| From : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: Testing in Rukhi |
| Cc : | Khvicha Getia Gmail <khgetia@gmail.com>; Khatuna Zakhashvili <episurv@ncdc.ge>; goguadze.tamta@gmail.com; Gvantsa Gasviani <ggasviani@moh.gov.ge>; kote gvetadze <phdregimer@mail.ru>; Konstantine Gvetadze <K.Gvetadze@ncdc.ge>; Gocha Giorgidze <G.Giorgidze@ncdc.ge>; Anzor Kobalia <A.Kobalia@ncdc.ge>; nana odisharia <nancho5@mail.ru> |
| Received On : | 17.06.2020 12:02 |
| Attachments : |
დიახ ქალბატონო თამარ, ჩვენ ტრეინინგს ვუზრუნველყოფთ.
ტესტებს ჩაუტარებენ ზუგდიდში და თუ დაჭირდათ ქუთაისი მიეხმარებათ.
ხვიჩა, კოტე, გოჩა, ანზორ, ნანა,
უზრუნველყავით სწრაფად გადამზადება. თუ საჭიროა მაია მოგეხმარებათ ლაბ. ნაწილში.
ვიჩა და კოტე დააკორდინირეთ. ეს სტრატეგიული საკითხია.
ამირანი
ამირან გამყრელიძე,
მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
გენერალური დირექტორი
კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198
ტელ.: +995 32 2192599
Email:
a.gamkrelidze@ncdc.ge
From: Tamar Gabunia [mailto:tgabunia@moh.gov.ge]
Sent: Wednesday, June 17, 2020 3:20 PM
To: Amiran Gamkrelidze
Cc: Khvicha Getia Gmail; Khatuna Zakhashvili; goguadze.tamta@gmail.com; Gvantsa Gasviani
Subject: Testing in Rukhi
ბატონო ამირან
როგორც მოგეხსენებათ საოკუპაციო ხაზზე ტესტირების პროგრამის გამართვისთვის მნიშვნელოვანია ნაცხის აღების ტრენინგი და ლოჯისტიკის გამართვა. გიგზავნით ექიმების სიას, ვინც მონაწილეობენ ამ პროცესში.
გთხოვთ დახმარებას ტრეინინგის პროცესის ორგანიზებაში. ჩვენი მხრიდან გვანცა გასვიანი ჩაერთვება კოორდინაციაში.
ქვემოთ წარმოდგენილია ტესტირების სქემა
ოკუპირებული აფხაზეთიდან ენგურჰესის თანამშრომლების გადმოსვლის სქემა
🔴ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ენგურჰესზე დასაქმებული არიან საქართველოს მოქალაქეები, მათი გარკვეულ ნაწილს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სხვადასხვა
მიზნით (ოჯახის მონახულება, მკურნალობა და ა.შ) გადმოსვლა ესაჭიროება;
📌აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად, ენგურჰესის შეუფერხებლად ფუნქციონირების გაგრძელების მიზნით შესაბამისი გეგმა შემუშავდა:
➡️ ენგურჰესის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაციის შედეგად დადგინდა ერთი დღე და თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა. კერძოდ, ყოველ პარასკევს ენგურჰესის მაქსიმუმ 10 თანამშრომელი
საოკუპაციო ხაზს ორგანიზებულად გადმოკვეთს. აღნიშნული პირების ე.წ. ჯვარედინი ტესტირება (ანტიგენზე და ანტისხეულზე) რუხის ხიდზე მოხდება, რის შემდეგაც პირები თავისუფალი იქნებიან გადაადგილებისთვის 72 საათის განმავლობაში;
➡️ 72 საათის გასვლის შემდეგ აუცილებელია აღნიშნული პირების ხელახალი ტესტირება. პირთა ის კატეგორია, რომელიც თბილისში, ოჯახთან ჩამოვა ვალდებული იქნება 72 საათის შემდეგ კონკრეტულ
ლოკაციაზე (ცხელების ცენტრში) გამოცხადდეს, სადაც განმეორებით ტესტს ჩაიტარებს.
ის პირები, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დარჩებიან ტესტირებისთვის მიმართავენ ქ. ზუგდიდში არსებულ შესაბამის დაწესებულებას (ცხელების ცენტრში) ან რუხის ხიდზე მდებარე სამედიცინო პუნქტს;
➡️ამასთანავე, საოკუპაციო ხაზზე მიზანშეწონილია ენგურჰესისთვის საწვავ-საპოხი მასალის მოსამარაგებლად გადმოსული მაღალი გამავლობის მანქანების მძღოლები გატესტვა. აღნიშნული პირები
ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იშვიათად გადმოდიან.
72 საათის გასვლის შემდეგ აღნიშნული ავტომანქანების მძღოლებიც საოკუპაციო ხაზზე ან ქ. ზუგდიდში გაიტესტებიან.
⚠️საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღნიშნული პირები სავარაუდოდ პირველ ეტაპზე მინიმუმ 1 კვირას დაყოფენ.
➖შესაბამისად, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მათი ერთი კვირით დარჩენის შემთხვევაში საჭირო იქნება მათი 3-ჯერ გატესტვა, ხოლო მაქსიმუმ 2 კვირით დარჩენის შემთხვევაში 5-ჯერ.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia,
MD, MPH
First Deputy Minister