From : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
To : Irina Gobejishvili <IGobejishvili@ssa.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : RE: დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახ. პროგრამა
Cc : bdatukishvili@ssa.gov.ge
Received On : 03.09.2019 08:16

ირინა, მოგესალმები,

 

ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებ, რომ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თვალის ერითრომიცინის მალამოს (ახალშობილთა თვალის გონოკოკური ინფექციის პროფილაქტიკა) და ვიტამინი K1 (ახალშობილთა ჰემორაგიული დაავადებების პროფილაქტიკა) შესყიდვის თქვენს მიერ მოწოდებული რაოდენობებით და მექანიზმით შესყიდვასთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გამაჩნია. რაც შეეხება, მიკროელემენტების შესყიდვას, როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარეობს დამატებითი კონსულტაციები UNICEF-თან და საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნული პროდუქტის შესყიდვის გაგრძელებასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია მიღებულ იქნას ამ პროცესის დამთავრების შემდეგ.

 

პატივისცემით,

 

ეკა

 

 

From: Irina Gobejishvili [mailto:IGobejishvili@ssa.gov.ge]
Sent: 8 August, 2019 11:41
To: Tamar Gabunia ; Ekaterine Adamia ; Mariam Darakhvelidze ; Giorgi Tsotskolauri
Cc: bdatukishvili@ssa.gov.ge
Subject:
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახ. პროგრამა

 

მოგესალმებით,

 

მოგეხსენებათ, ,,2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N693 დადგენილების თანახმად, ,,დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის’’  სახელმწიფო პროგრამაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

 

,,დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის’’ ,,მედიკამენტებითა და საკვებით დანამტით უზრუნველყოფის’’ კომპონეტეტის ფარგლებში 2019 წლისთვის შესასყიდ სამკურნალო საშუალებებს დაემატა თვალის ერითრომიცინის მალამოს (ახალშობილთა თვალის გონოკოკური ინფექციის პროფილაქტიკა) და ვიტამინი K1 (ახალშობილთა ჰემორაგიული დაავადებების პროფილაქტიკა) შესყიდვა.

 

მედიკამენტების შესასყიდი რაოდენობა გამოითვლება წლის განმავლობაში დაბადებული ახალშობილების რაოდენობიდან (მაგ: თუ 2017 წელს დაიბადა 53 000 ახალშობილი, შესასყიდი რაოდენობა იქნება ერითრომიცინის თვალის მალამო 53 000 ცალი (ერითრომიცინის თვალის მალამო შეადგენს 1 ტუბს 1 ახალშობილზე (განსაზღვრულია თითო ახალშობილისთვის მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის), ვიტამინი K1– 53 000 ამპულა (ვიტამინი K1 საჭირო პროფილაქტიკური დოზა შეადგენს 1 ამპულას 1 ახალშობილზე)), თუმცა საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის 2019 წლის 30 აპრილის N60824 წერილის გათვლისწინებით, სადაც დეტალურადაა საუბარი ვიტამინი K1–ის ახლაშობილზე გამოსაყენებელი სარეკომენდაციო დოზის თაობაზე, იკვეთება, რომ ვიტამინი K1 ერთი ამპულა არის 1მლ/10მგ, ერთ ახალშობილზე გამოსაყენებელი საპროფილაქტიკო დოზა კი შეადგენს 1მგ, რომელიც უნდა გაკეთდეს სიცოცხლის პირველივე საათებში. ვინაიდან მედიკამენტის დიდი ხნით შენახვა გახსნილ მდგომარეობაში დაუშვებელია, შესასყიდი რაოდენობა გამოითვალა აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, თუმცა გამონაკლისი შეიძლება იყოს დიდი ქალაქები (თბილისი,ქუთაისი, ბათუმი) სადაც შობადობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია და ვიტამინი K1 შესასყდი რაოდენობა იყოს 1 ამპულა 2 ახალშობილზე. ვინაიდან ზემოაღნიშნული სამკურნალო საშუალებების ანალოგიური შესყიდვის გამოცდილება არ არსებობს, ასეთი მიდგომით განხორციელებული შესყიდვა, საშუალებას მგვცემს დავაკვირდეთ ხარჯვის მაჩვენებელს, მედიკამენტებზე რეალურ მოთხოვნილებას, რაც თავისთავად მოახდენს მედიკამენტის მოქმედების ვადის გასვლის საფრთხის პრევენციას.

 

ამრიგად, 2019 წელს შესასყიდ რაოდენობად ჩაითვალა:

  1. ვიტამინი K1– 25 000 ამპულა (2019 წლის ბოლომდე სამყოფი ოდენობა+ ბუფერული პერიოდი. გათვლა გაკეთებულია 2018 წელს დაბადებული ახალშობილების რაოდენობიდან გამომდინარე);
  2. ერითრომიცინის თვალის 0,5% მალამო ან ტეტრაციკლინის 1% მალამო ან აზითრომიცინის თავლის წვეთები 15მგ/ (ერთჯერად დოზიანი დაბალი სიმკვრივის პოლიეტილენის კონტეინერით, თითიეული აქტ.ნივთ 0,25 შემცვლეობით) – 38 100 ცალი 2019 წლის ბოლომდე სამყოფი ოდენობა+ ბუფერული პერიოდი. გათვლა გაკეთებულია 2018 წელს დაბადებული ახალშობილების რაოდენობიდან გამომდინარე).

 

აქვე, მოგახსენებთ რომ ტენდერი უნდა გამოაცხადოს შესყიდვების სააგენტომ და ამ ეტაპზე მათ მიერ მიმდინარეობს ბაზრის მოკვლევის პროცედურები. მათ მიერ ელექტრონული ფოსტით მიღებული საბოლო ინფორმაციის თანახმად ერთეულის ღირებულება ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

 

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება/მოქმედი ნივთიერება

ჯამური რაოდენობა

ერთეულის ფასი (ლარი)

ჯამური ღირებულება

phytomenadione (vitamin K1)

25,000.00

4.004

100,100.00

Azithromycin

38,100.00

4.31

164,211.00

 

 

 

264,311.00

 

მიმდინარე ეტაპზე არსებული ბიუჯეტი არ არის საკმარისი აღნიშნული რაოდენობის მედიკამენტების შესასყიდად (გავქვს 229,942.00 ლარი, ისიც იმის გათვალისწინებით, რომ არ შეგვისყიდია მიკროელემენტები და აღნიშნული საკითხი ამ ეტაპზე კვლავ ღიად რჩება)

 

შესაძლებალია შესყიდვა განცახორციელოთ არსებული ბიუჯეტის ფარგლებში (შესასყიდ რაოდენობას მოვაკლოთ დაახლოებით 14%) და ვუზრუნველყოთ წლოს ბოლომდე სამშობიარო სახლები,

 

თუმცა 2020 წლისთვის შესასყიდი ამ ორი მედიკამენტის სავარაუდო ბიუჯეტი იქნება 400 000 ლარი რასაც დაემატება რკინის, ფოლიუმის მჟავის და მიკროელემებტების (თუ დარჩა პროგრამაში)? თანხა და გამოვა ≈557000 ლარი.

 

გთხოვთ, თქვენს მოსაზრებას

 

პატივისცემით,

ირინა გობეჯიშვილი

სსიპსოციალური მომსახურების სააგენტოს
მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით
უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი

მობ: 599 22 59 82