From : Maia Butsashvili <maiabutsashvili@gmail.com>
To : Nana Kalmakhelidze <nkalmakhelidze@moh.gov.ge>
Subject : Re: პროტოკოლის განახლება
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Khatuna Zaldastanishvili <kzaldastanishvili@moh.gov.ge>; levanperadze@gmail.com; marinaezugbaia@yahoo.com; westzaza@gmail.com; rberiashvili@gmail.com; emgeladze@jamc.ge; d_metreveli@yahoo.co.uk; irma.tchokhonelidze@dntunion.org.ge; ladokuchava@gmail.com; nfmtc@nilc.org.ge; ted1909@hotmail.com; kintraia@hotmail.com; gocha.ingorokva@gmail.com; tantelava@evex.ge; achkhotua@gmail.com; gjavashvili@hotmail.com; n_lomidze@mail.ru; lado_71@yahoo.com; kandelakieka@yahoo.com; ivane_ch@georanet.org.ge; tengiz_31@yahoo.com; tamazshaburishvili@gmail.com; khatuna_lomouri@hotmail.com; kakha65@gmail.com; geoangio@gmail.com; alexander.tsiskaridze@tsu.ge; okujava@gmx.net; gkacharava@yahoo.com; giorgi.papiashvili@gmail.com; nurses.georgia@yahoo.com; makamaglakelidze@gmail.com; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Received On : 17.06.2020 07:36

ძვირფასო კოლეგებო,

გავეცანი კლინიკურ პროტოკოლს და ჩემი მოსაზრებები არის შემდეგი:
1. ვეთანხმები სიმპტომური მკურნალობის ნაწილს
2. გაუგებარია კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტების ნაწილი, კერძოდ, ავტორებს მითითებული აქვთ, რომ ამ მედიკამენტების გამოყენება მოხდება მხოლოდ კვლევის ფარგლებში. მაშინ ეს მედიკამენტები როგორ უნდა გახდეს კლინიკური მართვის სახელმწიფო სტანდარტი? თითოეულ კვლევას აქვს თავისი პროტოკოლი და იქ, ცხადია. დეტალურად იქნება გაწერილი ამ მედიკამენტების გამოყენების ალგორითმი, თუმცა, ისევ ვიმეორებ, მაშინ სახელმწიფოს მიერ დამტკიცებულ გაიდლაინში ექსპერიმენტული მედიკამენტები როგორ უნდა შევიდეს?

ამიტომ, მე ვფიქრობ, სპეციფიური მკურნალობა, ვინაიდან ჯერ ასეთი არ არსებობს და ყველა მათგანი მხოლოდ კვლევის ფაზაშია (მოგეხსენებათ, პლაქვენილს 15 ივნისს FDA-მ მოუხსნა Emergency Authorization Use, გვერდითი მოვლენების და დაუსაბუთებელი სარგებლის გამო), სახელმწიფო სტანდარტში არ უნდა იყოს.    

გმადლობთ

Maia Butsashvili, MD, MS, PhD
Director
Health Research Union (HRU)
47 Tashkenti str. Tbilisi 0177 Georgia
Tel: 995 32 2144447
 
 


On Tue, Jun 16, 2020 at 7:01 PM Nana Kalmakhelidze <nkalmakhelidze@moh.gov.ge> wrote:

პატივცემულო საბჭოს წევრებო, მოგესალმებით,

 

როგორც მოგეხსენებათ, მინისტრის 2020 წლის 24 მარტის 01-119/ო ბრძანებით დამტკიცებულ იქნა „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვა“ - კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი).

 

მიმდინარე წლის 8 ივნისს პროტოკოლის ავტორთა მიერ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორის, ბატონ თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, განხორციელდა პროტოკოლის არსებული რედაქციის განახლება, რომელსაც გიგზავნით შესათანხმებლად.

აღნიშნულ პროტოკოლს თან ახლავს თსსუ ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ელზა ვაშაკიძის და საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის პრეზიდენტის, ქალბატონ ირინა ქაროსანიძის რეცენზიები.  

გთხოვთ, განიხილოთ და შესაძლო მოკლე ვადაში მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრება წარმოდგენილი პროტოკოლის დამტკიცებასთან დაკავშირებით.

 

პატივისცემით, 

საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი

ნანა კალმახელიძე

577 944 934