| From : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; info <info@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: covid19 - პრევენცია |
| Received On : | 16.06.2020 05:20 |
ვერ გავიგე პსრ-ს თვითონ გააკეთებენ? ძალიან კარგი თუ ასეა, მაგრამ არა მგონია.
From: Tamar Gabunia [mailto:tgabunia@moh.gov.ge]
Sent: Tuesday, June 16, 2020 1:16 AM
To: info; Amiran Gamkrelidze
Subject: Fwd: covid19 - პრევენცია
გთხოვთ
დაარეგისტრიროთ.
Sent from my Samsung Galaxy smartphone.
-------- Original message --------
From: Tamta Demurishvili <tdemurishvili@justice.gov.ge>
Date: 6/15/20 9:01 PM (GMT+04:00)
To: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Cc: Giorgi Pataridze <gpataridze@justice.gov.ge>
Subject: covid19 -
პრევენცია
ქალბატონო თამარ,
როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უკვე სამი თვეა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულებების 1300 თანამშრომელი
ყაზარმულ რეჟიმში მუშაობს და როტაციის პრინციპით ხდება ამ თანამშრომელთა ჩანაცვლება. კორონავირუსის საპატიმროებში გავრცელების პრევენციის მიზნით, როგორც ვისაუბრეთ, როტაციის ყველა ეტაპზე, დაავადებათა კონტროლის ინსტიტუტის დახმარებით, მოხდება PCRტესტით თანამშრომელთა
დატესტვა დაწესებულებებში შესვლის წინ და ასევე, ადგილზე, ორკვირიანი მუშაობის შუალედში. შესაბამისად, ერთი თვის განმავლობაში 1300 თანამშრომლისთვის საჭირო იქნება 2600 PCR ტესტი;
პირველ ეტაპზე, ვიდრე პენიტენციური სამსახურის ექიმები სრულად გადამზადდებიან, დაგვჭირდება ლუგარის ლაბორატორიის ექიმების დახმარება ტესტირების პროცესში. აღნიშნულის საჭიროების
შესახებ, ორი დღით ადრე, ინფორმაციას მივაწვდი ლუგარის ლაბორატორიის ეპირემიოლოგებს (ხათუნა ზახაშვილს და ირმა ბურჯანაძეს);
გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ, კარანტინში მყოფი ბრალდებულებისთვის ვიყენებთ ე.წ. სწრაფ ტესტებს, ამ ეტაპზე, ტესტების ერთი თვის მარაგი გვაქვს და ივლისი ბოლო რიცხვებში
ისევ დაგვჭირდება 10 000 ცალი ტესტი;
აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, გაითვალისწინო სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჭიროება, ყოველთვიურად 2600 -3000 PCR , ასევე, დაწესებულებებში მომუშავე,
სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალისთვის 1000 ცალი ტესტი, სულ 4000 PCR ტესტი და ორ თვეში ერთხელ 10 000 ცალი ე.წ. სწრაფი ტესტი.
ამასთან დაგვჭირდება:
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის და თანადგომისთვის.
თქვენი თანხმობის შემთხვევაში, მოგმართავთ წერილობით.
პატივისცემით, თამთა დემურიშვილი