| From : | Irma Burjanadze <irmaepi@gmail.com> |
| To : | Tamta Demurishvili <tdemurishvili@justice.gov.ge> |
| Subject : | Re: გადაგზავნა: 29 ივნისის ტესტირება |
| Cc : | i.burjanadze@ncdc.ge; Ketevan Betlemidze <kbetlemidze@justice.gov.ge>; Giorgi Pataridze <gpataridze@justice.gov.ge>; Amiran Gamkrelidze <a.gamkrelidze@ncdc.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Aleksandre Tabatadze <atabatadze@justice.gov.ge>; Nika Tskhvarashvili <ntskhvarashvili@justice.gov.ge>; Davit Bedia <dbedia@justice.gov.ge>; Giorgi Chidrashvili <gchidrashvili@justice.gov.ge>; Paata Imnadze <p.imnadze@ncdc.ge>; Xatuna Zakhashvili <episurv@ncdc.ge> |
| Received On : | 26.06.2020 11:14 |
მოგესალმებით თამთა,
ჩვენც ცენტრში უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს პენიტენციური სამსახურის მედ. პერსონალის განმეორებით გადამზადება კოვიდ ინფექციაზე ცხვირ-ხახის ნაცხის აღების, ტრანსპორტირების, ბიოუსაფრთხოების ღონისძიებებისა და ელექტრონულ პორტალში მონაცემთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით. სულ ამ დროისთვის გადამზადდა თქვენი სამსახურის 40 თანამშრომელი და შაბათ-კვირისთვის დაგეგმილია ანალოგიური ტრეინინგი ჩაუტარდეს ამავე რაოდენობის თქვენს თანამშრომელს.
აქვე დავამატებ, რომ თქვენი თანამშრომლების გადამზადება მოხდა 3-ჯერ. ჩვენი ცენტრის სპეციალისტების შეფასებით, ისინი სრულყოფილად ფლობენ ცხვირ-ხახის ნაცხის აღების ტექნიკას, მათ გადაეცათ შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები და სრულიად მზადყოფნაში არიან ორშაბათიდან (29.06.2020) თავად განახორციელონ ზემოთაღნიშნული ღონისძიებაბი.
ასევე შესაძლებელია დღესვე გაიტანოთ ცენტრიდან ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო პროგრამით, თქვენთვის განკუთვნილი ნიმუშის ასაღები აპლიკატორები და კრიოსინჯარები.,
შემდგომ, თქვენი პერსონალის მიერ აღებული სინჯების ტესტირება მოხდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლაბორატორიებში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც ტესტები გადანაწილდება ტერიტორიული პრინციპით.
პატივისცემით,
ირმა ბურჯანაძე
მოგესალმებით ირმა,
ჩვენი შეხვედრის შემდგომ, როგორც ბატონი ამირანი შეგვპირდა, კიდევ ერთი კვირის განმავლობაSი გაგვიწევთ დახმარებას თანამშრომელთა დატესტვასთან დაკავშირებით, იგივე პრინციპით, აქედან გამომდინარე, გიგზავნით მეორე ნაკადის სიას, რომელიც ისევ სასწავლო ცენტრის და ჯარის ბაზაზე დაიტესტებიან 29 ივნისს, შემდგომ იქნება კიდევ ორი ნაკადი, პირველი ივლისი და 3 ივლისი, სამივე ჯერზე იგივე რაოდენობა 124 ადამიანი, რომლებიც იზოლირებულად განთავსდებიან და თქვენი პასუხის შემდგომ შევიყვანთ დაწესებულებებში.1-3 ივნისის სიებს მოგაწვდით დამატებით;თქვენ ჯგუფს დაველოდებით 29 ივნისს ორშაბათს 11:00-12:00 საათიდან, რუსთავის სასწავლო ცენტრში და მე-16 დაწ. განთავსებულ ჯარის ბაზაზე.
