From : Maia Butsashvili <maiabutsashvili@gmail.com>
To : Ivane Chkhaidze <ivane_ch@georanet.org.ge>
Subject : Re: პროტოკოლის განახლება
Cc : Nana Kalmakhelidze <nkalmakhelidze@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Khatuna Zaldastanishvili <kzaldastanishvili@moh.gov.ge>; levanperadze@gmail.com; marinaezugbaia@yahoo.com; westzaza@gmail.com; rberiashvili@gmail.com; emgeladze@jamc.ge; d_metreveli@yahoo.co.uk; irma.tchokhonelidze@dntunion.org.ge; ladokuchava@gmail.com; nfmtc@nilc.org.ge; ted1909@hotmail.com; kintraia@hotmail.com; gocha.ingorokva@gmail.com; tantelava@evex.ge; Archil Chkhotua <achkhotua@gmail.com>; Givi Javashvili <gjavashvili@hotmail.com>; n_lomidze@mail.ru; lado_71@yahoo.com; kandelakieka@yahoo.com; tengiz_31@yahoo.com; tamazshaburishvili@gmail.com; khatuna_lomouri@hotmail.com; kakha65@gmail.com; geoangio@gmail.com; Alexander Tsiskaridze <alexander.tsiskaridze@tsu.ge>; okujava@gmx.net; gkacharava@yahoo.com; giorgi.papiashvili@gmail.com; nurses.georgia@yahoo.com; makamaglakelidze@gmail.com; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Received On : 22.06.2020 07:25

ბატონო ვანო,
დიდი მადლობა ჩემს შენიშვნაზე გამოხმაურებისთვის.
უბრალოდ, IDSA გზამკვლევი ერთ-ერთი ასოციაციის რეკომენდაციაა და არა აშშ მთავრობის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი. მათ, რა თქმა უნდა, კვლევებში ჩართული მედიკამენტების ჩაწერაც მარტივად შეუძლიათ. გარდა ამისა, IDSA გაიდლაინში კონტექსტი სხვაგვარია: მიმოხილული და შეჯამებულია კვლევები თავისი სარგებლით და ზიანით.  ჩვენს დოკუმენტს ქვია "სახელმწიფო სტანდარტი" და ამიტომ არა მგონია  ექსპერიმენტული მედიკამენტები სახელმწიფო სტანდარტის ნაწილი უნდა იყოს. სტანდარტი თავისთავად ნიშნავს, რომ COVID პაციენტების მკურნალობა უნდა განხორციელდეს დადგენილი სტანდარტით. ექსპერიმენტული მედიკამენტი შეიძლება გამოიყენოს ერთმა ან რამდენიმე კლინიკამ ექსპერიმენტის მიმდინარეობის პერიოდში და ეს როგორ გამოდის  სტანდარტის ნაწილი? ამ ლოგიკით სხვადასხვა ექსპერიმენტი შეიძლება მკურნალობის სხვადასხვანაირ რეჟიმს შეისწავლიდეს და არა კონკრეტულად რომელიმე ერთს. რომელი ექსპერიმენტი უნდა იყოს სტანდარტი? 
ზოგადად მინდა კითხვა დავსვა: საქართველოში არაერთი მედიკამენტის ექსპერიმენტული კვლევა მიმდინარეობს. არის თუ არა ეს მედიკამენტები შეტანილი სამინისტროს მიერ დამტკიცებულ გაიდლაინებში? 
თუ ჩვენ ამ პროტოკოლს ასეთი სახით დავამტკიცებთ, მაშინ საერთოდ კარგი იქნება, ჩამოვაყალიბოთ ზუსტი დეფინიცია, რას ნიშნავს სახელმწიფო სტანდარტი? და აღარ გვქონდეს მსგავსი დოკუმენტები და როგორც ეს ბევრ ქვეყანაშია, ექიმებმა უბრალოდ გამოიყენონ სხვადასხვა კლინიკური ასოციაციის რეკომენდაციები. 

