From : Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : ხელშეკრულება
Cc : Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
Received On : 02.07.2019 17:31

საღამო მშვიდობისა,

 

მოგხსენებ, რომ ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოში შტატგარეშე თანამშრომლად 3 თვის ვადით დასაქმებული იყო ნია ხაჩიძე. მისი საქმიანობა მოიცავდა ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემის იმპლემენტაციის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს (ნორმატიული აქტის ცვლილების პროექტის მომზადებაში ჩართულობა, ტრენინგების ორგანიზება/ჩატარება, შემოსულ კითხვებზე რეაგირება, დამხმარე ინსტრუმენტების მომზადებაში მონაწილეობა), ნარკოლოგიისა და ფსიქიატრიის ერთიანი საინფორმაციო სისტემის ამოქმედების ფარგლებში ბიზნეს-პროცესების დაგეგმვასა და ნარკოლოგიური და ფსიქიატრიული დაწესებულებების ტექნიკური რეგლამენტის შემუშავების პროცესებში ჩართულობა, GMP/GDP სტანდარტების დანერგვის მიმართულებით საქმიანობას, ევროკავშირთან ჰარმონიზაციის ფარგლებში (ორგანოთა გადანერგვის მიმართულებით) მიმდინარე ღონისძიებებში დახმარება. ასევე, ჩემი დავალებით იგი ასრულებდა სხვადასხვა რუტინულ საქმიანობას (მ.შ., კორესპონდენციის შესრულება, დოკუემნტების მოძიება/თარგმნა და სხვ.).

 

ამ სამი თვის ვადაში ნია ხაჩიძემ თავი წარმოაჩინა როგორც გონიერმა, ბეჯითმა, მიზანმიმართულმა, თავაზიანმა ახალგაზრდამ. ის თითოეულ დავალებას ასრულებდა პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, დროულად და ხარისხიანად.

 

მოგეხსენებათ, რომ რეგულირების სამმართველოს ფუნქციები საკმაოდ ვრცელია. ამავდროულად, მიმდინარე წელს  რეგულირების სამმართველო ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში ახორციელებს მთელ რიგ აქტივობებს, ამასთან, ქვეყანაში ხორციელდება ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემის დანერგვის პროცესი, რაშიც ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტთან ერთად აქტიურად არის ჩართული რეგულირების სამმართველო (მ.შ., ტრენინგების ნაწილში).

 

ხსენებულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, განხორციელდეს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს გაძლიერება.

 

გთხოვთ, თქვენს დახმარებას ნია ხაჩიძის შტატგარეშე თანამშრომლად აყვანასთან დაკავშირებით.

 

 

პატივისცემით,

 

ნათია