From : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : RE: Chronic
Received On : 31.08.2019 12:20
Attachments :

 

 

From: Tamar Gabunia
Sent: 31 August, 2019 14:59
To: Ekaterine Adamia
Subject: Chronic

 

Ø  ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა

ü  2017 წლის 1 ივლისიდან ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების“ მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათზე მინიჭებული სარეიტინგო ქულა  არ აღემატება 100 000-ს, ამოქმედდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა. 2018 წლის სექტემბრიდან გაფართოვდა როგორც პროგრამის მოცულობა, ასევე, მოსარგებლეთა სია. პროგრამა ხელმისაწვდომი გახდა საპენსიო ასაკის მოსახლეობის (ქალი - 60 წლიდან, მამაკაცი - 65 წლიდან), შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისა და მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისათვის, ასევე პარკინსონითა და ეპილეფსიით დაავადებული პირებისათვის.

ü  პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების,  ფილტვის ქრონიკული დაავადებების, დიაბეტის (ტიპი 2) და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა, ასევე პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტებით პაციენტთა უზრუნველყოფა.

ü  2018  წლის განმავლობაში  პროგრამით ისარგებლა 29 483-მა პირმა.

 

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0