From : Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge>
To : Nana Kavtaradze <n.kavtaradze@ncdc.ge>
Subject : RE: მოწვევა ევროკავშირის მისიასთან დაგეგმილ შეხვედრაზე 11 ნოემბერს. NCDC
Cc : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Ana Kasradze <A.Kasradze@ncdc.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Received On : 08.11.2019 10:49
Attachments :

დიდი მადლობა, ქალბატონო ნანა.

 

აუცილებლად დავესწრები.

 

 

პატივისცემით,

 

ნათია ნოღაიდელი

 

From: Nana Kavtaradze [mailto:n.kavtaradze@ncdc.ge]
Sent: Friday, November 08, 2019 2:12 PM
To: Natia Nogaideli
Cc: Amiran Gamkrelidze; Ana Kasradze
Subject:
მოწვევა ევროკავშირის მისიასთან დაგეგმილ შეხვედრაზე 11 ნოემბერს. NCDC

 

ქალბატონო ნათია,

 

როგორც მოგეხსნებათ, მიმდინარე წელს საქართველო იმყოფება ევროასოცირების ფარგლებში დაგეგმილ, გადამდებ დაავადებათა მართვისა და ზედამხედველობის სისტემის შეფასების პროცესში. აღნიშნულ შეფასებას ევროკავშირის მხრიდან კოორდინაციას უწევს ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, შეფასების პროცესი მოიცავს ექვს კომპონენტს: ჯანდაცვის სისტემის მართვა, ადამიანური რესურსების შესაძლებლობების განვითარება, ზედამხედველობა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებზე მზადყოფნა და რეაგირება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების ეროვნული სისტემა, სახელმწიფო პროგრამები. 


გადამდებ დაავადებათა მართვისა და ზედამხედველობის სისტემის შეფასების დასკვნით ნაწილს წარმოადგენს ექსპერტთა ვიზიტი საქართველოში, რომელიც დაგეგმილია ა.წ 11-15 ნოემბერს.


ექსპერტთა ვიზიტი მოიცავს პლენარულ და ინტერვიუს ფორმატის შეხვედრებს. 11 ნოემბერს 9:00 საათზე
(რეგისტრაცია იწყება 08:45 სთ-ზე) პლენარული სხდომა ჩატარდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დიდ საკონფერეციო დარბაზში (მის.: კახეთის გზატკეცილი #99), რომლის დროსაც ექსპერტები გაგვაცნობენ შეფასების მიმდინარეობისას დაგეგმილ აქტივობებს, სხდომის შემდეგ 11:00 სთ-  13:00-მდე შუალედში დაგეგმილია რამდენიმე ბილატერალური შეხვედრა, მათ შორის, სამინისტროს წარმომადგენლებთან. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ბილატერალური შეხვედრა ჯანდაცვის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების საკითხებზე (Human Resource Capacity Development), რომელზეც ფრიად მნიშვნელოვანია თქვენი მონაწილეობა.

 

წინასწარი ინფორმაციით ცნობილია, რომ ევროკავშირის წარმომადგენელთა შეკითხვები შეეხება გადამდებ დაავადებათა რეგულაციებს, სხვადასხვა პროგრამების, გაიდლაინების, პროტოკოლების შედგენას საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, მათ პრაქტიკულ განხორციელებას, თუ როგორ ხდება პრიორიტეტული პროგრამების შერჩევა. ასევე დაფინანსების მექანიზმს, თანამშრომლობას სამინისტროსა და ჩვენ ცენტრს შორის და სხვ.

 

ჩვენი საუბრის თანახმად გიგზავნით მისიის განრიგის სამუშაო ვერსიას და მოხარულნი ვართ, რომ მოახერხებთ, დასწრებას როგორც პლენარულ, ასევე ჯანდაცვის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების საკითხებზე ბილატერალური შეხვედრაზე.

 

პატივისცემით, 

 

ნანა ქავთარაძე

 

 

Nana Kavtaradze MD, MPA

-------------------------------------

Head of International and Public Relations Division

National Center for Disease Control and Public Health

99, Kakheti Highway

Tbilisi, 0198, Georgia

Tel.: +995 322 116 001. Ext.:710

www.ncdc.ge

cid:image001.png@01D4CDE3.8F9B7FF0