| From : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: Chronic |
| Received On : | 31.08.2019 11:42 |
| Attachments : |
From: Tamar Gabunia
Sent: 31 August, 2019 14:59
To: Ekaterine Adamia
Subject: Chronic
Ø ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა
ü 2017 წლის 1 ივლისიდან ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების“ მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათზე მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, ამოქმედდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა. 2018 წლის სექტემბრიდან გაფართოვდა როგორც პროგრამის მოცულობა, ასევე, მოსარგებლეთა სია. პროგრამა ხელმისაწვდომი გახდა საპენსიო ასაკის მოსახლეობის (ქალი - 60 წლიდან, მამაკაცი - 65 წლიდან), შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისა და მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისათვის, ასევე პარკინსონითა და ეპილეფსიით დაავადებული პირებისათვის.
ü პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების, ფილტვის ქრონიკული დაავადებების, დიაბეტის (ტიპი 2) და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა, ასევე პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტებით პაციენტთა უზრუნველყოფა.
ü 2018 წლის განმავლობაში პროგრამით ისარგებლა 29 483-მა პირმა.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
Deputy Minister