| From : | David Gzirishvili (CGC) <D.Gzirishvili@curatioconsulting.com> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Nino Evgenidze <nevgenidze@eprc.ge> |
| Subject : | RE: გეგმის თაობაზე კონსულტაციები |
| Cc : | Nato Kvernadze <nkvernadze@moh.gov.ge>; George Gotsadze (CIF) <G.Gotsadze@curatio.com> |
| Received On : | 22.06.2020 16:54 |
| Attachments : |
გმადლობთ, ქ-ნო თამარ!
გავუზიარებ ჯგუფის წევრებს და დაველოდები თქვენს შეტყობინებას შემდეგი ნაბიჯების თაობაზე!
პატივისცემით,
David Gzirishvili
Managing Partner
Consulting Group Curatio Sarl
Geneva, Switzerland
From: Tamar Gabunia
Sent: 22 June 2020 20:50
To: David Gzirishvili (CGC)
Cc: Nato Kvernadze
Subject: RE: გეგმის თაობაზე კონსულტაციები
ბატონო დავით,
როგორც შევთანხმდით გიგზავნით პრეზენტაციას ჯანდაცვის სექტორში კოვიდის საწინააღმდეგო ინტერვენციების თაობაზე მომდევნო პერიოდისთვის
ჯგუფის წევრებთან გასაზიარებლად. როგორც მოგეხსენებათ ეს წინასწარი მონახაზია და სტრატეგიებისა და ინტერვენციების დამუშავებას სამინისტრო განაგრძობს. შეხვედრის დროსთან დაკავშირებით გარკვევული საკითხების დაზუსტება მჭირდება და დაგიბრუნდებით, როგორც კი მექნება პასუხი.
დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის,
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
From: David Gzirishvili (CGC) [mailto:D.Gzirishvili@curatioconsulting.com]
Sent: 19 June, 2020 16:47
To: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Nino Evgenidze <nevgenidze@eprc.ge>
Cc: Nato Kvernadze <nkvernadze@moh.gov.ge>; George Gotsadze (CIF) <G.Gotsadze@curatio.com>
Subject: RE: გეგმის თაობაზე კონსულტაციები
ქ-ნო თამარ,
ჩვენ გთავაზობთ შემდეგ თემების გარშემო მოლოდინებსა და მიდგომებზე მსჯელობას:
1.
ეპიდემიის პირობებში თოთოეული სამედიცინო დაწესებულების (COVID-19
„პროფილურის“ თუ არა-პროფილურის) როლის განსაზღვრისა და ამ როლის შესაბამისად დაწესებულების (თუ ქსელის) გაფასებული და დროში გაწერილი მზადების გეგმის არსებობის მიზანშეწონილობა (რეკ №10).
2.
წინასწარ დადგენილი (რაოდენობრივი) „ჩამრთველების“ (ე.წ.
trigger-ს) მომსახურების მიმწოდებლების დატვირთვის დონეზე დაფუძნების მიზანშეწონილობა, რომლებიც გარკვეული ნიშნულის მიღწევისას განსაზღვრავენ:
a.
წინასწარ ცნობილ ეპიდკონტროლის ღონისძიებების ამოქმედებას (ან შეჩერებას)
b.
ინფექციის შემთხვევებისა და პაციენტების ნაკადების მართვის ერთიანი ალგორითმის (რეკ №11) ცვლილებას (წინასწარ ცნობილ სცენარზე (გადასვლას)
3.
12„SARS-COV-2“ ეპიდემიის მართვაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებში ინფექციის შიდა გავრცელების კონტროლისა და მართვის მექანიზმების გაუმჯობესება და სრულად ამოქმედება (რეკ №12)
4.
საკომუნიკაციო / საზოგადოებასთან ურთიეთრობის ფორმატის რადიკალურად შეცვლა (რეკ №19)
5.
კერძო და სახელმწიფო სექტორების პარტნიორობის ფარგლებში სტრატეგიული მარაგების შექმნის მიზანშეწონილობა (რეკ №13.2 და №21)
თვალსაჩინოებისთვის თან ვურთავთ ჩვენი ჯგუფის მიერ ადრე მომზადებულ რეკომენდაციებს.
ჩვენ გვესმის, რომ ორ საათში რთული იქნება ყველა ამ საკითხის გარშემო შინაარსიანი დისკუსია, ამიტომ თქვენ გადაწყვიტეთ, რომელ საკითხებზე კონსულტაციებია უფრო მნიშვნელოვანი, და შეგვიძლია შესაბამისი
თანმიმდევრობით განვიხილოთ.
თუ გნებავთ სხვა საკითხ(ებ)ის დამატება, მზად ვართ შემოთავაზებისთვის.
David Gzirishvili
Managing Partner
Consulting Group Curatio Sarl
Geneva, Switzerland
From: David Gzirishvili (CGC)
Sent: 19 June 2020 11:03
To: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Nino Evgenidze <nevgenidze@eprc.ge>
Cc: Nato Kvernadze <nkvernadze@moh.gov.ge>; George Gotsadze (CIF) <G.Gotsadze@curatio.com>
Subject: RE: გეგმის თაობაზე კონსულტაციები
ქ-ნო
თამარ,
დღეს მოგაწვდით საკითხების ჩამონათვალს, რომ აარჩიოთ და შევთანხმდეთ დღის წესრიგზე/თემატიკაზე.
