| From : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| To : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; tmeliqidze@yahoo.com; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge |
| Subject : | RE: ოპერატიული ჯგუფი |
| Cc : | Irine Koberidze <ikoberidze@moh.gov.ge>; Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge> |
| Received On : | 23.03.2020 12:37 |
ნათია, მოგესალმები,
აღნიშნული ჯგუფის საქმიანობაში ჩაერთვებიან ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა (ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი) და რეანიმატოლოგი ლევან რატიანი (პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა).
ჯანდაცვის სამმართველოდან მონაწილეობას მიიღებს მარინა ლაცაბიძე.
პატივისცემით,
ეკა
From: Natia Khmaladze
Sent: 23 March, 2020 16:30
To: Zaal Kapanadze
Cc: Irine Koberidze
Subject: Re:
კოლეგებო, გთხოვთ კანდიდატურებს, რეგულირებას ძალიან ეჩქარება
ქვეყანაში მედიკამენტებისა და სხვა სამედიცინო დანიშნულების საგნების დეფიციტის პრევენციის მიზნით, საქართველოდან მათი გატანის (ექსპორტი და რეექსპორტი) თაობაზე სამინისტროს პოზიციის ფორმირების მიზნით ოპერატიული ჯგუფის შექმნის შესახებ
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ და ,,ჟ“ ქვეპუნქტებისა და 21-ე მუხლის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, გარკვეული ფარმაცევტული პროდუქტისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების საქართველოდან გატანის (ექსპორტი და რეექსპორტი) შეზღუდვის მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების ფორმირების უზრუნველსაყოფად, შეიქმნას ოპერატიული ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ზაალ კაპანაძე - სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ წარმომადგენელი, ჯგუფის ხელმძღვანელი;
ბ) მარინა ლაცაბიძე - სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის წარმოადგენელი - ჯგუფის წევრი;
გ) თამარ მელიქიძე - სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ წარმომადგენელი, ჯგუფის წევრი;
დ) დავით ტორუა - სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ წარმომადგენელი.
ე) ნანა შაშიაშვილი - სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ წარმომადგენელი, ჯგუფის წევრი;
ვ) - ინფექციონისტი ??????;
2. ოპერატიულმა ჯგუფმა უზრუნველყოს სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ მიერ მიღებული ინფორმაციის შეფასება და ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, გარკვეული ფარმაცევტული პროდუქტისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების საქართველოდან გატანის (ექსპორტი და/ან რეექსპორტი) შეზღუდვის მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთიანი პოზიციის ფორმირება.
3. ამ ბრძანების პირველი პუნქტით შექმნილმა ოპერატიულმა ჯგუფმა უზრუნველყოს შიდა გადაწყვეტილებების ფორმირების მოქნილი მექანიზმის ჩამოყალიბება (მათ შორის ელექტრონული საშუალების გამოყენებით).
4. საჭიროებისამებრ, ჯგუფის ხელმძღვანელმა განსაზღვროს ჯგუფის მუშაობისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხები (მათ შორის, ჯგუფის ფარგლებში სხვა დამატებითი ადამიანური რესურსის ჩართულობის, გადაწყვეტილების მიღების და სხვა კუთხით).
5. ჯგუფის სამდივნოს ფუნქციების შესრულება დაევალოს სსიპ „სამედიცინო დაფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე
Sincerely,
Natia Khmaladze
Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge
კარგია, სამედიცინო და ფარმაცევტყული საქმიანობის სააგენტოს რეგულირების სააგენტოს მხრიდან წარმომადგენელი იქნება წამლის ინსპექტირების სამმართველოს უფროსი ნანა შანშიაშვილი
From: Natia Khmaladze
Sent: Friday, March 20, 2020 7:36 PM
To: Zaal Kapanadze; Tamar Gabunia; Giorgi Tsotskolauri; giorgi chavchavadze; Ekaterine Adamia; Beka Jakeli; Nana Shashiashvili; tmeliqidze@yahoo.com; Avtandil Talakvadze; dtorua@moh.gov.ge
Subject: ოპერატიული ჯგუფი
კოლეგებო, აბა ნახეთ და მომწერეთ თქვენი შენიშვნები, ასევე კანდიდატურები , რომ გადავსვა.
პატივისცემით,
ნათია
Sincerely,
Natia Khmaladze
Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge