From : Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge>
To : Ketevan Nikolishvili <knikolishvili@moh.gov.ge>
Subject : 176,2016, 01-28/n
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
Received On : 15.05.2019 17:29

საღამო მშვიდობისა, ქალბატონო ქეთევან,

 

 

GMP-ის გეგმის იმპლემენტაციის ფარგლებში სამინისტროს ვალდებულებაა, 2019 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს ცვლილებების  დამტკიცება კანონქვემდებარე აქტებში (მთავრობის დადგენილება #176, #206, მინისტრის ბრძანება #01-28/ნ).

 

ვინაიდან დოკუმენტების მიღება მათი მომზადების და მინისტრთან შეთანხმების შემდეგ მოითხოვს გარკვეულ დროს (მ.შ., იურიდიული ექსპერტიზა, ამასთან, მთავრობის დადგენილებები უნდა შეთანხმდეს სექტორულ სამინისტროებთან), რაც შესაძლებელია საკმაოდ გახანგრძლივდეს  ვადასთან მიმართებით, გთხოვთ, მოგვაწოდოთ გადმოგზავნილი დოკუმენტების პროექტების შესახებ თქვენი მოსაზრებები და/ან დოკუმენტების კორექტირებული ვერსიები (სასურველია მომავალ კვირამდე).

 

დიდი მადლობა.

 

პატივისცემით,

 

ნათია ნოღაიდელი