თქვენგან ველოდებით შევხედრის სასურველ თარიღს და დროს, და განახლებულ პრეზენციას.
პატივისცემით,
David Gzirishvili
Managing Partner
Consulting Group Curatio Sarl
Geneva, Switzerland
From: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Sent: 13 June 2020 10:04
To: Nino Evgenidze <nevgenidze@eprc.ge>
Cc: David Gzirishvili (CGC) <D.Gzirishvili@curatioconsulting.com>; Nato Kvernadze <nkvernadze@moh.gov.ge>; George Gotsadze (CIF) <G.Gotsadze@curatio.com>
Subject: RE: გეგმის თაობაზე კონსულტაციები
Dear Nino and David
Waiting for IT to initiate the meeting, will be online in a couple of minutes
Thanks!
T
From: Nino Evgenidze [mailto:nevgenidze@eprc.ge]
Sent: 10 June, 2020 00:43
To: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Cc: David Gzirishvili (CGC) <D.Gzirishvili@curatioconsulting.com>; Nato Kvernadze <nkvernadze@moh.gov.ge>; George Gotsadze (CIF) <G.Gotsadze@curatio.com>
Subject: Re: გეგმის თაობაზე კონსულტაციები
დიდი
მადლობა
თამარ!
დაველოდებით
ნატას.
საუკეთესო
სურვილებით,
ნინო
On Wed, Jun 10, 2020 at 12:09 AM Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> wrote:
მადლობა დავით! ონლაინ შეხვედრის დროსთან დაკავშირებით ნატა შეგეხმიანებათ. ამ კვირის ბოლომდე შეიძლება ჩავნიშნოთ.
From: David Gzirishvili (CGC) <D.Gzirishvili@curatioconsulting.com>
Sent: Tuesday, June 9, 2020 4:33 PM
To: Tamar Gabunia; Nino Evgenidze (EPRC)
Cc: George Gotsadze (CIF)
Subject: RE: გეგმის თაობაზე კონსულტაციები
ქ-ნ თამარ,
ნინო და მზად ვარ გავაგრძელოთ თქვენთან მსჯელობა შევხედრის მოსამზადებლად.
შეგვაყტობინეთ, როდის იქნება თქვენთვის მოსარხებელი სკაიპით ან სხვი არხით დისტანციურად რომ „შევხვდეთ“.
პატივისცემით,
David Gzirishvili
Managing Partner
Consulting Group Curatio Sarl
Geneva, Switzerland
From: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Sent: 08 June 2020 21:55
To: David Gzirishvili (CGC) <D.Gzirishvili@curatioconsulting.com>
Cc: George Gotsadze (CIF) <G.Gotsadze@curatio.com>
Subject: Re: გეგმის თაობაზე კონსულტაციები
ბატონო დავით
დიდი მადლობა წერილისთვის. როგორც ითქვა ფართო კონსულტაციები კოვიდ 19-ის გეგმის თაობაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და სამინისტრო იყენებს არაერთ საკონსულტაციო პლატფორმას გეგმის დეტალებზე შეთანხმების მისაღწევად.
EPRC-ის ბაზაზე მოქმედ პლატფორმასთან კონსულტაციის შესაძლებლობას მივესალმებით. ინტერესით გავეცნობოდით ამ პლატფორმის პოზიციას გეგმის პრიორიტეტული მიმართულებების და შესაძლო ინტერვენციების თაობაზე. კონსულტაციის ფორმატზე და სხვა დეტალებზე შესაძლოა სამუშაო რეჟიმში ვისაუბროთ.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
From: David Gzirishvili (CGC) <D.Gzirishvili@curatioconsulting.com>
Sent: Monday, June 8, 2020 11:12 AM
To: Tamar Gabunia
Cc: George Gotsadze (CIF)
Subject: გეგმის თაობაზე კონსულტაციები
ქ-ნო თამარ, სალამი!
წინა კვირის შეხვედრისას, ქ-მა მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა ოპონენტებთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე COVID-19-ის გეგმის განსახილველად და გეგმის მხარდაჭერის შესათანხმებლად.
გიორგიმ და მე ვიფიქრეთ, თუ კონსულტაციების გამართვის სურვილი ძალაში რჩება, ხომ არ ისარგებლებდით თქვენ და ქ-ნი მინისტრი იმ საკონსულტაციო პლატფორმით (EPRC-ის ბაზაზე), რომლის ფარგლებშიც ჩვენ ჯანდაცვის მოწყობის გრძელვადიანი ხედვის შესათანხმებლად ვმუშაობთ იანვრიდან მოყოლებული?
თუ მიდგომა მისაღებია, შეგვიძლია ვისაუბროთ დანარჩენ დეტალებზეც.
პატივისცემით,
David Gzirishvili
Managing Partner
Consulting Group Curatio Sarl
Geneva, Switzerland