ჩემს მიერ დამუშავებული ორგანოთა გადანერგვის კანონპროექტის გამოგზავნის შემდეგ, მე და ნათიამ შაბათს გავიარეთ ეს კანონპროექტი და მთელი რიგი საკითხები და შევჯერდით გარკვეულ მათგანზე, მაგრამ შეჯერებული საკითხების კანონპროექტში ასახვისთვის კიდევ მჭირდება რამდენიმე დღე, რის შემდეგაც გამოგიგზავნით.
რაც შეეხება ქსოვილების კანონპროექტს, ხვალ გამოგიგზავნით ამ კანონპროექტის ჩემს მიერ დამუშავებულ ვერსიას, რომელსაც ორგანოების კანონპროექტის მსგავსად გადახედავს ნათია.
რაც შეეხება უცხოელ ექსპერტებთან ვიდეოკონფერენციას, ვფიქრობ მათთან საჭირო იქნება იმ რამდენიმე ძირითადი საკითხის გავლა, რაზედაც მე და ნათიამაც ვისაუბრეთ. რაც შეეხება ჩემს მიერ ჩასწორებულ სამართლებრივი ტექნიკის, კანონის სტრუქტურის და ტერმინოლოგიურ საკითხებს და დეტალებს (თქვენც ნახავდით როგორც გამოგზავნილ კანონპროექტში, ისევე იქნება მეორე კანონპროექტშიც და ჩასწორებულ ვერსიაშიც) მათი ტელეკონფერენციით გავლა უბრალოდ წარმოუდგენელია. ჩემი აზრით, კანონპროექტის საბოლოო შეჯერებული ვერსია მომავალში უნდა ვუთარგმნოთ და ისე გავუგზავნოთ უცხოელებს, მით უმეტეს რომ კანონპროექტს ემატება ორი თავი - პასუხისმგებლობის და გარდამავალი და დასკვნითი დებულებების.
თუ თქვენთვის მისაღები იქნება, ვფიქრობ უმჯობესია მიმდინარე კვირაში (ალბათ სამუშაო კვირის ბოლოსთვის) მოეწყოს აღნიშნული ტელეკონფერენცია.
ძვირფასო ნათია, არჩილ.
მოგესალმებით, იმედია წარმატებული სამუშაო სესია გქონდათ და პროგრესი გვაქვს, ვთვლი რომ ახლა კარგი დროა უცხოელ ექსპერტებთან შესახვედრად, ბატონ არჩილსაც აქვს მათთან კითხვები, თუ შეიძლება თქვენთვის სასურველი დრო რომ მითხრათ,
ჩვენს აიტი სამსახურს გავაკეთებინებ Webex ის კონფერენციის ლინკს. ასევე თუ არ შეწუხდებით რომ გამიმიგზავნოთ თქვენს მიერ შეჯერებული კანონპროექტის ვარიანტი.
პატივისცემით
ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველო
პოლიტიკის დეპარტამენტი
საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი,
საქართველო, 0159
+995 591 50 49 45
+995 32 2 51 00 38

--
Archil Zangurashvili
Lawyer. Legal Expert
M: 577-12-77-71