From : Maia Butsashvili <maiabutsashvili@gmail.com>
To : Nana Kalmakhelidze <nkalmakhelidze@moh.gov.ge>
Subject : Re: პროტოკოლის განახლება
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Khatuna Zaldastanishvili <kzaldastanishvili@moh.gov.ge>; levanperadze@gmail.com; marinaezugbaia@yahoo.com; westzaza@gmail.com; rberiashvili@gmail.com; emgeladze@jamc.ge; d_metreveli@yahoo.co.uk; irma.tchokhonelidze@dntunion.org.ge; ladokuchava@gmail.com; nfmtc@nilc.org.ge; ted1909@hotmail.com; kintraia@hotmail.com; gocha.ingorokva@gmail.com; tantelava@evex.ge; achkhotua@gmail.com; gjavashvili@hotmail.com; n_lomidze@mail.ru; lado_71@yahoo.com; kandelakieka@yahoo.com; ivane_ch@georanet.org.ge; tengiz_31@yahoo.com; tamazshaburishvili@gmail.com; khatuna_lomouri@hotmail.com; kakha65@gmail.com; geoangio@gmail.com; alexander.tsiskaridze@tsu.ge; okujava@gmx.net; gkacharava@yahoo.com; giorgi.papiashvili@gmail.com; nurses.georgia@yahoo.com; makamaglakelidze@gmail.com; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Received On : 29.06.2020 07:28

ქალბატონო ნანა,

რამდენიმე დღის წინ მივიღეთ ბატონი თენგიზ ცერცვაძის წერილი თანმხლები განახლებული პროტოკოლის ფაილით.
მაპატიეთ შესაბამისი პროცედურების არცოდნა. რადგან დამატებით თქვენგან აღარ მიგვიღია წერილი, არ ვიცი საკითხს ამის შემდეგ როგორ ეძლევა მსვლელობა.
უბრალოდ, ჩემს აზრს მაინც დავაფიქსირებ. მადლობას მოვახსენებ ბატონ თენგიზს განმარტებებისთვის, თუმცა კონცეპტუალურად ეს საერთოდ არ ცვლის იმ საკითხს, რაზეც მე ვაკეთებდი აქცენტს - დოკუმენტს აწერია სახელმწიფო სტანდარტი (ხაზს ვუსვამ, ეს არ არის რომელიმე ასოციაციის რეკომენდაციები) და მასში არ უნდა შევიდეს  ექსპერიმენტული მედიკამენტები, რომელთა ავკარგიანობის საკითხი ჯერ-ჯერობით უამრავი მსჯელობის თემაა.

თუ ონლაინ კენჭისყრა ხდება, თუ შეიძლება დააფიქსირეთ ერთი მოწინააღმდეგე ჩემი სახით.
P.S. მედიკამენტების ნებისმიერ კლინიკურ კვლევას საქართველოში მივესალმები და ვგულშემატკივრობ. 

გისურვებთ წარმატებებს.

დიდი მადლობა
 

Maia Butsashvili, MD, MS, PhD
Director
Health Research Union (HRU)
47 Tashkenti str. Tbilisi 0177 Georgia
Tel: 995 32 2144447
 
 


On Tue, Jun 16, 2020 at 7:01 PM Nana Kalmakhelidze <nkalmakhelidze@moh.gov.ge> wrote:

პატივცემულო საბჭოს წევრებო, მოგესალმებით,

 

როგორც მოგეხსენებათ, მინისტრის 2020 წლის 24 მარტის 01-119/ო ბრძანებით დამტკიცებულ იქნა „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვა“ - კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი).

 

მიმდინარე წლის 8 ივნისს პროტოკოლის ავტორთა მიერ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორის, ბატონ თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, განხორციელდა პროტოკოლის არსებული რედაქციის განახლება, რომელსაც გიგზავნით შესათანხმებლად.

აღნიშნულ პროტოკოლს თან ახლავს თსსუ ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ელზა ვაშაკიძის და საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის პრეზიდენტის, ქალბატონ ირინა ქაროსანიძის რეცენზიები.  

გთხოვთ, განიხილოთ და შესაძლო მოკლე ვადაში მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრება წარმოდგენილი პროტოკოლის დამტკიცებასთან დაკავშირებით.

 

პატივისცემით, 

საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი

ნანა კალმახელიძე

577 944 934