| From : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| To : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: მოსაზრებები პირბადის ტარების წესზე. |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Received On : | 13.06.2020 13:03 |
| Attachments : |
ნათია,
გიგზავნი ჯანდაცვის ვერსიას კორექტირებული სახით.
მადლობა თათი. თათიას მიერ მოწოდებული კომენტარების გათვალისწინებით,შ ესაძლებელია მისაწოდებელი ვორდინგი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
1. მე-3 მუხლის "ბ" (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პირები)
და "გ" (ბრონქული ასთმის მქონე პირები) გაერთიანდეს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"ბ) სასუნთქი სისტემის, მათ შორის ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული
დაავადების, ბრონქული ასთმის მქონე პირები".
2. მე-3 მუხლის "დ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"დ) იმ შემთხვევაში, როდესაც პირს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირსუჭირს პირბადის გამოყენება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რაც დასტურდება ექიმის მიერ გაცემული ცნობით (მათ შორის,
გულის უკმარისობა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, აუტისტური სპექტრის დარღვევები, განვითარების ანომალიები და დეფექტები და სხვა).
3. გამონაკლისებს დაემატოს შემდეგი:
"პირბადის გამოყენება არ არის სავალდებულო სპეციალიზებულ დაწესებულებაში მომსახურე პერსონალისთვის შესაბამისი სამიზნე ჯგუფისთვის კონკრეტული სარეაბილიტაციო/სოციალური სერვისის (მაგ.ლოგოპედის მომსახურება) მიწოდების პროცესში.".
ეკა, თათი,
გთხოვთ შეხედოთ სამედიცინო, სამედიცინო-სიციალური ნაწილებთან დაკავშირებულ მოსაზრებებს.
| შენიშვნა |
| მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტს სიტყვების „ფსიქიკური დაავადებები“ წინ დაემატოს სიტყვები „გულის უკმარისობა II, III და IV კლასი“ |
| შშმ პირებთან მიმართებით უფრო ნათელი ვორდინგი გაიწეროს |
| მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის სიტყვები „ფსიქიკური დაავადებები“ შეიცვალოს სიტყვებით „ფსიქიკური დარღვევა“ |
| ნათლად გამოჩნდეს, რომ მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ექიმის ცნობა“ მაინცდამაინც ახალ ცნობას არ გულისხმობს. შეიძლება ამ საკითხს ნოზოლოგიები (მაგალითად, აუდიზმის სპექტრი, დაუნის სინდრომი, ფსიქიკური აშლილობა) მიებას (ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქვს გარკვეული ნოზოლოგიები) |
| დახურულ საჯარო სივრცეში თუ ხდება ისეთი ბენეფიციარის მიღება, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირბადის ტარება არ შეუძლია, დაწესებულებას უნდა ჰქონდეს უფლება, რომ ასეთი ბენეფიციარი ყოველთვის მიიღოს, თუნდაც მას (ბენეფიციარს) არ ჰქონდეს პირბადე. ეს მხოლოდ ბენეფიციარს ეხება და არა დაწესებულების პერსონალს, გარდა იმ პერსონალისა, რომელიც ლოგოპედია. (ეს აზრი რომ უფრო ნათლად ჩანდეს დადგენილებიდან) |