარინასთან კოორდინაციით შეთანხმდეთ კომისიის სხდომის თარიღზე და ჩანიშნოთ შესაბამისად.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
Deputy Minister
From: Ketevan Nikolishvili
Sent: 29 July, 2019 17:20
To: Tamar Gabunia
Subject: RE:
ქალბატონო თამარ,
დავალებისამებრ გიგზავნით,
მოსალოდნელი რისკები:
წერილს თან ერთვის:
- სტატისტიკური მონაცემები პრეგაბალინის ბრუნვის შესახებ;
- კომისიის სასურველი შემდგენლობა
(იხ. მიბმული ფაილები)
პატივისცემით,
ქეთევან ნიკოლიშვილი
From: Tamar Gabunia
Sent: Monday, July 29, 2019 10:15 AM
To: Ketevan Nikolishvili <knikolishvili@moh.gov.ge>
Cc: Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Marina Latsabidze <mlatsabidze@moh.gov.ge>
Subject: RE: პრეგაბალინთან დაკავშირებით
ქ-ნო ქეთევან
გთხოვთ დღის ბოლომდე წარმომიდგინოთ კომისიის შემადგენლობა და ასევე მოსალოდნელი რისკების ჩაღრმავებული ანალიზი, რათა შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ აღნიშნულ საკითხზე.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
Deputy Minister
From: Ketevan Nikolishvili
Sent: 29 July, 2019 10:06
To: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject: პრეგაბალინთან დაკავშირებით
ქალბატონო თამარ,
როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია (მოხსენებითი ბარათი # 15-922; 16.07.2019), ქვეყანაში პრეგაბალინის იმპორტის მოცულობა (118 კგ) მიმდინარე წლის პირველ ნახევარში უკვე აღემატება გასული წლის მოხმარებულ რაოდენობას (112,5 კგ).
დღეის მდგომარეობით სააგენტოში შემოსულია ოთხი კომპანიის (ავერსი-ფარმა; სოლო-ფარმა; ნიუ ჯორჯია 555 და ჰუმანითი ჯორჯია) განაცხადი პრეგაბალინის იმპორტის განსახორციელებლად წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის გაცემასთან დაკავშირებით და ჯამურად აღნიშნული კომპანიები ითხოვენ ქვეყანაში დამატებით 98 კგ პრეგაბალინის იმპორტის უფლებას.
მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ქვეყანაში იმპორტირებული რაოდენობა მიაღწევს 216 კგ, ეს რაოდენობა კი პრაქტიკულად უტოლდება იმ პიკურ ოდენობას (215 კგ), რომელიც დაფიქსირდა 2012 წელს, როდესაც პრეგაბალინის არამართლზომიერი მოხმარების მასშტაბები მაქსიმუმს აღწევდა და საფუძვლად დაედო მის შეტანას ფსიქოტროპული ნივთიერებების სიაში და უკანონო ბრუნვაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას.
საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია აღნშნული საკითხის განხილვა მოხდეს კომისიური წესით, სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ჩართულობით.
პატივისცემით,
ქეთევან ნიკოლიშვილი