From : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Irina Gobejishvili <IGobejishvili@ssa.gov.ge>
Subject : RE: ქრონიკული დაავადებები-კლოპიდოგრელის და გლიკლაზიდის თაობაზე
Cc : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Received On : 06.09.2019 13:51
Attachments :

ირინა, მოგესალმები,

 

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისას უაღრესად მნიშვნელოვანია პროგრამული მედიკამენტების მიწოდების წყვეტის ეპიზოდების თავიდან აცილება, ვინაიდან მედიკამენტების ფრაგმენტირებულად მიღება პირდაპირპროპორციულად უარყოფითად აისახება ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, აგრეთვე მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში განხორციელებული ცვლილების პარალელურად პაციენტთა რაოდენობის მნიშვნელოვნად ზრდის სურათისა და მედიკამენტების უტილიზაციის ზრდის გათვალისწინებით, აღნიშნული მედიკამენტების მიღებისა და დარიგების თქვენ მიერ შემოთავაზებულ წინადადებასთან დაკავშირებით, წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გაგვაჩნია.

 

პატივისცემით,

 

ეკა

 

From: Tamar Gabunia
Sent: 6 September, 2019 14:25
To: Ekaterine Adamia ; Mariam Darakhvelidze akhvelidze@moh.gov.ge>
Subject: FW:
ქრონიკული დაავადებები-კლოპიდოგრელის და გლიკლაზიდის თაობაზე

 

ქ-ნ მარინა და ეკა

გთხოვთ ჩამოაყალიბოთ პოზიცია საკითხთან დაკავშირებით და უზრუნველყოთ მისი გაიზარება სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, ვფქირობ უკიდურესად მნიშვნელოვანია მედიკამენტებით მომარაგებაში წყვეტის თავიდა აცილება.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0

 

 

 

From: Irina Gobejishvili [mailto:IGobejishvili@ssa.gov.ge]
Sent: 6 September, 2019 13:54
To: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Cc: Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject:
ქრონიკული დაავადებები-კლოპიდოგრელის და გლიკლაზიდის თაობაზე

 

ქალბატონო თამუნა,

გაცნობებთ, რომქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, „Gliclazide“-სა და „Levothyroxine sodium“-ის შესყიდვის მიზნით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (შემდგომ ტექსტში - „SPA“) მიერ ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერის (CON190000316) შედეგების შესაბამისად, გამარჯვებულად გამოვლინდა სსგეფა“, რომელთანაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომ ტექსტში - „სააგენტო“), 2019 წლის 6 ივნისს გააფორმა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება (N27030311/19-14; შემდგომ ტექსტში - „ხელშეკრულება“).

ამასთანავე მოგახსენებთ, რომ მიმწოდებელმა „Levothyroxine sodium“- მოგვაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობის დაცვით, ხოლო რაც შეეხება 316 800 ტაბლეტ „Gliclazide“-, მისი მოწოდებისას, შეიქმნა სამკურნალო საშუალების ვარგისიანობის ვადასთან დაკავშირებული პრობლემები. სახელდობრ:

CON190000316 კონსოლიდირებული ტენდერის ტექნიკური დავალების 1.2. პუნქტში ატვირთული N2 დანართის (დანართი N2 (Gliclazide, Levothyrxine Sodium).xlsx), აგრეთვე, ხელშეკრულების დანართის შესაბამისად, საქონლის ვარგისიანობის ვადა, მოწოდების მომენტისთვის, უნდა იყოს არა ნაკლებ 18 თვისა. სსგეფასმიერ, საქონელის შემოტანის მომენტისთვის, პროდუქტის ვარგისიანობის ვადა შეადგენდა ≈ 17 თვეს. ამდენად, სააგენტომ საქონლის მიღებაზე უარი განაცხადა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში გაპარულია მექანიკური შეცდომა - 3.1 პუნქტის თანახმად, „მედიკამენტის ვარგისიანობის ვადა მისი მიღებაჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან შეადგენს არანაკლებ 12 თვეს“. აღნიშნულ პუნქტში არსებული ჩანაწერის გათვალისიწნებით, სსგეფამმოგვმართა წერილით  და გვთხოვა მიგვეღო „Gliclazide“, თუმცა, სააგენტომ კვლავ უარი განაცხადა 18 თვეზე ნაკლები მოქმედების ვადის მქონე ფარმაცევტული პროდუქტის მიღებაზე.

