| From : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| To : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: მგზავრთა გადაყვანა-11613 |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Received On : | 26.03.2020 08:42 |
წინააღმდეგობრივი პოზიცია არ მაქვს, ნათია.
From: Natia Khmaladze
Sent: 26 March, 2020 11:57
To: Ekaterine Adamia
Cc: Tamar Gabunia
Subject:
ეკა ამასზე ითხოვენ ვიზას და რამე წინააღმდეგობრივი პოზიცია ხომ არ გვაქვს????
მასალის N11613
„5. საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა. ამავე ვადით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს, გამონაკლისის სახით, ენიჭება M2 კატეგორიის ავტობუსებით მგზავრთა სპეციალური რეგულარული გადაყვანის მიზნით მარშრუტების განსაზღვრის უფლებამოსილება. სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ყველა პირი ვალდებულია ყოველი გადაყვანის განხორციელებამდე არაუმეტეს 10 საათით ადრე უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია.“.
განმარტება:
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს, გამონაკლისის სახით, მიენიჭოს M2 კატეგორიის ავტობუსებით მგზავრთა სპეციალური რეგულარული გადაყვანის მიზნით მარშრუტების განსაზღვრის უფლებამოსილება, ხოლო სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ყველა პირი ვალდებულია დაიცვას შემდეგი პირობა: ყოველი გადაყვანის განხორციელებამდე არაუმეტეს 10 საათით ადრე უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია. ზემოაღნიშნული გულისხმობს საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში მომუშავე სხვადასხვა იურიდიული პირების თანამშრომლების სპეციალური რეგულარული გადაყვანის M2 კატეგორიის ავტობუსებით მომსახურების საქმეში ხელშეწყობას, ხოლო „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის” დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით სპეციალური რეგულარული გადაყვანა არის გარკვეული ჯგუფის მგზავრების, მათ შორის დასაქმებულების რეგულარული გადაყვანა.
Sincerely,
Natia Khmaladze
Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge