| From : | Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge> |
| To : | Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ეფექტიანობის ანგარიში |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Received On : | 20.03.2019 10:54 |
მარინა,
გუშინ შენთან სხვა ვერსია გადმოუგზავნიათ. დღეს ჩემს მიერ გადმოგზავნილი არის ბოლო ვერსია (ვესაუბრე ამის თაობაზე ბატონ ზაზას).
ეხლა დეტალურად გავდივარ. შენი ვერსიაც აქ მაქვს და ვადარებ.
ვფიქრობ, რეკომენდაციების ნაწილში შენი მოსაზრებები, ნაწილობრივ, გათვალისწინებულია. მაგალითად:
რეკომენდაცია სამინისტროს და ცენტრს:
რეკომენდაცია №2: ნოზოკომიური ინფექციების შესახებ სანდო ინფორმაციის მოპოვების მიზნით, მნიშვნელოვანია არსებული მექანიზმების გაფართოება - იმპლემენტაციის პროცესის ხელშეწყობით, ახალი ინსტრუმენტების დანერგვით და იპკ-ს მართვის სისტემის ერთეულებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებით, უზრუნველყიფილი იქნას ქვეყანაში არსებული ნოზოკომიური ინფექციების შესახებ ინფორმაციის სანდოობა, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მიერ ქმედითი ღონისძიებების გატარებას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით;
რეკომენდაცია სამინისტროს:
რეკომენდაცია №3 სანდო ინფორმაციის არსებობის პირობებში, სამინისტრომ უზრუნველყოს ნოზოკომიური ინფექციების მკურნალობაზე გაწეული ხარჯების იდენტიფიცირება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ნოზოკომიურ ინფექციებთან დაკავშირებული ხარჯების მართვის ეფექტიანობა.
ასევე, სხვა პოზიციაა სტომატოლოგიური საქმიანობების რეგულირების მიმართულებით (ანუ არ არის მანდატორული ვალებულება):
რეკომენდაცია სამინისტროს და რეგულირების სააგენტოს:
რეკომენდაცია №5 სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების გავრცელების მაღალი რიკის გამო, რომელიც შეიცავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებულ საფრთხეს, განხილული იქნას სტომატოლოგიური საქმიანობის, როგორც ნებართვით სახელმწიფო რეგულირებადი საქმიანობის საკითხი და შესაბამისი საექსპერტო დასკვნების პირობებში განხორციელდეს მისი საკანონმდებლო ინიცირება.
ამოღებულია ფრაზა ნოზოკომიურზე გაწეული ხარჯის გამიჯვნასთან დაკავშირებით, რაც ასახულია რეკომენდაცია „3“-ში (მოყვანილია ზემოთ), ასევე, დასკვნაში::
მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროსა და ცენტრის მიერ შემუშავებულია მექანიზმები, რომელიც მიმართულია ქვეყანაში სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების შესახებ ინფორმაციის გაუმჯებესებისკენ, ისინი არ არის საკმარისი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში აღნიშნული მიმართულებით არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ, რაც თავის მხრივ შექმნიდა ნოზოკომიურ ინფექციებზე გაწეული ხარჯების იდენტიფიცირებისა და ეფექტიანი მართვის პირობებს.
ვფიქრობ, რომ კატეგორიული ტონი, რაც წინა რედაქციებში იყო, გარკვეულწილად, შერბილებულია, ამავდროულად, რეკომენდაციები არ არის ძალიან კატეგორიული და მტკივნეული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, შესაძლებელია დავეთანხმოთ.
ველი შენს საბოლოო მოსაზრებას, რათა დავურეკო ზაზა შეყილაძეს.
პატივისცემით,
ნათია
From: Mariam Darakhvelidze
Sent: Wednesday, March 20, 2019 1:46 PM
To: Natia Nogaideli
Cc: Tamar Gabunia
Subject: Fw: ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ეფექტიანობის ანგარიში
პირველ რიგში, თამუნას ბოდიშს ვუხდი, რომ ვაფორვარდებ ამ მეილს და ასეთი სახით ვუგზავნი ჩემს მოსაზრებას.
ნათია, რაც გამომიგზავნე- ჩასწორებული ვერსია, ნაკლებად განსხვავდება მათი მოწოდებულისგან და ვიფიქრე, რომ იქნებ არ მგიღია - ჩემი მეილი იჭედება ხოლმე და არ არის გასაკვირი...
მე რაც გავაკეთე, მაგიდაზე მიდევს და აიღე, თუ საჭიროდ ჩათვლით.
მადლობა, მარინა
From: Mariam Darakhvelidze
Sent: Tuesday, March 19, 2019 4:09 PM
To: Natia Nogaideli
Subject: Re: ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ეფექტიანობის ანგარიში
ნათია,
არა, აღარ მოკიდო ხელი.
ჰკითხე თამუნას და ჩვენს აუდიტს.
ჩემი აზრით, მას შემდეგ, რაც მინისტრთან შეხვედრა გვქონდა, ჩვენი ვერსიაც კი შევთავაზეთ (რომელზედაც მაინც მეთანაღრებოდა გული), აზრი აღარ აქვს ჩასწორებებს.
იქნებ ბატონ დავითს გააგებინონ და როგორც იტყვის, ისე მოვიქცეთ ( მაშინ ასე უთხრა, ჩვენ განმარტებები მოგეცით და ახლა თქვენ თქვენი საქმე ისე გააკეთეთ, როგორც საჭიროდ თვლითო).
გამაგებინე.
მარინა
From: Natia Nogaideli
Sent: Tuesday, March 19, 2019 3:57 PM
To: Mariam Darakhvelidze
Subject: RE: ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ეფექტიანობის ანგარიში
ჩავასწორებ და გადავგზავნი...
From: Mariam Darakhvelidze
Sent: Tuesday, March 19, 2019 3:09 PM
To: Natia Nogaideli
Subject: Fw: ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ეფექტიანობის ანგარიში
ნათია, ჩემს მაგიდაზეა ბოლოს რაც მივეცი ამობეჭდილი. მეილზე არ მაქვს რომ შვამოწმო. შედი და ნახე. რაღაც ჰიბრიდია გაკეთებული და ღარ შემიძლია უკვე. რაც უნდა თ ის წერონ და იკითხონ. უთხრა გასაგებად კაცმა - არასერიოზული მიდგომააო და არ ესმით...
From: Nazi Chaganava
Sent: Tuesday, March 19, 2019 10:00 AM
To: Mariam Darakhvelidze
Cc: Zaza Shekiladze; Mariam Zaalishvili
Subject:
ქალბატონო მარინა,
გიგზავნით ჩვენი ერთობლივი შეხვედრის შემდეგ ეფექტიანობის ანგარიშში შესულ ცვლილების ( ყურადღების გამახვილების მიზნით, ანგარიშში აღნიშნული ცვლილებები გაყვითლებულია), გთხოვთ გაეცნოთ.
პატივისცემით,
ნაზი ჩაგანავა