| From : | Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge> |
| To : | Ketevan Nikolishvili <knikolishvili@moh.gov.ge>; Maia Tsotsoria <mtsotsoria@moh.gov.ge>; Tsitsino Jokhadze <cjokhadze@moh.gov.ge> |
| Subject : | შეხვედრა - კვოტები |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Marina Latsabidze <mlatsabidze@moh.gov.ge>; nia_khacho@yahoo.com |
| Received On : | 02.05.2019 09:54 |
მოგესალმებით,
როგორც შევთანხმდით, ჩვენი (ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი, წამლის სააგენტო) შეხვედრა თქვენს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის (მ.შ.„შიდა კვოტებს“ დაქვემდებარებულ 6 ნივთიერებასთან დაკავშირებით) სტატისტიკური ინფორმაცია, პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევის ფაქტების შესახებ ინფორმაცია) საფუძველზე 2019 წლის ქვეყნის შიდა კვოტების განხილვის თაობაზე გაიმართება 2019 წლის 10 მაისს, 12.00-ზე, მე-7 სართულზე (მცირე შეხვედრების ოთახი).
მოგეხსენებათ, აღნიშნული შეხვედრის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წინასწარი შეხვედრის (რომელიც წინ უსწრებს ხოლმე „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის მიზანშეწონილობისა და კვოტის ოდენობის თაობაზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით“ შექმნილი საბჭოს სხდომას) ჩატარებამდე სამინისტროს საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბება კვოტებთან და იმპორტთან დაკავშირებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართება 13-20 მაისის კვირაში (ზუსტ ინფორმაციას მოგაწვდით მომავალ კვირაში).
გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი, ასევე, წამლის სააგენტოდან საბჭოში („სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის მიზანშეწონილობისა და კვოტის ოდენობის თაობაზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით“ შექმნილი საბჭო) წარმოდგენილი კანდიდატების მონაწილეობა 2019 წლის 10 მაისის სამუშაო შეხვედრაში.
პატივისცემით,
ნათია ნოღაიდელი