ასევე მინდა გთხოვოთ, რომ ბატონ ამირანისთვის გაგზავნილ წერილს გადახედოთ, რომ ჩვენც უკვე 5 ივლისი შემდგომ დამოუკიდებლად შევძლოთ ტესტების აღება და თვენთან მოტანა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივიჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს,ბატონ ამირან გამყრელიძესბატონო ამირან,როგორც მოგეხსენებათ, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც დასაქმებულნი არიან პენიტენციური დაწესებულებების სამედიცინო ნაწილებსა და სამედიცინო პუნქტებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტების მიერ გადამზადდნენ ახალი კორონავირუსის (COVID-19) როგორც სწრაფი/მარტივი, ასევე PCR ტესტირების საკითხებში და მიმდინარე წლის 10 ივნისიდან ახორციელებენ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებულების/მსჯავრდებულებისა და პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ტესტირებას სწრაფი/მარტივი ტესტებით.თქვენი რეკომენდაციით, სწრაფ მარტივ ტესტირებასთან ერთად, დაგეგმილია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სამსახურის მოსამსახურეთა გარკვეული სამიზნე ჯგუფების ტესტირება პჯრ (PCR) მეთოდით, რისთვისაც გთხოვთ, სახელმწიფო პროგრამის - „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა“ (პროგრამული კოდი: 27 03 03 11) ფარგლებში,ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე და ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID 19) დიაგნოსტიკის უზრუნველყოფის მიზნით, გთხოვთ, უსასყიდლოდ გადმოგვცეთ პჯრ მეთოდით ტესტირებისთვის საჭირო შემდეგი სახარჯი მასალები:
- PCR ტესტისთვის საჭირო მასალა - 5000 ცალი;
- ერთჯერადი სკარიფიკატორი - 4000 ცალი;
- რესპირატორი N95 – 320 ცალი; (80 გადამზადებული სამედიცინო პერსონალისთვის)
- ერთჯერადი ქირურგიული ხალათი - 1000 ცალი;
- ხელთათმანი:
L ზომა - 2300 წყვილი;
M ზომა - 2700 წყვილი;
S ზომა - 200 წყვილი;- სახის დამცავი ფარი – 80 ცალი;
- ცივი ჯაჭვის ყუთი - 14 ცალი.
ასევე, თქვენი დახმარებით, მ/წ 24.06-დან კიდევ ერთხელ დაიწყო იმ 80 ადამიანის მომზადება, ვინც უკვე გაიარა მომზადება ტესტირების პროცესში.ჩვენი შეთანხმებისამებრ ჩააბარებენ გამოცდას და მიიღებენ თქვენი სამსახურის მიერ გაცემულ სერთიფიკატს, აღნიშნული პროცესი უნდა დასრულდეს არაუგვიანეს მ/წ 10.07-მდე.
სპეციალრი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების რაოდენობა იხილეთ თანდართლ ცხრილში.
პატივისცემით,თამთა დემურიშვილი
ვისგან: Ketevan Betlemidze
გაგზავნილი: პარასკევი, 26 ივნისი, 2020 წელი 10:43
ვის: Tamta Demurishvili
თემა: Fwd: 29 ივნისის ტესტირება
საუკეთესო სურვილებით,ქეთი
Begin forwarded message:
From: Ketevan Betlemidze <kbetlemidze@justice.gov.ge>
Date: June 25, 2020 at 20:03:00 GMT+4
To: Tamta Demurishvili <tdemurishvili@justice.gov.ge>
Cc: Teona Babunashvili <tebabunashvili@justice.gov.ge>
Subject: 29 ივნისის ტესტირება
თამთ,
გიგზავნი 29 ივნისის ტესტირების სიას. სულ 122.
ყოფილი სასწავლო ცენტრი - 68 (N8)
გარე დაცვის ბაზა - 54 (N3 – 23; N17- 31)
ქეთი
ქეთი ბეთლემიძე
ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი
ტელ.: (+995 32) 231 27 46 (70 70)
მობ.: (+995 77) 41 00 14
ელფოსტა: kbetlemidze@justice.gov.ge