გმადლობთ,
მაია

Maia Butsashvili, MD, MS, PhD
Director
Health Research Union (HRU)
47 Tashkenti str. Tbilisi 0177 Georgia
Tel: 995 32 2144447
 
 


On Sun, Jun 21, 2020 at 10:34 PM Ivane Chkhaidze <ivane_ch@georanet.org.ge> wrote:
ქ-ნო ნანა,
 
პროტოკოლი მისაღებია, მხარს ვუჭერ მის დამტკიცებას.
 
რაც შეეხება ქ-ნ მაია ბუწაშვილის შენიშვნას სახელმწიფოს მიერ დამტკიცებულ გაიდლაინში ექსპერიმენტული მედიკამენტების გამოყენებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ ამ თვალსაზრისით შესაძლებელია გავითვალისწინოთ ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების გზამკვლევის ( Infectious Diseases Society of America Guidelines on the Treatment and Management of Patients with COVID-19 Infection. Available at https://www.idsociety.org/practice-guideline/covid-19-guideline-treatment-and-management/)   ფორმულირება, რომელიც ეხება COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატებს:  კვლევების მცირე რაოდენობის და, შესაბამისად, არასაკმარისი სარწმუნოობის და ცოდნის დეფიციტის  (knowledge gap) გამო, მათი გამოყენება რეკომენდებულია კლინიკური ცდის კონტექსტში (in the context of a clinical trial)”
 
ვფიქრობ, რომ სანამ მსოფლიოში არ არის ერთიანი პროტოკოლი COVID-19-ის მკურნალობასთან დაკავშირებით, ასეთი ფორმულირება მისაღებია და სრულად შეესაბამება COVID-19-ის მართვის დღევანდელ რეალობას.
 
პატივისცემით,
 
ი.ჩხაიძე 
 
 
Sent: Tuesday, June 16, 2020 19:01
To: Tamar Gabunia ; Khatuna Zaldastanishvili ; levanperadze@gmail.com ; marinaezugbaia@yahoo.com ; westzaza@gmail.com ; rberiashvili@gmail.com ; emgeladze@jamc.ge ; d_metreveli@yahoo.co.uk ; irma.tchokhonelidze@dntunion.org.ge ; ladokuchava@gmail.com ; nfmtc@nilc.org.ge ; ted1909@hotmail.com ; kintraia@hotmail.com ; maiabutsashvili@gmail.com ; gocha.ingorokva@gmail.com ; tantelava@evex.ge ; achkhotua@gmail.com ; gjavashvili@hotmail.com ; n_lomidze@mail.ru ; lado_71@yahoo.com ; kandelakieka@yahoo.com ; ivane_ch@georanet.org.ge ; tengiz_31@yahoo.com ; tamazshaburishvili@gmail.com ; khatuna_lomouri@hotmail.com ; kakha65@gmail.com ; geoangio@gmail.com ; alexander.tsiskaridze@tsu.ge ; okujava@gmx.net ; gkacharava@yahoo.com ; giorgi.papiashvili@gmail.com ; nurses.georgia@yahoo.com ; makamaglakelidze@gmail.com
Subject: პროტოკოლის განახლება
 

პატივცემულო საბჭოს წევრებო, მოგესალმებით,

 

როგორც მოგეხსენებათ, მინისტრის 2020 წლის 24 მარტის 01-119/ო ბრძანებით დამტკიცებულ იქნა „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვა“ - კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი).

 

მიმდინარე წლის 8 ივნისს პროტოკოლის ავტორთა მიერ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორის, ბატონ თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, განხორციელდა პროტოკოლის არსებული რედაქციის განახლება, რომელსაც გიგზავნით შესათანხმებლად.

აღნიშნულ პროტოკოლს თან ახლავს თსსუ ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ელზა ვაშაკიძის და საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის პრეზიდენტის, ქალბატონ ირინა ქაროსანიძის რეცენზიები. 

გთხოვთ, განიხილოთ და შესაძლო მოკლე ვადაში მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრება წარმოდგენილი პროტოკოლის დამტკიცებასთან დაკავშირებით.

 

პატივისცემით,

საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი

ნანა კალმახელიძე

577 944 934

 




Avast logo

This email has been checked for viruses by Avast antivirus software.
www.avast.com