| From : | Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge> |
| To : | khonelidze.nato@gmail.com; kate_kantaria@yahoo.com; janelidze_nana@yahoo.com; osidze_k@yahoo.com; Lika Chkonia <likachkon@hotmail.com> (likachkon@hotmail.com) <likachkon@hotmail.com> |
| Subject : | ART |
| Cc : | Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Received On : | 06.11.2019 14:06 |
საღამო მშვიდობისა,
დიდ მადლობას გიხდით პრეზენტაციის მოწოდებისათვის. დღეს გავიარეთ თქვენი მოსაზრებები ექსპერტთან. კანონპროექტის პირველადი ვერსია მზად იქნება დღეს გვიან ან ხვალ დილით.
შესაბამისად, კანონპროექტს გამოგიგზავნით მიღებისთანავე.
ამასთან, როგორც თქვენთვის ცნობილია, ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს სხდომა, რომელზეც მოხდება რეპროდუქციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ეთიკური საკითხების განხილვა, გაიმართება პარასკევს - 8 ნოემბერს, 17.00-ზე (მე-8 სართული).
ვინაიდან საბჭოს ფორმატი არ იძლევა ფართო წამომადგენლობის დასწრების საშუალებას, სხდომას დაესწრებიან: ნატა ხონელიძე, ქეთი ქანთარია, ნანა ჯანელიძე, ლიკა ჭყონია და ქეთი ოსიძე.
ამავდროულად, მაქვს კიდევ ერთი თხოვნა, სხდომაზე დამსწრე პირები იქნებ სამინისტროში (მე-7 სართული) მობრძანდეთ 8 ნოემბერს, პარასკევს, 11.00-ზე, რათა ერთად გავიაროთ კანონპროექტი და ყველა ის საკითხი, რაზეც მსჯელობა გაიმართება ბიოეთიკის საბჭოზე.
პატივისცემით,
ნათია ნოღაიდელი