From : n.bolkvadze@rhc.ge
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : RE: Drivers Testing in Kutaisi and Boriti
Received On : 15.06.2020 08:24
Attachments :

მოგესალმებით ქალბატონო თამარ!

როგორც იცით ბორითში არ გვაქვს პალატები,იქ ერთი საერთო დარბაზია, შესაბამისად დადებითი სწრაფი ტესტის  შემთხვევაში, ალბათ მოგვიწევს რეფერალი რომელიმე ცხელების ცენტრში.

 

 

From: Tamar Gabunia [mailto:tgabunia@moh.gov.ge]
Sent: Sunday, June 14, 2020 1:18 PM
To: n.bolkvadze@rhc.ge
Cc: Amiran Gamkrelidze; Maia Alkhazashvili; Khatuna Zakhashvili; Ekaterine Adamia; Tamar Meliqidze; Gvantsa Gasviani; goguadze.tamta@gmail.com; mariam.glonti@gmail.com
Subject: Drivers Testing in Kutaisi and Boriti

 

ბატონო ნუგზარ

 

მოგესალმებით! როგორ გუშინ ვისაუბრეთ ტრაილერის მძღოლების (საქართველოს, ასევე უცხოეთის მოქალაქეები) კორონავირუსზე სწრაფი ტესტებით ტესტირების მიზნით გთხოვთ  შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" - ჩხობაძის სახელობის ქუთაისის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება (ცხელების ცენტრის) ბაზაზე ტესტირების უზრუნველყოფას ამბულატორიულად.

სამინისტრო გადმოგცემთ კორონავირუსზე ანტიგენისა და ანტისხეულების სწრაფი ტესტებს. სერვისის ტარიფი დააწესეთ შიდა სტანდარტის შესაბამისად. სხვა ცენტრებმა ტარიფი დააწესეს 20 ლარის ოდენობით, რეკომენდებულია ერთიანი მიდგომის შენარჩუნება.

ასევე გთხოვთ ანალოგიური სერვისის აწყობას ბორითის გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბაზაზე.

ბატონ ამირან ვთხოვ დახმარებას ბორითის სამედიცინო პერსონალის ტრეინინგის უზრუნველყოფაში, რათა მათ შეძლონ ცხვირ-ხახიდან ნაცხის აღება.

ეკა ადამია და გვანცა გასვიანი იმუშავენებ პროგრამული და სხვა ფორმალური საკითხების უზრუნველყოფაზე საჭიროების შესაბამისად.

ტესტირების დაწყება  საჩქაროა და ყველაზე გვიან სამშაბათს დილით მზად უნდა იყოს მძღოლების მისაღებად ორივე ლოკაცია. იმედი მაქვს მოვახერხებთ. შემატყობინეთ თუ რაიმე შეფერხება იქნება და შეკითხვა გექნებათ. ტესტების ტრანსპორტირებაში დაგვეხმარება სახმელეთო ტრანსპორტის სამსახური. მთავარია პერსონალის გადამზადება მოესწროს.

დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის,

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0