From : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : Re: იმუნიზაციის ბრძანება
Cc : Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
Received On : 13.09.2019 20:54
Attachments :

​თამუნა,  ბრძანება 2 სექტემბერს ატვირთეს იურისტებმა მაცნეზე. ვიზირებები დასრულებულია, მხოლოდ მინისტრის ხელმოწერაა დარჩენილი ღიად.


პატივისცემით,


ეკა


From: Tamar Gabunia
Sent: Friday, September 13, 2019 7:42 PM
To: Ekaterine Adamia
Cc: Mariam Darakhvelidze
Subject: RE: იმუნიზაციის ბრძანება
 

ძვირფასო ეკა გთხოვთ ჩამაყენოთ საქმის კურსში რა პროცესში ვართ ბრძანების თაობაზე.

მადლობა!

 

From: Amiran Gamkrelidze [mailto:A.Gamkrelidze@ncdc.ge]
Sent: Friday, September 13, 2019 3:46 PM
To: Tamar Gabunia
Cc: Mariam Darakhvelidze ; Ekaterine Adamia ; Paata Imnadze ; Lia Jabidze ; Khatuna Zakhashvili
Subject: იმუნიზაციის ბრძანება

 

ქალბატონო თამარ,

 

როგორც მოგეხსენებათ, 2019 წლის 30 ივლისს ჩატარდა იმუნიზაციის განხორციელების ხელშემწყობი  კომისიის სხდომა, სადაც განხილული იქნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული პროექტი პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარის (სშჯსდ მინისტრის 2015 წლის 19 ნოემბრის  N01-57/ნ  ბრძანება) განახლების შესახებ.  ბრძანების განახლების მიზეზი გახდა იმუნიზაციის კალენდარში და იმუნიზაციის საკანონმდებლო რეგულაციებში  განხორციელებული უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, მათ შორის,  აცრების კალენდარში  ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვა ქვეყნის მასშტაბით,   რომელიც ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს 4 ადმინისტრაციულ ერთეულში -  ქალაქებში თბილისსა  და ქუთაისში, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში  სშჯსდ მინისტრის 2017 წლის 5 ოქტომბრის #01-211/ო ბრძანების საფუძველზე გავის მხარდაჭერით დემონსტრაციული პროექტის ფარგლებში.  ასაკობრივი ჯგუფი  და აცრების ჯერადობა - 2008-2009 წლებში დაბადებული გოგონების ორჯერადი ვაქცინაცია 6 თვის ინტერვალით. აქვე მოგახსენებთ, რომ აფხაზეთის ა/ რესპუბლიკაში ვაქცინაცია არ დაწყებულა.

 

ახალი  ბრძანების დამტკიცების შემთხვევაში, აცრების განახლებული კალენდრის შესაბამისად, აპვ ვაქცინაცია ჩატარდება  10, 11, 12 წლის ასაკის გოგონებში, აცრების კურსი არის ორჯერადი, მინიმალური ინტერვალი აცრებს შორის არის 6 თვე.

მოგახსენებთ, რომ ცენტრის მიერ მიმდინარე წლის ივნისის თვეში  წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ბრძანების 1 ივლისიდან ძალაში შესვლის  შემთხვევაში, აპვ ვაქცინაცია უნდა დაწყებულიყო არაუგვიანეს აგვისტოს თვისა. ბრძანება ამჟამად დამტკიცების პროცესშია.

წარმოგიდგენთ ვაქცინის დანერგვის წინა პერიოდში ცენტრის  მიერ განხორციელებული  ქმედებების ჩამონათვალს და ინფორმაციას აპვ ვაქცინის არსებული მარაგის შესახებ (1 სექტემბრის მონაცემებით) :

-          ჩატარდა 100 ერთდღიანი ტრეინინგი 58 მუნიციპალიტეტში და გადამზადდა 2000-მდე სხვადასხვა დარგის სპეციალისტი (პირველადი ჯანდაცვის ექიმები,  მედდები, გინეკოლოგები, სკოლის ექიმები);

-          მსმენელებს   დაურიგდათ ჯანმოს გაიდლაინების და მოდულების  მიხედვით მომზადებული სატრეინინგო ნაბეჭდი მასალა;

-          დაიბეჭდა და განაწილდა  ვაქცინაციის განახლებული კალენდარი, ვაქცინაციის ინდივიდუალური ბარათები, სამახსოვროები. საინფორმაციო მასალა ამჟამად დასაწყობებულია  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში.

-         2017 - 2018 წლის პერიოდში გავიმ ქვეყანას მოაწოდა 60 400 დოზა ვაქცინა. გავის მიერ მოწოდებული ვაქცინის ბიუჯეტია 277 500 აშშ დოლარი.  ვაქცინა შესყიდული იქნა   იუნისეფის მიერ გავის დაფინანსებით. ქვეყნის მიერ  ვაქცინის  თვითშესყიდვა და/ან თანადაფინანსება არ განხორციელებულა.

-         ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის დანერგვის შემთხვევაში 2028 წლამდე  გავი ქვეყანას უტოვებს საშუალებას  შეისყიდოს ვაქცინა გავის წინასწარ განსაზღვრული ფასით.

-         გავის მიერ მოწოდებული ვაქცინა გათვალისწინებული იყო,  როგორც დემონსტრაციული პროექტის განხორციელებისათვის, ასევე 2019 წლიდან ვაქცინის დანერგვისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

-         საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში  უკვე განაწილებულია 18 787 დოზა აპვ ვაქცინა,  განაწილებული ვაქცინების ვარგისიანობის ვადებია 17.04.2020 და 10.01.2020.  მოკლე ვადიანი განაწილებულია ძირითადად ქ. თბილისში და აჭარის ა/რესპუბლიკაში.

-         ცენტრის საწყობში ინახება 19 293 დოზა ვაქცინა ვარგისიანობის ვადით 17.04.2020;

-         ჯამურად ცენტრალური და სჯც საწყობების დონეზე   38080 დოზა.

-         სჯ ცენტრებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუზველზე  2019 წელს ასაცრელი კონტინგენტი  50%-იანი მოცვის მაჩვენებლის გათვალისწინებით შეადგენს 30 000-ს;

მოგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, სექტემბერ - ოქტომბრის თვეში ვაქცინაციის დაწყების  შემთხვევაში, კონტინიგენტის გარკვეული ნაწილი მოასწრებს მიიღოს ვაქცინის მეორე დოზა აპრილის თვემდე  და შესაძლებელია სრულად ათვისებული იქნას ქვეყანაში არსებული ვაქცინის რაოდენობა.

 

ბრძანების დამტკიცების პროცედურის დაყოვნების შემთხვევაში შესაძლებელია შეიქნას ვაქცინის სრულად ათვისების რისკი.

გთხოვთ თქვენს თანადგომას.

 

პატივისცემით,

 

ამირანი

 

 

ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

გენერალური დირექტორი

 

კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198

ტელ.: +995 32 2192599

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

 

Description: NCDC logo3