აქვე აუცილებლად ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ 316 800 ტაბლეტი წარმოადგენს 20 დღის მარაგს, ცენტრალურის საწყობი ფაქტიურად განაშთულია (გადაუდებელი შემთხვევის მართვისთის დავიტოვეთ 10 700 აბი, რაც დღიური ხარჯვის მიხედვით წარმოადგენს ნახევარი დღის ხარჯვას) და დღეის მდგომარეობით აფთიაქების მომარაგება შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული მარაგი (რაც დევს 118 აფთიაქეში) შეადგენს ≈ 1 თვეს, ჩვენთვის უცნობია რომელი აფთიაქი დაიტვირთება მეტად და რომელი ნაკლებად, შესაბამისად, შეუძლებელია შიდა გადატანების უზრუნველყოფა (თუ რომელიმე აფთიაქიდან წამოვიღებთ, რამდენიმე დღეიში ისევ შესატანი გახდება წარმოქმნილი დეფიციტის გამო), ამიტომ მისაღები 316 800 ტაბლეტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი მარაგი, კი 2019 წლის 10 ნოემბრამდე ფაქტიურად ამოწურული იქნება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როგორც მოსაწოდებელი საქონლის ეს კონკრეტული რაოდენობა, ისე ვარგისიანობის ვადა დაიგეგმა 2019 წლის მაისში, როცა პროგრამაში ცვლილებები (ვგულისხმობთ მოსარგებლეთა წრის გაფართოებას) არ იგეგმებოდა.

პრაქტიკულად ანალოგიური მდგომარეობაა შექმნილი „Clopidogrel“-ის მოწოდებასთან დაკავშირებითაც. ამ მედიკამენტის შესასყიდად, „SPA“- მიერ ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერის (CON190000194) შედეგების შესაბამისად, გამარჯვებულად გამოვლინდა სსგეფა“, რომელთანაც სააგენტომ, 2019 წლის 2 მაისს გააფორმა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება (27030311/19-6). აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებით, კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის 2019 წლის 13 მაისის N3 საოქმო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და მე-3 მუხლის 3.1. პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „მედიკამენტების ვარგისიანობის ვადა მისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან შეადგენს: 196 000 აბი არანაკლებ 16 თვე, ხოლო დარჩენილ ოდენობა - არანაკლებ 18 თვე.“ CON190000194 ტენდერის ფარგლებში შესასყიდი საქონლის რაოდენობა შეადგენდა 401 520 ტაბლეტს, რომლიდანაც 280 000 ტაბლეტი სსგეფამმოგვაწოდა საკონტრაქტო პირობების დაცვით. რაც შეეხება 121 520 ტაბლეტს, მისი ვარგისიანობის ვადა, მოწოდების მომენტისთვის, იყო 14 თვე და, შესაბამისად, სააგენტომ საქონლის მიღებაზე უარი განაცხადა.

ამასთანავე, ისევე როგორც „Gliclazide“-ის, ასევე „Clopidogrel“-ის მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალური საწყობი განაშთულია, მთელი საქართველოს მასშტაბით მარაგი შადგენს 2 810 ტაბლეტს, როცა 1 თვის ხარჯვამ აგვისტოს თვეში შეადგინა 174 189 ტაბლეტი. მიმდინარე ეტაპზე მედიკამენტი დეფიციტურია და 121 520 ტაბლეტის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მისი მარაგი კი / სექტემბრის ბოლოს ფაქტიურად ამოწურული იქნება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როგორც მოსაწოდებელი საქონლის ეს კონკრეტული რაოდენობა, ისე ვარგისიანობის ვადა დაიგეგმა 2019 წლის თებერვალში, როცა პროგრამაში ცვლილებები (ვგულისხმობთ მოსარგებლეთა წრის გაფართოებას) არ იგეგმებოდა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ორივე მედიკამენტის მიღების შემთხვევაში, მედიკამენტის გახარჯვამდე ვადის გასვლის საფრთხე არ დადგება, ხოლო შექმნილი მდგომარეობა, საფრთხეს უქმნის სახელმწიფო პროგრამის უსწყვეტად მიმდინარეობას და იწვევს უკმაყოფილებას ბენეფიციარების მხრიდან, რაც თავის მხრივ უარყოფითად ისახება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ამასთანავე მოგახსენებთ, რომ 2 088 352 ტაბლეტი „Clopidogrel“-ის და 3 559 260 ტაბლეტი „Gliclazide“-ის შესყიდვაზე, „SPA“- კონსოლიდირებული ტენდერები, მიმდინარე ეტაპზე გამოცხადებული არ აქვს. ზემოაღნიშნული ვითარება ვაცნობეთ შესყიდვების სააგენტოს, თუმცა მათგან საქონლის მიღებასთან დაკავშირებით პასუხი არ მიგვიღია.

შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ 2019 წლის პროგრამის უწყვეტობის დაცვის, სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ბენეფიტ(ებ)ის მოსახლეობისთვის მიწოდების, ასევე, ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, სააგენტოს მიერ მიღებული და დარიგებული იქნეს ზემოთ ჩამოთვლილი ფარმაცევტული პროდუქტები.

გთხოვთ, გვაცნობოთ თქვენი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით.

პატივისცემით,

ირინა გობეჯიშვილი

სსიპსოციალური მომსახურების სააგენტოს
მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით
უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი

მობ: 599 22 59 82